გმირთა მოედანზე, სადაც აქტივისტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

დაკავება

აქციის მონაწილეები ამ დრომდე გმირთა მოედანზე იმყოფებიან. მათ საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ტერიტორიის დატოვება მხოლოდ რამდენიმე ავტომობილმა შეძლო.

საპატრულო პოლიციამ აქტივისტების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველები გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ.