VIDEO: გაიცანით 20 წლის ანა ჯანჯალია, ამერიკის შეიარაღებული ძალების ქართველი ქალი ჯარისკაცი

ანა ჯანჯალია

ბატალიონში ერთადერთი ქალი, 20 წლის ანა ჯანჯალია ამერიკის შეიარაღებული ძალებში მსახურობს. ქვეყანა 2022 წელს დატოვა, ამერიკის მოქალაქეა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყველგან უწერია, რომ ქართველია. 

ჩემს გვარს აქ ვერავინ ამბობს, ჯეი-ჯეის მეძახიან. მამა 28 წელი იყო სამხედრო, დედა - 18 წელი. ჩემში მებრძოლი სული იყო და ჩემებიც სულ მხარში მედგნენ.

რამდენიმე თვეში სერჟანტი ვიქნები. არ არსებობს ფორმა ჩავიცვა და ხატი თან არ მქონდეს. ყოველ კვირას ქართულ ეკლესიაში ვარ, საქართველოსთვის ვლოცულობ, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვის ვაკეთებ“, - ამბობს ანა ჯანჯალია.

ვრცლად ↓