,,ვცელქობდი და ვმღეროდი" - როგორი ბავშვი იყო ოთო ნემსაძე(ფოტო)

15:55 02-16-2019
124

FACEBOOK-ში ბოლო რამდენიმე კვირაა კამპანია #გააზიარებავშვობა დაიწყო,რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის:პოლიტიკოსები,მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები. 

,,პრაიმტაიმი დაინტერესდა, როგორი ბავშვი იყო, ,,საქართველოს ვარსკვლავის ერთ-ერთი კონკურსანტი ოთო ნემსაძე.ამ და სხვა კითხვებით,ჩვენ მომღერალს დავუკავშირდით.

- ჩვეულებრივი.ვცელქობდი,მაგრამ კარგად ვსწავლობდი.პატარა ასაკიდან ვმღერი.თუმცა,არ ვიცოდი ეს ჩემი ძირითადი პროფესია თუ იქნებოდა.

-რაც შეეხება კონკურსს... ფინალი რამდენიმე კვირაში იქნება,როგორია შენი მოლოდინი?

-ოთო ნემსაძე გამარჯვებისთვის ყოველთვის იბრძვის.ძნელია წინასწარ განვსაზღვროთ რა იქნება.პროექტში ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები არიან.შემდგარი მუსიკოსები.მათთან ერთად სცენაზე დგომა დიდი ბედნიერებაა.ყველას აქვს შანსი ,,საქართველოს ვარსკვლავი გახდეს.

-და ბოლოს,დღეს ქართველი კომპოზიტორების ტური იქნება...

-მე ოთარ რამიშვილის გენიალურ სიმღერას ვასრულებ,რომელიც ჩემს ალბომშიც შესულია.განწყობა ამღლებული მაქვს.ქართული ტურია.დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს,რომ ამის საშუალება მოგვეცა.

შეგახსენებთ,მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მესამე ლაივშოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუტსაიდერებს შორის ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკაკო ალექსიძემ მიიღო და პროექტი დატოვა. ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლა კი,ექვსი კონკურსანტი:ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე განაგრძობს.