ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მცხობლები

მსოფლიო 1715003880

ფრანგმა მცხობელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს

საფრანგეთის ქალაქ სურესნში, პარიზის მახლობლად, ფრანგმა მცხობლებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ამით რეკორდი დაამყარეს. ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი იტალიელ მცხობლებს ეკუთვნოდათ.როგორც ცნობილია, ბაგეტის გამოცხობას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა. ღონისძიების დასასრულს, რეკორდული სიგრძის ბაგეტი უსახლკაროებს დაურიგდათ.მცხობლების გუნდი, რომელმაც 143.5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხო, 18 წევრისგან შედგებოდა. გუნდმა ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი 10 მეტრით გააუმჯობესა. რეკორდული ბაგეტი მცხობლების და კონდიტრების ფრანგული კონფედერაციის დღეს გამოაცხვეს. მცხობელების თქმით ბაგეტის ცომი 152 კილოგრამს იწონიდა. 

პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა

მსოფლიო 1715003280

პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა

პოლონელმა მოსამართლემ თავშესაფარი ბელარუსში მოითხოვა. საუბარია ვარშავაში მდებარე ვოევოდის ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე ტომაშ შმიტდზე.როგორც ის ამბობს, ამ ნაბიჯით მან პროტესტი გამოხატა პოლონეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის და ბელარუსისადმი გატარებული პოლიტიკის მიმართ.მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ „ვარშავა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ზეგავლენით მოქმედებს და ქვეყანა ომისკენ მიჰყავს“.როგორც პოლონელი მოსამართლე ამბობს, სამშობლოს დატოვება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო მოუხდა. მისივე თქმით, მთავრობა მას დევნიდა და ემუქრებოდა და ამის მიზეზი მისი „დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია“ იყო.მისივე თქმით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მოქალაქეები უნდა ჩავიდნენ ბელარუსში და თავად იხილონ იქ არსებული სიტუაცია, რადგანაც მათი მედია რეალობას ამახინჯებს. შმიდტმა ბელარუსს „დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“ უწოდა და თქვა, რომ მას „ბრძენი მეთაური ჰყავს“.შმიდტი პოლონეთის ეროვნული იუსტიციის საბჭოს იურიდიული განყოფილების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის თანამდებობიდან 2019 წელს აგორებული სკანდალის შემდეგ გადააყენეს. მაშინ მოსამართლის მეუღლე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული სასამართლოს რეფორმების მოწინააღმდეგე მოსამართლეებზე კომპრომატების გავრცელებაში ამხილეს. 2022 წელს შმიტდმა აღიარა, რომ ამ კამპანიაში თავადაც მონაწილეობდა.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1715003051

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს“მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოება მათ  ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს.„ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ჩვენს ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ის ღირსია, რომ საზოგადოებამ მას ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ  მათ ფარისევლობასაც  ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც  და საზოგადოება მათ  ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1715002926

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - ანრი ოხანაშვილი

შანტაჟი, მუქარა, რომ ან სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე უარს იტყვი ან დაგასანქცირებ - არ ჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არაერთხელ დაადასტურა ქვეყნის მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების დაწესების მუქარა ვერავის შეაშინებს.ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი უხეშად უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში."ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება და შესაბამისად, ვერავითარი მუქარა სანქციების შესახებ, ვერავის ვერ შეაშინებს. შესაძლებელია არსებობდეს საკითხები, სადაც პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და პარტნიორს არ აძლევს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას." - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბაჩო ჩაჩიბაია

საზოგადოება 1715002860

VIDEO: „საავადმყოფოში ვარ და ვხედავ, რომ შემოდის ილია მეორე...“ - ბაჩო ჩაჩიბაიას დაუჯერებელი ამბავი პატრიარქზე

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი” საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ საოცარი ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისმა ლოცვამ იხსნა მძიმე სენისგან.„ჩემზე ბევრი ისტორია მსმენია. ეს იყო მენინგიტი, რომელიც საკმაოდ რთულ ფორმებში გამოვლინდა. შემდეგ ერთ-ერთ დღეს წირვაზე ილია მეორესთან შესახვედრად წავედი. გავბედე და მოვუყევი, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც 3% ჰქონდა გადარჩენის შანსი, ეს მისი დამსახურება იყო და ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადე.დიდ პატივს ვცემ, რადგან როდესაც მას ეს ვუთხარი, მიპასუხა: შვილო, ეს მე არ ვიყავი, ეს ჩემი სახით შენი მფარველი ანგელოზი გამოგეცხადაო”, – საუბრობს ბაჩო ჩაჩიბაია.