ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პანტანასას ხატი

საზოგადოება 1714652612

პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან - წაიკითხეთ დაუჯდომელი საგალობელი

ანტანასას დედათა მონასტერი ზაჰესში მდებარეობს. ადგილი სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. "პანტანასა" - ყოველთა დედოფალი, ცნობილია, როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან... ღვთისშმობლის (პანტანასას) მომინანქრებული ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძრისთვის.მას შემდეგ ხატი ამ მონასტერშია დაბრძანებული და ყოველდღე, დღის ორ საათზე, წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.მართლმადიდებლობა არსითა და ფორმით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული აღმსარებლობაა, ტრადიციის ძაფზე კი გასაოცარი მარგალიტები აქვს ასხმული, რომლის რიტმებსა და ციკლებშიც ღვთისმსახურება მიედინება. მაშინ, როცა მონასტერში ვნებები სულისთვის უცხოა, მცნებები კი ახლობელი, ვნების შვიდეულის მნიშვნელობაც განსაკუთრებულად ესმით, იმ მძიმე დღეებისა, რომელიც დედამიწაზე ადამიანად მოსული ღმერთის უკანასკნელ დღეებს ეხება.კონდაკი 1ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.იკოსი 1ანგელოსი წინამდგომი ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ! და შენისა განკაცებისა მხილველნი, უფალო, ღვთივმახარობელითა ხმითა ესრეთ აღიზახებდა:გიხაროდენ, დასაბამო ჩუენისა ცხონებისაო; გიხაროდენ, აღსრულებაო საღმრთოისა განგებულებისაო.გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან შენგან ხორცნი შეისხნა; გიხაროდენ, რამეთუ შენ შორის უხილავი გამოიხატა.გიხაროდენ, თავსა შორის შენსა სოფლისა წყალობისა მიმღებელო; გიხაროდენ, ხორცთა სამოსლად სიტყვისა მომქსოველო.გიხაროდენ, ზეციურო დიდებაო მიუწვდომელო გონებისათვის; გიხაროდენ ზეციურო მანანაო განმაცხოველებელო გულთაო.გიხაროდენ, ვარსკვლაო, მადლისა ბრწყინვალებაო; გიხაროდენ წყაროო, წყლისა ცხოველისა გამომადინებელო.გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედათა შორის; გიხაროდენ მაცხოვრისა მშობელო, ქალწულო განუხრწნელო.გიხაროდენ ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 2სიტყვა დაუსაბამო ყრმად იშვნა შენ მიერ ქალწულო, და შენ მიერვე კურნებათა მოგვანიჭებს, პატივისმცემელთა და მგალობელთა შობისა მისისათა: ალილუია.იკოსი 2ცნობისა უცნაურისა მეძიებელმან ქალწულმან ხმა-ჰყო მსახურისა მიმართ: ვითარ ვიქმნები მაღლისა დედა , ვითარცა წმიდისა ყრმისა, მითხარ მე; რომლისა მიმართ იტყოდა გაბრიელ მხმობელი შიშითა ესრეთ:გიხაროდენ, მაღლისა განზრახვისა აღრჩეულო; გიხაროდენ, მვედრებელთა თხოვისა მსწრაფლშემწეო.გიხაროდენ, საგანძურო ქრისტეს მშვიდობისაო; გიხაროდენ, ძალო შენდამი მსასოებელთაო.გიხაროდენ, სიმსივნიან წყლულებათა საკვირველო მომსვრელო; გიხაროდენ, სხვათაცა სნეულებათა აღმხოცელო.გიხაროდენ, სოფლისა ამის მეოხო მხოლოო; გიხაროდენ, მწუხარებათაგან სარწმუნოო გამომხსნელო.გიხაროდენ, ცრემლთა და ტირილთა დამაცხრომელო; გიხაროდენ, ცხონებისა კარისა ყველასათვის განმღებელო.გიხაროდენ, სკიპტრაო და ძლიერებაო ათონს შინა მოსახლეთაო; გიხაროდენ, კუერთხო მონაზონთა და ერისაგანთაო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 3ძალმან მაღლისამან მოგიცვა რა, ყრმაო, ხორცნი შეისხნა გამოუთქმელად და აგარაკად ტკბილად გამოგაჩინა, მნებებელთათვის მოსთულებასა მაცხოვარებისასა, მგალობელთა ესრეთ: ალილუია.