ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1714378260

„საუკეთესო პერიოდია ქორწინებისა და სიყვარულისთვის“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან...„დედამიწა უარყოფით ენერგო ველში შევიდა, ურთიერთგაგება მცირდება. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან და განწყობასთან... თუმცა საუკეთესო პერიოდია ქორწინებისა და სიყვარულისთვის, პოეზიის, დიზაინისა და არქიტექტურისათვის.“  

სახმელეთო ოპერაცია

მსოფლიო 1714377648

სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელი რაფაჰიდან პალესტინელი ხალხის ევაკუაციას უზრუნველყოფს

ისრაელი დათანხმდა, გაითვალისწინოს შეერთებული შტატების შეშფოთება რაფაჰში დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით, თუმცა „ჰამასის“ გასანადგურებელი გეგმიდან გადახვევას არ აპირებს. სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელი რაფაჰიდან პალესტინელი ხალხის ევაკუაციას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.მანამდე კი პრემიერ ნეთანიაჰუს ტელეფონით პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა და ღაზის საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია გაიმეორა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ლიდერებმა მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ტემპის გაზრდასა და სექტორში ახალი გამშვები პუნქტების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.„მომავალ კვირას ისრაელს მორიგი ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ენტონი ბლინკენის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ჩვენი სურვილია ზავი, სულ მცირე, 6 კვირა გაგრძელდეს. ეს მძევლების დაბრუნების საშუალებას მოგვცემდა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააადვილებდა. ამიტომაც ენტონი ბლინკენი ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს. ის ასევე შეეცდება გადააფიქრებინოს ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დაწყება“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან

პოლიტიკა 1714377431

თბილისში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. მათი თქმით, მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები. საყოველთაო სახალხო შეკრებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.ზუგდიდიდან დედაქალაქში სახალხო შეკრებაზე ხუთი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. შეკრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქართული საქმის მხარდასაჭერად, ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად მიდიან. მათივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი სწორედ ევროპულ ღირებულებებს მიესადაგება.ოზურგეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამსვლელი მოქალაქეები უკვე გამოვიდნენ. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, აქციაზე ოჯახური ღირებულებების დასაცავად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონის მხარდასაჭერად მიდის. მათივე თქმით, აქციაზე წასვლა მათივე ნება-სურვილით გადაწყვიტეს.ბათუმელები დილით ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ. მათი განცხადებით, აქციაზე ტრადიციების და ღირებულებების დასაცავად მიდიან.

მშობლები

რჩევები 1714377300

7 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ

გაღიზიანების ან გაბრაზების დროს წარმოთქმულმა დაუფიქრებელმა სიტყვებმა, შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.ყველაზე „შეგნებული“ მშობლებიც კი, ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და ამისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, არსებობს რამდენიმე ტაბუდადებული ფრაზა, რომელიც არასოდეს უნდა უთხრათ შვილს.ნუ ხარ ბრაზიანიბავშვები ხშირად ტირიან ან ბრაზდებიან ისეთ წვრილმანებზე, რაც უფროსებისთვის უმნიშვნელოა. არასოდეს დაამციროთ მათი გრძნობები აგრესიული გზით. ბავშვები ძალიან ემოციურები არიან.თუ განუწყვეტლივ ეუბნებით, რომ მათი ქცევა არ არის მართებული და არ ღირს ამხელა ბრაზი და წყენა ამის გამო, საბოლოოდ ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტება და შეწყვეტს ემოციების გამოხატვას და თქვენს ნდობასაც.„დედა გაბრაზდება“კლასიკური მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს, არის - "ამას ნუ გააკეთებ, თორემ დედა გაბრაზდება“.ერთი შეხედვით ეს უწყინარი ფრაზაა, რომელმაც პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა აღძრას, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.უკეთესად შეგიძლიათითოეული ბავშვი უნიკალურია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. სხვასთან შედარებამ შეიძლება შეუქმნათ არაადეკვატურობის ან შურის განცდა, რაც აისახება თავდაჯერებულობაზე, შესაბამისად არასდროს უთხრათ მათ: „შენ უკეთესად შეგიძლია“.ზარმაცი, სულელი და ხმაურიანი ხარფსიქოლოგების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ შვილებისთვის, არის, არ მიაკერონ სხვადასხვა იარლიყები, მაგალითად, როგორიცაა: სულელი, ზარმაცი, ხმაურიანი და სხვ.ასეთი შეფასებები ზიანს აყენებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას. მშობლები იწყებენ გარკვეული ქცევების ასოცირებას იმ იარლიყთან, რომელიც შვილს მიაწერეს, იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაიგონ, რა ხდება მათი შვილის განვითარებაში და რატომ დაიმსახურეს ასეთი შეფასება.შეურაცხმყოფელი მეტსახელები ბავშვს ადრეული ასაკიდან უქვეითებს თავდაჯერებულობას და სჯერა იმ სიტყვების, რასაც თქვენ ეუბნებით.შეეშვი, მე გავაკეთებეს ფრაზა (და შემდგომი ქმედება) აპროგრამებს ბავშვს მომავალში წარუმატებლობისთვის. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით ეუბნებიან, რომ რამეს კარგად ვერ აკეთებს და არ აძლევენ შეცდომის უფლებას, თავს უვარგისად გრძნობს. ასეთ ბავშვს დიდობაში შეეშინდება გადაწყვეტილებების მიღების და დამოკიდებული დარჩება მშობელზე, რომელიც ყოველთვის შეცდომებს უსწორებდა."შენ არასდროს..." ან "შენ ყოველთვის"ბავშვებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი ჩვევები, მაგრამ იმის თქმა, რომ თქვენი შვილი „ყოველთვის“ ან „არასდროს“ რაღაცას აკეთებს, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.ამერიკელი ფსიქოლოგის რობინ მაკმანის აზრით, ასეთი განზოგადებული განცხადებების გამოყენება არის „წითელი დროშა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ აღარ გაინტერესებთ რა ხდება შვილთან ამ მომენტში. არ გაქვთ მასთან ღია ურთიერთობა და ამიტომაც წინასწარ არასწორ დასკვნას აკეთებთ."არ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი/გაჩუმდი"შეურაცხმყოფელი ფრაზა, რომელიც კრძალავს საკუთარი გრძნობების გამოხატვას, მთლიანად ბლოკავს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი.თუ იყენებთ ასეთ ენას, არც კი გქონდეთ იმედი, რომ გულწრფელი საუბარი გექნებათ შვილთან. მუდმივი „გაჩუმება“ ბავშვს შეუქმნის დაუცველობას და შფოთვას, რის გამოც ის იდარდებს იმაზე, თუ რა შეიძლება ითქვას და რა არ შეიძლება. მისი აზრისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებით თქვენ დაკარგავთ მის ნდობას და ვერასოდეს შეიტყობთ მის ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1714376358

