სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ურიდიულ საკითხთა კომიტეტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ კორძაიამ რეგლამენტი დაარღვია.

სხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. კორძაიამ დარბაზიდან გასვლისას აღნიშნა, რომ „მოღალატეებთან ერთად ყოფნა მაინც არ უხარია“. მის ამ შეფასებას უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.