იკოსი 3საკვირველად განითქვა წმიდა ხატი შენი, წოდებულო ყოველთა დედუფალად, ოდეს კურნებაშემოსილი სახე ღმრთისმშობელისა გამოგვეცხადა; ხოლო მისა მიმართ მღაღადებელთა მიანიჭებ კურნებათა სარწმუნოებით, რათა განმრავლდნენ გალობანი ესე ვითარნი:გიხაროდენ, დედაო დაუღამებელისა ნათლისაო; გიხაროდენ, სრულიად დამთმენელთა ძლევაო.გიხაროდენ, სნეულებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა კურნებაო; გიხაროდენ, ქვრივთა და ობოლთა დაურღვეველო ზღუდეო.გიხაროდენ, სამოთხისა კართა განმღებელო; გიხაროდენ, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ხელისაღმპყრობელო.გიხაროდენ, მორწმუნეთა ცხონებისა შუამდგომელო; გიხაროდენ, ადამისა მოდგმისათვის მლოცველო.გიხაროდენ, კიბეო ზეცისათაო, ქუეყანისაგან ცად აღმყვანებელო; გიხაროდენ, წყაროო ცხოველო, სასიკვდინე ცოდვათაგან განმბანელო.გიხაროდენ, გულითა უმანკოთა დამმარხველო ტარიგო; გიხაროდენ შვილთა ეკლესიისათა საფარველო მაგრილობელო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 4სოფლისა ამის ცხოვრებისმომნიჭებელი მეუფე მშვიდობისა დაემკვიდრა საშოსა შენსა, ქმრისაგან გამოუცდელისა; დედად მართალთა გამოგაჩინა შენ, მომწოდებელმან სოფელსა ამას შინა გალობად: ალილუია.იკოსი 4უდიდებულესი იქმნა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო, კურნებათა მიერ წმიდისაგან ხატისა შენისა; კურნებისმომნიჭებელთა ჭავლთა დაწაფებულნი, სამადლობელსა ამას გიღაღადებთ, ჰო ყოველთა დედუფალო:გიხაროდენ, წამალო საკურნებელო, აღმასუბუქებელო ტკივილთაო; გიხაროდენ, სიგრილეო, უძლურთა მცხინვარებისა განმაგრილებელო.გიხაროდენ, სიმსივნიან წყლულებათა დამბუგველო; გიხაროდენ, მკურნალთაგან მიტოვებულ სნეულთა სარეცელთაგან აღმადგინებელო.გიხაროდენ ყოვლადპატიოსნისა სახისა შენისა რჩეულთათვის გამომცხადებელო; გიხაროდენ ცოდვიანთა საკრველთაგან გამომხსნელო.გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ვიქმენით განტევებულ სიკვდილისაგან; გიხაროდენ რამეთუ შენ მიერ განმართლდებიან ურიცხვნი დასნი მორწმუნეთანი.გიხაროდენ, სიმაღლეო კაცობრივისა განზრახვისათვის გამოუკვლეველო; გიხაროდენ სიღრმეო, ერთისა მხოლო სა სიტყვისაგან გამოძიებულო.გიხაროდენ, შენთა უწინარესთა პატრიარქთა წინასწარ-მეტყველებაო; გიხაროდენ მასწავლელო შენდამი მვედრებელთა იერარქთაო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 5ყოვლადპატიოსანსა ტაძარსა მაცხოვრისასა ვიცნობთ შენ მიერ, ყრმაო; შეგივრდებით, უზადოო, რათა გვყვნე ტაძარ ღმრთისა, მგალობელნი მისა მიმართ: ალილუია.იკოსი 5იხილეს რა გუნდთა ანგელოსთასა ხელთა შენთა ზედა თითთა მიერ თვისთა შემქმნელი კაცთა  გულის-ხმა-გყვეს შენ მხოლო დედუფალად, თუმცაღა მხევლად უწოდდი თავსა შენსა, ისწრაფდეს მსახურებად შენდა, კურთხეულისა, გალობათა მიერ ესევითართა:გიხაროდენ, ღმრთისა მიერ აღმატებით უზესთაესო ზეციურთა ძალთაო;გიხაროდენ, საკვირველთა კურნებათა მიერ აღმავსებელო სოფლისაო.გიხაროდენ, შესხმისა და დიდებისა ცათაგან მსმენელო; გიხაროდენ, სამადლობელისა ქუეყანისაგან მიმღებელო.გიხაროდენ, რამეთუ განმხრწნელთა გულისსიტყვათა გულთა შინა მომსვრელ ხარ;გიხაროდენ, რამეთუ ეშმაკისა მანქანებისა აღვირმხსნელ ხარ.გიხაროდენ, ღელესა გლოვისასა სიხარულითა აღმავსებელო; გიხაროდენ, მწუხარებათა ზეციურითა სიტკბოებითა შემცვალებელო.