მთაწმინდის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურა - შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულებულია

20:12 06-09-2019
26

მთაწმინდის ოლქში ზუსტად 20 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულებულია.

ამჯერად უკვე იწყება მომდევნო პროცესი - ხმების დათვლა.

მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდებოდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

ამ არჩევნებზე 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი იყო დარეგისტრირებული.

არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა.

9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.