ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

წითელი პარასკევი

საზოგადოება 1714707224

დღეს ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია

მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ამ დღეს ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასკებს​, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

დამტენი

მსოფლიო 1714689108

ტელეფონის დამტენის კაბელის პირში ჩადების შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა (უცხოეთი)

მოსკოვის მახლობლად, დომოდედოვოში ცხრა წლის ბიჭი დამტენის კაბელთან თამაშის დროს გარდაიცვალა. პირში ჩაიდო და სასიკვდილო ელექტრო დარტყმა მიიღო. ამ დღეს გარდაცვლილმა დაბადების დღე აღნიშნა, იუწყება ვებგვერდი MK.ru.ტრაგედია აპრილის ბოლოს მოხდა. საბედისწერო დღის საღამოს ბიჭი თავის ოთახში ტელეფონზე თამაშობდა. როცა მამა სამსახურიდან დაბრუნდა, შვილი მასთან შესახვედრად არ გამოსულა. მამაკაცი შეშფოთდა და სთხოვა მეორე შვილს, შეემოწმებინა მისი ძმა. მოზარდი ოთახში შევიდა და იქ ბიჭის უსიცოცხლო ცხედარი დაინახა.რადიატორთან იწვა და ცალი ხელით ლითონის მილზე იყო ჩაჭიდებული. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ხშირად თამაშობდა სადენით. იმ საღამოს მან ჩართული დამტენის კაბელი პირში ჩაიდო. კონექტორზე კბილების კვალი იყო აღბეჭდილი.ასევე ნახეთ:პრეზიდენტმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა„თუ ამ ზოდიაქოს ნიშანს შეხვდით, გაიქეცით!“ - TOP 6 ყველაზე ტოქსიკური წყვილი

ასტროლოგია ფული

ჰოროსკოპი 1714687722

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც მაისში ფინანსური წარმატება და მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ

ნახეთ, ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც მაისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათმორიელიროგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მაისში მორიელებს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ექნებათ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, შესაძლოა, ამ თვეში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებასა და საოცარ თავგადასავალს შემოიტანს. ან კიდევ შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც ეძებთ, თქვენთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოიდგენდით… გარდა ამისა, თუ ურთიერთობაში ხართ და უთანხმოებები გაქვთ, ამ თვეში საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის აღდგენის დიდი შანსი გაქვთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები ყველა სფეროზე დადებითად აისახება, გახდებით უფრო მეტად მოტივირებული და წარმატებების მიღწევას შეძლებთ.მერწყულიშესაძლოა, წინა პერიოდები თქვენთვის განსაკუთრებით დაძაბული და ემოციურად დატვირთული იყო და ძალიან გადაიღალეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მაისს თქვენთვის რთული დღეების საპასუხოდ არაერთი სიახლე მოაქვს. ახლა გექნებათ შანსი, განახორციელოთ ის პროექტები და ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებზეც ოცნებობდით და აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ. შესაძლოა, თქვენი ჰობი მომგებიან საქმედ გადაიქცეს, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ურთიერთობებსა და გარემოს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს. შეგიძლიათ, ახალი ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე დაფიქრდეთ და დაიწყოთ სწავლა, მასტერკლასებისა და ტრენინგების გავლა. წინ წარმატებული და მრავალფეროვანი დღეები გელით. სრულად იგრძნობთ თავისუფლებას, იქნებით ბევრად უფრო თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვას შესანიშნავად შეძლებთ. ნახეთ სრულად

სანთელი

საზოგადოება 1714687035

დღეს ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია

მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ამ დღეს ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასკებს​, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სალტა

მსოფლიო 1714686968

ყოფილი ჩინოვნიკის საბედისწერო შეცდომა! - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები სასამართლო დარბაზიდან

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.დებატებზე გამოსვლისას ბიშიმბაევის საქმის სახელმწიფო პროკურორმა თქვა, რა შეცდომა დაუშვა ბრალდებულმა კუანდიკ ბიშიმბაევმა.პროკურორმა აღნიშნა, რომ ნუკენოვას გარდაცვალება შეიძლებოდა დამდგარიყო ძლიერი დარტყმების შედეგად. ამასთან, ის, მიყენებული დაზიანებების შემდეგ, ნელ-ნელა კვდებოდა და არავინ ეხმარებოდა."ჩვენ ვუყურებდით, როგორ ოსტატურად იტყუებოდა ბიშიმბაევი, როგორ ცდილობდა , არ დაეშვა შეცდომა. თუმცა მისი უდანაშაულობის მთელი ვერსია მყისიერად დაინგრა, როცა მის მობილურ ტელეფონში იპოვეს სალტანატის წამების კარები. იმის გამო, რომ ის რეგულარულად აწამებდა და ამცირებდა მას, სიფხიზლე დაკარგა, და ,უბრალოდ,  დაავიწყდა ამ კადრების არსებობა“, - თქვა აიჯან აიმაგანოვამ.სახელმწიფო პროკურორის თქმით, თავად ბრალდებული შოკირებული იყო, როცა მიხვდა, რომ ეს ვიდეოები ტელეფონში შენახული ჰქონდა.  ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს და აწამებს ბიშიმბაევი სალტანატს ორი საათის განმავლობაში: ბიშიმბაევს ქალი თმებით უჭირავს, თავს კედელს არტყმევინებს და წიხლებით უსწორდება. ცნობისთვის, სკანდალური საქმის სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.