VIDEO: „საავადმყოფოში ვარ და ვხედავ, რომ შემოდის ილია მეორე...“ - ბაჩო ჩაჩიბაიას დაუჯერებელი ამბავი პატრიარქზე

ბაჩო ჩაჩიბაია

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი” საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ საოცარი ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისმა ლოცვამ იხსნა მძიმე სენისგან.

„ჩემზე ბევრი ისტორია მსმენია. ეს იყო მენინგიტი, რომელიც საკმაოდ რთულ ფორმებში გამოვლინდა. შემდეგ ერთ-ერთ დღეს წირვაზე ილია მეორესთან შესახვედრად წავედი. გავბედე და მოვუყევი, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც 3% ჰქონდა გადარჩენის შანსი, ეს მისი დამსახურება იყო და ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადე.

დიდ პატივს ვცემ, რადგან როდესაც მას ეს ვუთხარი, მიპასუხა: შვილო, ეს მე არ ვიყავი, ეს ჩემი სახით შენი მფარველი ანგელოზი გამოგეცხადაო”, – საუბრობს ბაჩო ჩაჩიბაია.