ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ბელა ჰადიდი

შოუბიზნესი 1714979760

ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდის პირველი პროდუქტები წარადგინა

რამდენიმე თვის წინ ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდის გამოშვება დააანონსა. დღეს კი ცნობილი გახდა პროდუქტების იმ პირველი სამეულის შესახებ, რომელიც “Ôrebella”-ს ლოგოთი გაიყიდება.აღნიშნული პროდუქტები გახლავთ სუნამოები, რომლებიც მოდელის ცხოვრებით და პირადი გამოცდილებით არის შთაგონებული. ორფაზიანი ფორმულის მქონე სუნამოები არ შეიცავს ალკოჰოლს და მათი 10, 50 და 100 მილიგრამიანი შეფუთვის ღირებულება 35, 72 და 100 დოლარს შეადგენს. სუნამოებს გაყიდვა “Ôrebella”-ს ვებგვერდზე 2 მაისს დაიწყება. 10 მაისიდან ისინი ხელმისაწვდომი იქნება Ulta Beauty-ს ვებგვერდზე, 12 მაისს კი Ulta-ს შეერთებულ შტატებში მდებარე 1200-ზე მეტი მაღაზიის თაროებზე გამოჩნდება.

წყალდიდობა

მსოფლიო 1714979340

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ამ დრომდე ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.„როიტერის“ ინფორმაციით, რეგიონში ჩავიდა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განეხილა. სამაშველო პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.ძლიერი წვიმების შედეგად წარმოიქმნა მეწყრული პროცესიც. წყალდიდობის გამო რეგიონებში განადგურებულია საავტომობილო გზები და ხიდები.წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 500 ქალაქის დაახლოებით ორ მესამედს მიაყენა ზიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ნათია თოდუა

საზოგადოება 1714978920

„დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო…“ - ნათია თოდუა მამას ემშვიდობება

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.„მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკომადლობა ყველას თანაგრძნობისთვისმერაბ თოდუა14.04.1962 – 04.05.2024პანაშვიდი: 6, 7, 8 მაისიდაკრძალვა: ხუთშაბათი, 9 მაისი.მისამართი:ქ.თბილისი, გ. ტერევენკოს ქუჩა16“ 

მამა-შვილი

ტაბლოიდი 1714978440

მამა ტყუპებთან ერთად რვა წლის განმავლობაში ერთნაირ სურათს იღებდა - შედეგი საოცარია

ყოველ აპრილში, ლუკ გიბსი თავის ტყუპ ქალიშვილებთან ერთად ფოტოებს იღებდა. მელანიმ პირველი ფოტო 2016 წლის აპრილში გადაიღო, როზალინდისა და კორდელიას 1-ელ დაბადების დღემდე რამდენიმე თვით ადრე.როდესაც ერთი წლის შემდეგ ეს ფოტო მის ფეისბუქის მოგონებებში გამოჩნდა, მან გადაწყვიტა ფოტოები ყოველწლიურად გადაეღო.ახლა მისი ქალიშვილები 8 წლისები არიან. მამა იმედოვნებს, რომ ამ ტრადიციას ყოველწლიურად შეინარჩუნებს. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714978333

„ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ“ - რატომაა 8 მაისის ახალი მთვარე განსაკუთრებული

8 მაისს ახალი მთვარე კუროს ნიშანში იქნება. ის რეტროგრადული პლუტონის პერიოდსაც ემთხვევა. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვიდრე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ეს პერიოდი წარსულის შეცდომების გაანალიზებასა და სწორი დასკვნების გამოტანას დაუთმეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ დღეს დაღლილობა, უენერგიობა იგრძნოთ - ნუ შეგეშინდებათ, ახალ მთვარეს ხასიათისა და ემოციების ცვლილებაც თან ახლავს და ფიზიკურად შესაძლოა, სწორედ უმოტივაციობასა და უენერგიობაში გამოვლინდეს.ვინაიდან კუროს ნიშანი ძირითადად ფინანსურ საკითხებსა და ქონების შეძენაზეა პასუხისმგებელი, უმჯობესია, ამ მიმართულებით უფრო ყურადღებით იყოთ. შესაძლოა, ახალი მთვარის პერიოდში რაიმე ახლის შეძენა მოგინდეთ, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფულის დახარჯვის საკითხს ყურადღებით მოეკიდოთ. შესაძლოა, რაიმეს შესყიდვის სურვილი სპონტანური იყოს და სინამდვილეში სულაც არ გჭირდებოდეთ კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ.როგორ იმოქმედებს 2024 წლის 8 მაისის ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე? ეს ყველაზე კარგი პერიოდია კუროსთვის, ქალწულისთვის, თხის რქისთვის, თევზებისა და კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისათვის. თუკი ამ დღეს რაიმეს დაწყებას ან გარდაქმნას გადაწყვეტთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება და სამომავლოდაც გამოგადგებათ.ლომისთვის, მორიელისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის შედარებით რთული პერიოდი იქნება. მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და მიეცით თქვენს თავს უფლება, რომ დაისვენოს და განიტვირთოს.სხვა ნიშნებისათვის ნეიტრალური პერიოდია... ვრცლად