18:39
21 მაი 7:16
დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობააწყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება.
20 მაი 20:37
კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.
სხვა სიახლეები
ასტროლოგია • 4 წუთის წინ
რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა მისი საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.ვანგამ იწინასწარმეტყველა "დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. „როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.
ასტროლოგია • 14 წუთის წინ
„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
ეზოტერიკოსი გოგა მანია „ახალ და მძიმე“ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„ეს შეეხება საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მამა, მლოცველი, ყველას მამას და მშობელს 2026 წელს დავკარგავთ. მას ყველა ვიცნობთ და ამაზე წინა წინასწარმეტყველებებშიც ვსაუბრობდი.რუსეთში - მთავარსარდლის თავდასხმით გარდაცვალებას გავიგებთ აუცილებლად. მეორე მთავარსარდალი - მის გარდაცვალებასაც მალე გავიგებთ და რუსეთში ძალიან დიდი შიდა არეულობის მომსწრენი და მნახველები გავხდებით.რაც შეეხება ამერიკას, გაგიკვირდებათ და მსოფლიოში იქნება მსგავსი საკითხი და თემა, სადაც დონალდ ტრამპი იცვლება - სათავეში სულ სხვა მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე, როგორც წინაზე მოხდა თავდასხმა, მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდება. იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ სავარაუდოდ, ტრამპს დავკარგავთ...ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, პოპ ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობთ, დავკარგავთ. ეს იქნება სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერების ზედოზირება. 25/26 წელს მოხდება. ძალიან ბევრი გარდაცვალების მომსწრეები გავხდებით მთავარ ფიგურებთან დაკავშირებით...“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓
ტაბლოიდი • 44 წუთის წინ
VIDEO: „ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. ე.წ. რკინის გუმბათის გიორგი მამარდაშვილის და, ნინიკო მამარდაშვილი „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქტიურია და გამომწერებს ყოველდღიურ ვლოგებს სთავაზობს. ამჯერად, ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს და იმ გამომწერებს მიმართავს, რომელიც მას აკრიტიკებენ.„ცხოვრებაში არასდროს არ ჩამიწერია კონკრეტულ კომენტარზე ვიდეო და ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო. ეს კომენტარები წამოვიდა ჩემი წინა ვიდეოდან, სადაც გავაკეთე ანბოქსინგი. ამ აზროვნებაზე ვისაუბროთ. უცებ ძალიან გავბრაზდი, შეიძლება მომეწონოს ძვირად ღირებული ნივთები, რომელსაც ვიყიდი, მაგრამ ტანსაცმელი შემიძლია ვიყიდო ნებისმიერ ადგილას...“, - ამბობს ნინიკო მამარდაშვილი ვიდეოში. @mamardashvili_niniko Replying to @Emi ეს ვიდეო მხოლოდ ამ ადამიანის კომენტარატს არ ეხება 🩵და შეინისსს ტანსაცმელებს ჩაცმულს ცოტა გვიან განახებთ დღეს დავდებ🩵#dailylifeofninik ♬ original sound - Ninikko🧚♀️
მსოფლიო • 19:07
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო სისტემაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეებისთვის საკმარისი პროდუქტის მიწოდება ისე, რომ იმპორტი არ დასჭირდეს. ჟურნალ Nature Food- ში გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ეს არის სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქვეყანა, გაიანა.800 000-ზე ნაკლები მოსახლეობით, გაიანას აქვს ყველა საჭირო ბუნებრივი პირობა სრული კვებითი დამოუკიდებლობისთვის. თბილი კლიმატი უზრუნველყოფს იდეალური ამინდის პირობებს მთელი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისთვის. ოკეანეზე პირდაპირი წვდომა კი საკმარისი წყლის რესურსების მოპოვების საშუალებას იძლევა. ამიტომ, გაიანას შეუძლია ყველა ძირითადი ჯგუფის საკმარისი რაოდენობის პროდუქციის წარმოება: მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები.მსოფლიოს ქვეყნების მესამედზე მეტს მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ერთ ან ორ კვებით კატეგორიაში შეუძლია. ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა ავღანეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, არ შეუძლია მოსახლეობის მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება არცერთ კატეგორიაში და ყველა სახის პროდუქტის შიდა წარმოების ნაკლებობის კომპენსირებისთვის იმპორტზეა დამოკიდებული.
ტაბლოიდი • 19:04
VIDEO: „როგორ ფიქრობთ ბიჭია თუ გოგო?“ – რა კადრებს გვიზიარებს ნუკი კოშკელიშვილი
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის მოლოდინშია და კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს. როგორც ის ამბობს, ბუნებაში სქესის გაგების ცერემონიას გამართავენ და გაიგებენ, გოგოა თუ ბიჭი.„ბოლო დროს ძალიან ბევრ ვიდეოს ვერ ვწერდი. ისეთი ტოქსიკოზი მქონდა სამი თვე, რომ თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. გადავაგორეთ საშიში პერიოდი და დღეს ბუნებაში სქესის გაგების ცერემონიას ვაკეთებთ“, – საუბრობს ნუკი კოშკელიშვილი. View this post on Instagram A post shared by Nuki Cosmetics (@nukicosmetics)