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც 2024 წლის მეორე ნახევარში სიურპრიზები ელოდება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც 2024 წლის მეორე ნახევარში სიურპრიზები ელოდება: ტყუპებიტყუპებისთვის 2024 წლის მეორე ნახევარი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებების მომტანი იქნება. შეიძლება წახვიდეთ საინტერესო მოგზაურობაში ან მივლინებაში, რომელიც წარმატებული იქნება არა მხოლოდ სამუშაო თვალსაზრისით, არამედ თქვენ ასევე მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ამ მოგზაურობიდან.წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ახალი რამის შესასწავლად. თუ უკვე დიდი ხანია გეგმავთ პროფესიის შეცვლას ან ახალი უნარების ათვისებას, ამის შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ. საერთო ჯამში, ენერგიის მაღალი დონით, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ დიდ შედეგებს დიდი ძალისხმევის გარეშე.ტყუპების უმეტესობა შეძლებს შეცვალოს ფინანსური მდგომარეობა კარგი გადაწყვეტილებების მიღებით და მოგებიანი გარიგებებით. ეს ასევე ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საკითხების გადასაჭრელად, რომელთა მოგვარებაც დიდი ალბათობით მოგიწევთ დამოუკიდებლად.ქალწულიბედი ქალწულებს უამრავ სიურპრიზს მოუტანს – სასიამოვნოს და არც ისე სასიამოვნოსაც. ზოგიერთ საკითხში შესაძლოა დაიბნეთ, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაც იქნება.რაც შეეხება სიყვარულს და პირადი ურთიერთობების სფეროს, საბოლოოდ შეხვდებით თქვენს ადამიანს. ეს რომანტიკული შეხვედრების, შეყვარებისა და პერსპექტიული ნაცნობობის პერიოდი იქნება. თუ უკვე წყვილი ხართ, მაშინ ელოდეთ სიურპრიზებს თქვენი მეორე ნახევრისგან, ის სასიამოვნოდ არაერთხელ გაგაოცებთ.სამსახურში და პროფესიულ საქმეებში შეიძლება მოულოდნელი შეფერხებები და პრობლემები შეგექმნათ; მოგიწევთ მონდომება და რესურსების ორგანიზება, რათა გაუმკლავდეთ დაგროვილ საქმეებს. მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი თავის მხარდაჭერა და სირთულეებთან გონივრული გამკლავება, რაც საბოლოოდ დიდ ჯილდოს მოგიტანთ.მერწყულიდროა ღვედები შეიკრათ ძვირფასო მერწყულებო, 2024 წლის მეორე ნახევარში ბევრ თქვენგანს უამრავი ხელსაყრელი ცვლილება, საინტერესო შეხვედრები, მნიშვნელოვანი ნაცნობები და, ზოგადად, დიდი აქტივობა ელოდება. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და პოპულარობა; გექნებათ სერიოზული სამუშაო შეთავაზებები, რაც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში.თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე, უზრუნველყოფენ თქვენს დაცვას და მხარდაჭერას, საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ სერიოზულ შედეგებს და დაიმკვიდროთ ფეხი თანამოაზრე ადამიანების საზოგადოებაში.ცხოვრება მოგცემთ სიურპრიზებს ყველაზე მოულოდნელი მხრიდან, გარდაქმნის თქვენს თვითშეფასებას და ზოგადად ცხოვრებისეულ ხედვას. შეიძლება რთული იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებთ აიღოთ თქვენი ცხოვრება და ააწყოთ ის ისე, როგორც გჭირდებათ.თევზებიერთი მხრივ, შეიძლება თევზებს მოეჩვენოს, რომ ბედი მათ პრობლემებს უქმნის და არა სიურპრიზებს, მაგრამ რაც უფრო გულმოდგინედ მოაგვარებთ დაგროვილ პრობლემებს, მით უფრო სერიოზულ და გლობალურ ჯილდოს მიიღებთ თქვენი ძალისხმევისთვის.წლის მეორე ნახევარი დაგიპირისპირდებათ მაქსიმალური დამოუკიდებლობის გამოვლენის აუცილებლობით, განსაკუთრებით კარიერულ საკითხებში, რაც საშუალებას მოგცემთ თავი დაიმკვიდროთ ახალ თანამდებობაზე ან მიიღოთ მაღალი ანაზღაურება.ბევრ თევზს მოუწევს უძრავი ქონებისა და მიწის საკითხებთან გამკლავება და აქაც სრულიად მოულოდნელად შეიძლება წარმოიშვას პრობლემები. თუმცა, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საბოლოო ჯამში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, საკუთარი სახლის შესაძენად ან არსებული საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.