დავით ქაცარავა - პირადად არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალიას ვენდეთ

23:16 03-15-2019
1243

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტის  დავით ქაცარავას განცხადებით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და დილით ხურვალეთში შესვლას ეცდებიან.

როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა რუსები თავად არ უნახავს და ადგილზე მყოფ ლუდა სალიას ინფორმაციას ენდნენ.

 „პირადად არ მინახავს რუსები დღეს. ლუდა სალია არის ის ადამიანი, გულმხურვალე პატრიოტი, საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და ჩვენ მას ვენდეთ. ეს ინფორმაცია გამაგრებული იყო ბაღის მეპატრონის მონათხრობით. მხოლოდ და მხოლოდ დილით, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა ადგილზე შესვლის, გავაკეთებთ ჩვენ დასკვნებს. “ – განაცხადა დავით ქაცარავამ.