ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე სასამართლო პროცესი რამდენიმე საათით კვლავ გადაიდო

10:41 06-12-2019
18

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან მალევე მოსამართლემ მერიის იურისტს შესთავაზა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თუ რაიმე შეთანხმების გზა არსებობს, ეს მიღწეული იქნას. შეხვედრასთან დაკავშირებით მერიის იურისტმა მზაობა გამოთქვა. სხდომა დაახლოებით დღის მეორე ნახევარში განახლდება.

,,დიდი ხანია როცა ეს დავა დავიწყეთ, ჩვენთვის თავიდანვე იყო ცნობილი მერიის პოზიცია, რომ ის აბსოლუტურად უსუსურია ამ პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მერია ამას პრაქტიკულად არ წყვეტს, ამას საქართველოს ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს. ის პოლიტიკური ნება, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება, ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს“, - განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ.

წინა სასამართლო პროცესი 22 მაისს იყო. 

ბათუმის სასამართლოს ფოიეში მეჩეთის ნებართვის საკითხზე მისულმა თემის ნაწილმა ყურანიდან ამონარიდი წაიკითხა.

მუსლიმები ამბობდნენ, რომ ლოცვა იმის სადემონსტარციოდ წაიკითხეს, რომ მათ საკითხის გადაწყვეტა მშვიდობიანად და სამართლებრივად სურთ.