ანტონ პლესნოიმ საქათველოს ნაკრებს ორი მედალი შემატა

23:17 04-12-2019
45

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვა. 96 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ატაცში უკრაინელმა სპორტსმენმა 170 კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, აკვრაში კი 204 კგ აწევით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში პლესნოიმ 377 კგ აჩვენა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი ბელარუსმა სპორტსმენმა ეუჰენი ციკაცოვმა მოიგო, რომელმაც 400 კგ ასწია, მეორე ადგილი კი რუსმა იგორ კლიმონოვმა აიღო, რომელმაც თავისმხრივ ორჭიდში 378 კგ დააფიქსირა.

2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 8 მედალია.

ტურნირის დასკვნითი დღე ხვალ გაიმართება. 09:00 საათიდან ასპარეზობაში 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე გამოვა, 17:30 საათზე კი ტურნირს მძიმე წონოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე დაასრულებენ.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე