ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ურიდიულ საკითხთა კომიტეტი

პოლიტიკა 1714374973

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ კორძაიამ რეგლამენტი დაარღვია.სხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. კორძაიამ დარბაზიდან გასვლისას აღნიშნა, რომ „მოღალატეებთან ერთად ყოფნა მაინც არ უხარია“. მის ამ შეფასებას უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ვეშაპი

მსოფლიო 1714374540

VIDEO: იშვიათი კადრები - მკვლევრებმა ანტარქტიდაზე ვეშაპის ხტომა დააფიქსირეს

მკვლევრებმა ანტარქტიდაზე ვეშაპის ხტომა დააფიქსირეს. ანტარქტიდის ეროვნულმა სამეცნიერო ცენტრმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვეშაპების ხტუნვა ანტარქტიდაზე.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უბრალო ადამიანებს ნამდვილად უნდა გაუმართლოთ ამის დანახვა. ვეშაპების ქვეჯგუფს შორის ყველაზე მეტად ხტუნავს კუბო ვეშაპი. არსებობს სხვადასხვა სახის ბრუნვა ნახტომების დროს – საათის ისრის მიმართულებით, ისრის საწინააღმდეგოდ ან საერთოდ არ ბრუნავს, როცა ვეშაპი ზურგზე ან გვერდზე ეცემა.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ვეშაპებს შორის კომუნიკაციის საშუალება, ან პარაზიტების მოშორების მცდელობა, რომლებიც მასობრივად ცხოვრობენ მათ კანზე.

რაფაჰი

მსოფლიო 1714373880

რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა

ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.ამასთან, „ჰამასის“ მიერ მართული მედიის ცნობით, ისრაელმა ქალაქ რაჰაფში სამ საცხოვრებელ სახლს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა 15, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი.ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

britni spirsi

შოუბიზნესი 1714373631

ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა - ბრიტნი თავისუფალია

მართალია, ბრიტნი მამის მეურვეობისგან 2021 წელს გათავისუფლდა, თუმცა ჯეიმი პირსთან მოსალაპარაკებლად პროცესი კიდევ 2 წელზე მეტი გრძელდებოდა. სასამართლო 27 აპრილს შეთანხმებით დასრულდა. უცნობია, რაზე შეთანხმდა ორი მხარე, თუმცა ვიცით, რომ საქმე ბრიტნის სასიკეთოდ დასრულდა და ის მეურვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო, რომ ბრიტნი სპირსის წარმომადგენელი ვიყავი და მის ინტერესებს ვიცავდი. მის სპირსი არის და ყოველთვის იქნება საოცარი და მამაცი ხელოვანი. მართალია, ბრიტნი სპირსს მეურვე 2021 წლიდან აღარ ჰყავს, თუმცა ახლა მან დიდი ხნის სურვილი აისრულა და საბოლოოდ გათავისუფლდა", — აღნიშნავს მუსიკოსის ადვოკატი მეთიუ როზენგარტი.შეგახსენებთ, რომ ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლის შემდეგ 13 წელი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში მომღერლის ფინანსებსაც სწორედ მამამისი განაგებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბრიტნი საჯაროდ ალაპარაკდა მეურვეობის ქვეშ ცხოვრებაზე და ახლობლები დაადანაშაულა, რომ ამას ბოროტად იყენებდნენ. მამის წინააღმდეგ ბრალდებებს შორის კი ერთ-ერთია სათვალთვალო კამერებით შვილის საუბრების მოსმენა.ბრიტნის ადვოკატმა განაცხადა, რომ მეურვეობის პერიოდში ჯეიმი სპირსმა შვილის ქონებიდან 4 მლნ დოლარი აიღო. ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ მეურვეობაში მონაწილე სხვა პირები ბრიტნის შემოსავლის დიდ ნაწილს თავად ხარჯავდნენ.აღსანიშნავია, რომ მეურვეობის გაუქმების საქმეში უდიდესი როლი სწორედ ბრიტნი სპირსის ერთგულმა მსმენელებმა ითამაშეს: ფანებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) და ამტკიცებდნენ, რომ მომღერალს სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე, კონკრეტულად კი მამამისი, ჯეიმს სპირსი, არასათანადოდ ეპყრობოდა და თავისუფლებას საჭიროზე მეტად უზღუდავდა.

International Monetary Fund

ფინანსები 1714373428

საქართველო უმუშევრობის ხანგძლივადიანი, 12 წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია - სავალუტო ფონდი

სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველო უმუშევრობის ხანგძლივადიანი, 12 წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.2012 წელს კი უმუშევრობის 12 წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულშია (მეცხრე ადგილზე), სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება უმუშევრობა. ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ჩვენ საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობა მსოფლიოში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12 წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.