"რუსთაველის მეტროსთან" უფასო სენდვიჩებს დაარიგებენ

22:13 03-13-2018
497

რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "ოთხშაბათის უფასო სენდვიჩი ყველას" გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა "პრაიმტაიმს" განუცხადეს, აქციის მონაწილეები უსასყიდლოდ დაურიგებენ სენდვიჩებსა და ტკბილეულს მსურველებს. აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი. 

"ქველმოქმედებას საკუთარი თავის გასაპიარებლად ვაკეთებთ და ვიწვევევთ ყველა მომავალ ვარსკვლავს სიკეთის კეთებაში, რათა იმდენი ცნობილი ქველმოქმედი გვყავდეს, მათ ერთამენთს კონკურენცია გაუწიონ, გაუჩნდეთ სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთს გაეჯიბრონ - ამ ეტაპზე სენდვიჩების კეთებასა და მერე უსასყიდლოდ დარიგებში", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე