ურეკში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო

20:18 07-10-2019
3

ურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ირკვევა, რომ 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა და მეუღლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა, როცა წყვილი ზღვაში ბანაობდა.

მაშველებმა ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ნაპირზე გარიყული იპოვნეს.

დღეს ძლიერი ღელვის გამო ურეკსა და მიმდებარე ადგილებში წითელი ალმები იყო აღმართული, რაც მაუწყებელია იმისა, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

შსს ცნობით, საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ავტორი: ლაშა სარჯველაძე