გიხაროდენ, ღმრთისა სათნოო კეთილსუნნელებაო; გიხაროდენ, მონანულთა ცოდვილთა ლხინებაო უაღრესო.გიხაროდენ, საცთურთა მიმართ ჯავშანო სიმართლისაო; გიხაროდენ მტერობისა და აღრეულობისაგან ფარო გარემომზღუდველო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 6მქადაგებელნი საღმრთოდ მეტყველნი, მოწაფენი მაცხოვრისანი, საკვირველად წარმოგიდგეს, ჰო ქალწულო, ოდეს ქუეყანისაგან ცად აღმაღლდებოდი, რათა ერთითა გულითა და ერთითა ბაგითა უგალობდნენ ღმერთსა: ალილუია.იკოსი 6მადლი განსაცვიფრელი აღმობრწყინდა ხატისა შენისაგან, ყოველთა დედუფალო, ოდეს საეშმაკო თა მოძღვრებითა დაბნელებული ჭაბუკი შეუვრდა მას და უსულო იქმნა; ყოვლისა სასოებისა უმეტესად განხსნილ იქმნა რა საკვრველთაგან წყვდიადისათა, შიშითა და სიხარულითა ხმობდა შენდამი ესე ვითარად:გიხაროდენ, უღმრთო სა ცხოვრებისა განმართებაო; გიხაროდენ, ბოროტგვემულთა ნუგეშინისცემაო.გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა ეკლესიიდან განმდევნელო; გიხაროდენ, ცოდვისა ნისლისა განმფანტველო.გიხაროდენ, უხილავთა მანქანებათა განმაქარვებელო; გიხაროდენ, ეშმაკთა გრძნეულებისა ყოვლადძლიერო ძლევაო.გიხაროდენ, ლამპარო, შეცთომილთა მასწავლელო; გიხაროდენ უბრალოთა სიბოროტისაგან დამფარველო.გიხაროდენ, ზეგანო, ზეციურითა მანაანითა მასაზრდოებელო; გიხაროდენ, ღელეო ქრისტეს მიერითა სიმდაბლითა განმაძღობელო.გიხაროდენ, კლდეო ზეციურისა სასუფეველისაო; გიხაროდენ სარკეო დაუსაბამოისა ნათლისაო.გიხაროდენ ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 7საჭმლად თავისა თვისისა მიცემა ინებე მორწმუნეთათვის ქალწულისაგან შობილ-მან, რათა მიმღებელნი ყოვლადწმიდისა ხორცისა და სისხლისა შენისანი, შემცნობელ იყვნენ შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა. მითვე გამოუთქმელითა სიბრძნითა განკვირვებულნი ვხმობთ: ალილუია.იკოსი 7ახლისა საიდუმლოისა გამოცხადება გვიჩვენა შემოქმედმან, ოდეს მოწაფეთა თანა აღასრულა საიდუმლო სერობა თვისი; ხოლო ჩუენ მვედრებელნი ყოველთა დედუფლისა მიმართ, ღირსქმნილნი საღმრთოთა ამათ სიწმინდეთა, აღვსწერთ მისდამი ესევითართა:გიხაროდენ, ზეციურისა პურისა მომმადლებელო; გიხაროდენ, ცხოვრებისა საუკუნო სა მშობელო.გიხაროდენ, ბარძიმო, ქრისტესთან მაზიარებელო; გიხაროდენ სულისა და ხორცთა ღმერთთან შემაუღლებელო.გიხაროდენ, კოვზო ოქროვანო, აღვსილო საღმრთო თა ძღუენითაო; გიხაროდენ, კიდობანო კეთილშემკულო, შესაკრებელო დიდებულისა სიწმინდისაო.გიხაროდენ, ევქარისტიაზე მიმათითებელო; გიხაროდენ, ტრაპეზო, წმიდისა საზრდელისა ჩვენთვის წინადამგებელო.გიხაროდენ, ღირსეულად მზიარებელთა მარჯვენით შენსა დამსხმელო; გიხაროდენ, საღმრთო სა ლიტურგიისა მოშურნეთა ჯოჯოხეთისაგან დამხსნელო.გიხაროდენ, მოკვდავთა უკვდავებისა წყაროსთან მიმყვანებელო; გიხაროდენ, სულიერთა შვილთა შენთა მშვიდობითა და სიმტკიცითა გარეშემზღუდველო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 8საკვირველისა შობისა მხილველთა, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა და ზე გვაქვნდინ გულნი, რამეთუ მაღალი გამოგვიჩნდა, რათა მიზიდულთა მის მიერ შევღაღადოთ: ალილუია.იკოსი 8მამისა წიაღთა შინა მყოფმან განუშორებელად, სიტყვამან გარეშემოუწერელმან, ქუეყანასა ზედა ხორცნი შეისხნა; ღმერთმან მაღალმან დიდებული ჰქმნა ქალწულისა თანა და მიჰხედნა სიმდაბლესა მხევლისა თვისისა, მსმენელისა ესე ვითარისა:გიხაროდენ, დაუტევნელისა ღმერთისა დამტევნელო; გიხაროდენ ზესთასოფლისა შემოქმედისა ამასოფლისათვის საცნაურმყოფელო.