მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ ამისთვის დამსახურება გჭირდება, რომ შენ ახალგაზრდების ქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

მზად ვარ მე ავიღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ ამისთვის დამსახურება გჭირდება, რომ შენ ახალგაზრდების ქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა. შენ ჯერ ახალგაზრდებმა მოსმენის ღირსი უნდა გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აქციაზე ვანდალიზმისა და ძალადობრივი ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

„მე არ ვიცი ახლა ისინი ვის უსმენენ და ვის დავაკისრო პასუხისმგებლობა, მაგრამ შეიძლება ეს სპონტანური და ემოციური იყოს. ამიტომაც არის საშიში ახალგაზრდების გაღიზიანება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.