ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ლევან კობიაშვილი

პოლიტიკა 1715168618

წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში - ლევან კობიაშვილი

წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ნაკრების ფეხბურთელები საქართველოს წარმოადგენენ, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.„წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა.უპირველესად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.დაიწყო თუ არა აქტუალური პროცესები, მივმართე საზოგადოებას, რომ ფეხბურთელები დაგვეცვა ამ პროცესებში ჩართვისგან, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, არ წყდება მათზე თავდასხმები. დღესაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება, კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეუაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება.ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ, როდესაც ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ. ეს ის ადამიანები არიან 26 მარტის წარმატების შემდეგ, სხვადასხვა ეთერებში ნაკრების მაისურით, რომ გამოგვეცხადნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ. არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ.ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავს და ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას. ფეხბურთელების დაშორიშორებას და დაყოფას, ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ, რომ მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. მზად არიან სწორედ ამ პირად ინტერესებს შესწირონ ფეხბურთიც და ქვეყანაც.ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით. მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, ყველა მოედნის აღდგენაზე ცალკე ომი გადამქონდა. მაშინ, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარებოდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ამ დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ეს ადამიანები, მათ მიერ მოგზავნილი აქტივისტები გვიწევდნენ.ყველა გზით ებრძოდნენ ფეხბურთის განვითარებას. იმავეს აკეთებენ დღესაც. წლები დაგვჭირდა და უამრავი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვსულიყავით აქ სადაც ვართ დღეს. საძირკვლიდან მოგვიწია მშენებლობის დაწყება, რომ აქამდე მიგვეღწია. სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ესე იყო და ესე იქნება მუდამ. დღეს, როცა ან “ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ” მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა შანსი იმისა, რომ დავიტოვოთ ერთიანობისთვის პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი, შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ. იქნებ შევძლოთ, ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე.მინდა, მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს. მორჩით მათ შეურაცხყოფას. დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ.სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზას“, – წერს ლევან კობიაშვილი.

კასპი

შემთხვევა 1715168603

„ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა...“ - ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:„ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი, როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა“, - ამბობს დაკარგულის მამა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ტორნადო

მსოფლიო 1715168001

ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა ოკლაჰომას შტატში - არიან დაშავებულები

ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ქარბორბალამ ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატს გადაუარა. სტიქიამ ოკლაჰომაში 40 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.ათობით შენობა დააზიანა ტორნადომ მიჩიგანის შტატშიც, სადაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად შტატში მდებარე „ფედექსის“ შენობა ნაწილობრივ დაინგრა, ნანგრევებში კი 50-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მაშველები მათ გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1715167440

რომელ ადამიანთან კონტაქტი იწვევს აურის დარღვევას

ენერგეტიკულად უარყოფით ზონებში, ანუ არასასიამოვნო ადგილებში, სადაც საშიში აურა ტრიალებს, ადამიანის დიდხანს ყოფნა, მის ბედ-იღბალზე ახდენს გავლენას და წარუმატებლობას იწვევს. სულაც არ არის რთული, გაარკვიოთ, რამდენად საშიშ ზონაში გიწევთ ყოფნა.უბრალოდ, თუ კონკრეტულ გარემოში აზრების მობილიზებას ვერ ახდენთ, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და საკუთარ თავში ჩაკეტვა გინდათ, სწორედ ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ქვეცნობიერი მძაფრდება და მიგანიშნებთ: რაღაც რიგზე ვერ არის. ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები, წარუმატებლობაზე ფიქრი კოსმოსის სამყაროში იგზავნება და ბუმერანგის პრინციპით, ადამიანს უკან უბრუნდება. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ.დაბადების მომენტში ყველა ადამიანს საკუთარი წერტილები აქვს დედამიწაზე და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ასეთ ადგილებში მას აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანს დედამიწაზე თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. გარკვეულ ადგილებში დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი ადამიანს ბედი ეხსნება, წარმატებული ხდება და მისი იღბალი სასიკეთოდაც იცვლება. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. იმუხტება დადებითი ენერგეტიკით და დაცულია. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, იფანტება ყურადღება. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, რადგან იქ სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანიც კი მიადგეს. ამიტომ, დააკვირდით, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად შფოთავთ და განიცდით. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი, ასე სხეულიდან უარყოფითი ზონისგან აკრეფილ ენერგიას „ჩამორეცხავთ“.აურაზე და ენერგეტიკაზე კონკრეტული ადამიანის გვერდით ყოფნაც ახდენს გავლენას და მათაც შეუძლიათ, თავისი ქმედებებით თქვენს ბედში შეიტანონ ცვლილება. კერძოდ, სხვადასხვა წელიწადში დაბადებული ადამიანები შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, მაშინ ეს დაგეხმარებათ, როგორ გადალახოთ პრობლემები მასთან ურთიერთობისას. ასევე, როგორ გააიოლოთ ურთიერთობა, როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით და არც საკუთარი ბედი და აურა დააზიანოთ.ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებაში, მათგან თანაგრძნობას ნუ ელით. გადაწყვეტილებების მიღებისას, მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. ნახეთ სრულად

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

მსოფლიო 1715167323

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ქერემ შალომი ჰამასის მიერ 5 მაისს ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო იყო ჩაკეტილი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან ერთად, განახლდება ღაზაში ამ მარშრუტით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც.ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ღაზის სამხრეთში მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებენ. შედეგად, ეგვიპტიდან რაფაჰის გავლით, ანკლავში, მეორე დღეა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება.