სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

13:42 07-12-2019
31

სოხუმის ცენტრში, დიდების პარკის რაიონში, ღამის საათებში სროლა იყო.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, სასიკვდილოდ დაჭრეს 1997 წელს დაბადებული აინარ კვიცინია- წერს გამოცემა აიაირა.

საავადმყოფოში იგი, ამავე წელს დაბადებულმა ლეონ კვიცინიამ გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე სამარათალდამცველები მუშაობენ და მომხდარის გარემოებებს იძიებენ.

ავტორი: თეა შონია