ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1714626859

მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ ამისთვის დამსახურება გჭირდება, რომ შენ ახალგაზრდების ქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა - იაგო ხვიჩია

მზად ვარ მე ავიღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ ამისთვის დამსახურება გჭირდება, რომ შენ ახალგაზრდების ქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა. შენ ჯერ ახალგაზრდებმა მოსმენის ღირსი უნდა გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აქციაზე ვანდალიზმისა და ძალადობრივი ქმედებების შეფასებისას განაცხადა.„მე არ ვიცი ახლა ისინი ვის უსმენენ და ვის დავაკისრო პასუხისმგებლობა, მაგრამ შეიძლება ეს სპონტანური და ემოციური იყოს. ამიტომაც არის საშიში ახალგაზრდების გაღიზიანება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

სანქციები

მსოფლიო 1714626687

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა.დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აღნიშნულ უწყებებს. ახალი სანქციები რუსეთს, შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა.ნუსხაში 200 ფიზიკური და იურიდიული პირია, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ეხმარებიან მას დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში.

გერტ იან კოპმანი

პოლიტიკა 1714626620

სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება

სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი საქართველოშია . ევროკომისიის დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება, მანამდე კი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

რუსთაველი

პოლიტიკა 1714626512

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა

უკვე რამდენიმე საათია, სიმშვიდეა თბილისის ცენტრში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა.გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გამთენიისას დასრულდა. პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე 9 საათზე მეტხანს, ხმაურითა და დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ტერიტორია სპეცაღჭურვილობის გარეშე მყოფი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ დატოვეს.ცოტა ხნით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 საათისთვის, დაიშალნენ. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელის შტურმის მორიგი მცდელობა.ჭიშკართან მიახლოებას დემონსტრანტები სახელდახელოდ გაკეთებული ფარის საშუალებით ცდილობდნენ. პარლამენტის ეზოდან სამართალდამცველები წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის ეტაპობრივად უშვებდნენ.

ჯო

საზოგადოება 1714625350

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია, სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანის რიტუალი შესრულდება.დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე გადახდა.