გიხაროდენ, რამეთუ დაარღვიე ხელმწიფება სიკვდილისა; გიხაროდენ რამეთუ განჰკურნე ნაბრძვილნი ადამისნი.გიხაროდენ, სულიერთა წყლულებათა სალბუნითა შემახორცებელო; გიხაროდენ ზეთითა ხორციელთა წყლულებათა განმაპოხებელო.გიხაროდენ, აღჩენილთა სნეულებათა დამაცხრომელო; გიხაროდენ, მომაკვდავთა ტანჯვათა აღმასუბუქებელო.გიხაროდენ, ჯოჯოხეთისათვის მარცხისა მწვნეველო; გიხაროდენ, სიკვდილისა საწერტელისა დამშანთველო.გიხაროდენ, ყოველთა აღდგომისა სასოებაო; გიხაროდენ, მართლმადიდებელთა უეჭველო ცხონებაო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 9ყოველნი ბუნებანი ანგელოსთანი და კაცთანი განცვიფრდეს, სიტყვაო, დიდებულებითა მიუწვდომელისა შენისა განკაცებისათა; ხოლო საგონებელ-ქმნილნი ღვთისმოსაობისა საიდუმლოებისა დიდებულებითა შიშით და ძრწოლით ვხმობთ შენდამო სამადლობელად: ალილუია.იკოსი 9მრავალფერთა სნეულებათაგან შეპყრობილნი, ჰო ყოვლადდიდებულო, წმიდისა ხატისა შენისაგან უმეტესად სასოებისა განიკურნებიან და მიიღებენ მადლსა სარწმუნოებისაებრ და ხმითა დიდითა ხმობენ შენდამო:გიხაროდენ, სულიერთა შვილთა შენთა ჯანმრთელად მამყოფებელო; გიხაროდენ, სნეულთა ჯანმრთელად შემცვალებელო.გიხაროდენ, ყრმათა სნეულთა კურნებაო; გიხაროდენ, ჭაბუკთა სალმობიერთა დედაო.გიხაროდენ, სნეულებისა სარეცელიდან აღმადგინებელო; გიხაროდენ, სიკვდილის შიშით შეპყრობილთა ლხინებაო.გიხაროდენ, რამეთუ შეისმენ კაცობრივსა გოდებასა; გიხაროდენ რამეთუ მიჰხედავ ურვათა ჩუენთა.გიხაროდენ, ქვეყნიურთა სალმობათა ზეციურითა სიხარულითა განმაზავებელო; გიხაროდენ, ბოროტად ღელვა-გვემულთა ზესთაბუნებისა მოთმინებაო.გიხაროდენ, რომელი განუმზადებ მტირალთა სიხარულსა; გიხაროდენ, რომელი შეასხამ მშვიდთა ფრთეთა ლოცვისათა.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩვენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 10ჰსუროდა რა შემოქმედსა ცოდვითა განხრწნილი კაცობრივისა ბუნებისა დახსნა , გარდამოხდა შენზედა ვითარცა ცვარი საწმისსა ზედა და გქმნა რა შენ მაყვლად შეუწველად, ღმერთი ესე კაც-იქმნა, რათა ვუგალობდეთ მას: ალილუია.იკოსი 10ზღუდე ხარ ქალწულთა და ყოველთა სიწმინდისა მიმართ მოხარულთა, წმიდაო ყრმაო; შენ შორის დაემკვიდრა ღმერთი თვისთა გონიერთა ქმინლებათა განმწმედელი და ჩუენცა ყოველთაგან მწიკვლთა განშორებულნი, მოგიძღვანებთ ესევითართა:გიხაროდენ, დუმილისა მეძიებელთა მზრახველო; გიხაროდენ ქალწულებისა დამმარხველთა გვირგვინო.გიხაროდენ, დასაბამო და განსრულებაო სულიერისა სრულქმნილებისაო; გიხაროდენ, სავანეო საღმრთო სა გამოცხადებისაო.გიხაროდენ, სამებისა განზრახვისა მესაიდუმლეო; გიხაროდენ მიზეზო კაცთა ცხოვრებისაო.გიხაროდენ, მწვერვალო, გონებით ამპარტავანთათვის მიუწვდომელო; გიხაროდენ, თავშესაფარო, გულითა მდაბალთათვის მისაწვდომელო.გიხაროდენ, წმიდაო, ზეცათა უწმინდესო; გიხაროდენ, ქერაბინთა და სერაბინთა უპატიოსნესო.გიხაროდენ, სახარულევანო, რამეთუ მიითვალავ მთავარანგელოსისაგან ხარებასა; გიხაროდენ, ნუგეშინისცემულო, რამეთუ ხელნი შენნი შეეხებოდიან მკვდრეთით აღმდგარსა ქრისტესა.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სენთა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 11გალობისა გონიერისა მოვისწრაფით შეწირვად მაცხოვრისა მიმართ დედუფალო, გარნა ურგებად დავშვრებით მონანი შენნი; ვის ხელეწიფების ღირსეულად შესხმად ღმრთისა, რამეთუ სახელი მისი, ვითარცა მირონი დამოდინებული; ამისთვისცა ვხმობთ მისდამი: ალილუია.