ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდის პირველი პროდუქტები წარადგინა

ბელა ჰადიდი

რამდენიმე თვის წინ ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდის გამოშვება დააანონსა. დღეს კი ცნობილი გახდა პროდუქტების იმ პირველი სამეულის შესახებ, რომელიც “Ôrebella”-ს ლოგოთი გაიყიდება.

აღნიშნული პროდუქტები გახლავთ სუნამოები, რომლებიც მოდელის ცხოვრებით და პირადი გამოცდილებით არის შთაგონებული. ორფაზიანი ფორმულის მქონე სუნამოები არ შეიცავს ალკოჰოლს და მათი 10, 50 და 100 მილიგრამიანი შეფუთვის ღირებულება 35, 72 და 100 დოლარს შეადგენს. 

სუნამოებს გაყიდვა “Ôrebella”-ს ვებგვერდზე 2 მაისს დაიწყება. 10 მაისიდან ისინი ხელმისაწვდომი იქნება Ulta Beauty-ს ვებგვერდზე, 12 მაისს კი Ulta-ს შეერთებულ შტატებში მდებარე 1200-ზე მეტი მაღაზიის თაროებზე გამოჩნდება.