„ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ“ - რატომაა 8 მაისის ახალი მთვარე განსაკუთრებული

ჰოროსკოპი

8 მაისს ახალი მთვარე კუროს ნიშანში იქნება. ის რეტროგრადული პლუტონის პერიოდსაც ემთხვევა. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვიდრე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ეს პერიოდი წარსულის შეცდომების გაანალიზებასა და სწორი დასკვნების გამოტანას დაუთმეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ დღეს დაღლილობა, უენერგიობა იგრძნოთ - ნუ შეგეშინდებათ, ახალ მთვარეს ხასიათისა და ემოციების ცვლილებაც თან ახლავს და ფიზიკურად შესაძლოა, სწორედ უმოტივაციობასა და უენერგიობაში გამოვლინდეს.

ვინაიდან კუროს ნიშანი ძირითადად ფინანსურ საკითხებსა და ქონების შეძენაზეა პასუხისმგებელი, უმჯობესია, ამ მიმართულებით უფრო ყურადღებით იყოთ. შესაძლოა, ახალი მთვარის პერიოდში რაიმე ახლის შეძენა მოგინდეთ, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფულის დახარჯვის საკითხს ყურადღებით მოეკიდოთ. შესაძლოა, რაიმეს შესყიდვის სურვილი სპონტანური იყოს და სინამდვილეში სულაც არ გჭირდებოდეთ კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ.

როგორ იმოქმედებს 2024 წლის 8 მაისის ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე?
 
ეს ყველაზე კარგი პერიოდია კუროსთვის, ქალწულისთვის, თხის რქისთვის, თევზებისა და კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისათვის. თუკი ამ დღეს რაიმეს დაწყებას ან გარდაქმნას გადაწყვეტთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება და სამომავლოდაც გამოგადგებათ.

ლომისთვის, მორიელისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის შედარებით რთული პერიოდი იქნება. მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და მიეცით თქვენს თავს უფლება, რომ დაისვენოს და განიტვირთოს.

სხვა ნიშნებისათვის ნეიტრალური პერიოდია... ვრცლად