იკოსი 11ნათელი დიდებული გამოგვიბრწყინდა მსხდომარეთა ბნელსა შინა, ჰო ქალწულო, აღმოსავალმან მოგვინახულა, _ ძემან და ღმერთმან შენმან, გყვნა რა შენ ლამპრად სასანთლესა ზედა; ნათელმკრთოლვარეთა შვილთა ეკლესიისათა გვიბრძანებს მოგიძღვანოთ ესევითარნი:გიხაროდენ, გონიერისა მზისა ცისკარო; გიხაროდენ, საღმრთო სა ცეცხლისა შესაკრებელო.გიხაროდენ, წმინდათათვის სინათლისა, ვითარცა სამოსლისა მქსოველო; გიხაროდენ, ლამპარო, ეშმაკთა წყვდიადისა მაოტებელო.გიხაროდენ, გონებამძიმეთა განათლებაო; გიხაროდენ, ცოდვილთა გულთა განმაცისკროვნებელო.გიხაროდენ, ძლიერებაო, ამაოებათა ზღვიდან გამომყვანებელო; გიხაროდენ, ცხოვნებისმეძიებელთა სხივო გზისმაჩვენებელო.გიხაროდენ, ელვაო, უნანელთა განმკვეთელო; გიხაროდენ ქუხილო, მომსრველთა ზარდამცემო.გიხაროდენ, მზაკვარისა სვინიდისისა განმანათლებელო; გიხაროდენ, საღმრთო სა მსჯავრისა ლმობიერებაო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 12მადლისა მოცემა რა ინება, ძველისა აღთქმისა მომნიჭებელმან, აღთქმა ახალი მოგვიბოძა; ხოლო ჩუენ მადლისა მიმღებელნი არა საქმეთაგან სჯულისათა, არამედ ერთითა მხოლო თა რწმენითა ცხონებისა შემძლებელნი, აღვსწერთ ყოველნი: ალილუია.იკოსი 12შობისა შენისა მგალობელნი, ვითარცა ძველოდესმე ისრაელი საჩრდილობელსა კარვისასა წინწილითა უგალობდა, კარავსა ჭეშმარიტსა სათნოებათა მიერ განვადიდებთ, რათა გესმოდეს ყოველთაგან ესრეთ:გიხაროდენ, საგალობელო მთასა ზედა აღმოთქმულო; გიხაროდენ ფსალმუნო, დაბლობთა ზედა დამღერებულო.გიხაროდენ მხოლო სა ღმრთისა ღირსეულო მსახურო; გიხაროდენ, საღმრთო სა სამებისა სიმდაბლითა სათნომყოფელო.გიხაროდენ, საუკუნეთა შემოქმედისა შენ შორის მტვირთველო; გიხაროდენ საყდარო, სამყაროს ხელთა ზედა მტვირთველისაო.გიხაროდენ, ჟამთა და წელთა გამოუთქმელო საიდუმლოო; გიხაროდენ ყოველთა თესლთა და ტომთა სასოებაო უცვალებელო.გიხაროდენ, სიხარულო გულითადო კეთილმოშიშთა მღვდელთაო; გიხაროდენ, ეკლესია-სენაკთა შინა აღვლენილ ლოცვათა მსწრაფლშემსმენო.გიხაროდენ, ღვთივშენებულო სახლო სიბრძნისაო; გიხაროდენ, ღვთივაღრჩეულო ჭურო წყალობისაო.გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.კონდაკი 13ყოველთა დედუფალო, დედაო წმიდათა უწმინდესისა სიტყვისა მშობელო, აწინდელისა ამის ქებისა ჩვენისა მიმღებელო, ყოვლისა სიკვდიდშემოსილისა სნეულებისაგან განმკურნე ჩუენ და მომავალისა სამსჯავრო საგან განმარინე მგალობელნი: ალილუია.(კონდაკი ესე წართქვი სამგზის და შემდეგ კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1).ტროპარი, ხმა 4სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედუფალო, სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი.ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისადმიყოვლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა ვითარცა მოწყალისა ღმრთისა საამოვნოთ კეთილმოწლემან დედამან, ჰბრძანე განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლურნი ხორცნი ჩემნი. გაქუს ძლიერება უბრძოლველი და არა უძლურ-იქმნება შენთანა არცა ერთი სიტყუა , ჰო ყოველთა დედუფალო! შენ ჩემთვისა გამოითხოვე, შენ ჩემთვისა ჰვედრე, რათა აღვამაღლებდე ყოვლადდიდებულსა სახელსა შენსა ყოვლადვე აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.