სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება

გერტ იან კოპმანი

სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი საქართველოშია . ევროკომისიის დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება, მანამდე კი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“