ლოცვა მისავე მიმართჰოი, ყოვლადპატიოსანო დედაო ღმრთისაო, ყოველთა დედუფალო! შეისმინე მრავალსალმობიერი აღმოოხვრანი ჩუენნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა, მოიხილე სულიერთა შვილთა შენთა ზედა, გვემულთა უკურნებელთა სნეულებათა მიერ, აწ შევრდომილთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ! ვითარცა ფრინველი შეიფარებს მართვეთა ქუეშე ფრთეთა თვისთა, ეგრეთვე შენცა დაგვიფარენ, მარადცხოველო, მრავალსამკურნალო თა ომოფორითა შენითა. მუნ, სადაცა იმედი წარხდების, იქმენ უეჭველ სასოებად; ხოლო, სადაცა სასტიკნი მწუხარებანი გარდაემატნეს, მოთმინებად და ტანჯვათა აღსუბუქებად გამოგვიჩნდი. მუნ, სადაცა წყვდიადი სასოწარკვეთისა სულთა შინა დაემკვიდრების, ჰე, აღმობრწყინდეს გამოუთქმელი ნათელი ღვთაებისა! სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, უძლურნი განჰკურნენ, გულითა განძვინებულნი მოალბე და მიანიჭე განათლება. განამტკიცენ სნეულებათა შინა მყოფნი მონანი შენნი, ჰოი, ყოვლადსახიერო დედუფალო! გონება და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხე, რათა იქმნენ ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისა. ვითარცა ცხოველსა შენ, ჩუენთანა მყოფსა, გვედრით წინაშე ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო! განართხ ხელნი შენნი, სავსე კურნებითა და სიმრთელითა, სიხარულო, მწუხარებათა შინა მყოფთაო, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, რათა საკვირველისა შეწევნისა შენისა მსწრაფლმიმღებელნი ვადიდებდეთ ცხოვრების მომნიჭებელსა განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714651722

ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით - არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარაზე

ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, ვინც ამ განცხადებებს აქვეყნებს და ამ ინფორმაციას ითხოვს, რა თქმა უნდა, არღვევს ყველანაირ წესს და ძალიან ახლოს არის კანონის დარღვევასთანაც, რაზეც, რა თქმა უნდა, იქნება კანონის ფარგლებში რეაგირება, თუმცა, არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით,  - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რადიკალების მიერ გაჟღერებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების ოჯახის წევრების ფოტოები, ვინც მხარი დაუჭირა "გამჭვირვალობის კანონს".როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ადამიანების ინსტრუმენტი არ შეცვლილა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მათი ფსიქოლოგია დევნა და შურისძიებაა. მისივე თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მომავალში ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება, ვინაიდან ისინი პოლიტიკას ადამიანების დაჭერაზე, დათრგუნვასა და დევნაზე აგებდნენ."მათი ერთადერთი ინსტრუმენტი, ერთადერთი ფსიქოლოგია არის ის, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ოპოზიციაშიც აგრძელებენ იმავეს - მოქალაქეების დევნის სურვილი, შურისძიება, -  ეს არის მათი მამოძრავებელი. ამას ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში და სწორედ ამაში გვჭირდება მომავალშიც ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში იმ დროის და იმ ხალხის დაბრუნება, ვინც თავის მოქმედებებს, თავის პოლიტიკას შურისძიებაზე, დევნაზე, ადამიანების დაჭერაზე და მათ დათრგუნვაზე თუ დაშინებაზე აგებდნენ. ეს არ მოხდება და ეს ვერ მოხდება საქართველოში ვერც მომავალში." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714651081

სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - არჩილ თალაკვაძე

ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში.მისი თქმით, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი.მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები.  აქვე მან  მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის.„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა უკვე პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი  გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, დაიცვან კანონით დადგენილი წესები მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, საერთო ჯამში დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები, დიდი სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, საზოგადოებამ ეს ნახა პირდაპირ ეთერში - იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე:

პოლიტიკა 1714650963

როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის სახიფათო გზა, როდესაც არის მცდელობა, დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ - არჩილ თალაკვაძე

მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი და არის მათ განკარგულებაში. გახსოვთ, რომ სახელმწიფოს, მამულის, ენის და სარწმუნოების მხარდასაჭერად მოსული ხალხი გააშუქეს, თითქოს ეს მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იყო. გუშინ, რაღაც გაურკვეველი ნივთიერებები იყო გამოყენებული და ასევე წინსწრებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ეს პოლიციამ და შსს-მ გამოიყენა. რეალურად, ეს აუცილებლად გადამოწმდება და მოქალაქეებს აუცილებლად ეცოდინებათ, ვინ იდგა ამ დეზინფორმაციის უკან და ვინ გამოიყენა ეს კონკრეტული აირი თუ საშუალებები მიტინგის მიმდინარეობის დროს, -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.მან ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე იმიტომ ამოქმედდა, რომ მმართველ გუნდს ეშინია. "ეს რა თქმა უნდა, არის იაფფასიანი სპეკულაცია, სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და ვნახავთ იქ, ვის ვისი ეშინია." - აღნიშნა თალაკვაძემ.მისივე თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის და არჩევნების გვერდის ავლის გზით ძალადობრივი შეტევებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას."არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შემოიტანოს და დაემუქროს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების უსაფრთხოებას, რისი აშკარა ნიშნებიც, ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მათ შორის, ვიმეორებ, იყო შეტევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, დღეს სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადებული, ეს სხვათა შორის, ხდება პირველად,  უახლეს ისტორიაში. როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის სახიფათო გზა, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით არის მცდელობა, ძალადობით და ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცუდი ამინდი

საზოგადოება 1714650886

„ძლიერი ნალექი, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...“ - დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს:„2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“.