სოსო ცინცაძე: სააკაშვილმა სერიოზულად შეაჯანჯღარა ოფიაციალური კიევი 

00:15 12-12-2017
1070

ერთი რამ ფაქტია, რომ სააკაშვილი დღეს უკვე მორალურად ძლიერი, ხალხის მხარდამჭერთა უფრო აქტიურია და ის დღეს გამარჯვებულია - ამის შესახებ ექსპერმტა სოსო ცინცაძემ პრაიმტაიმს სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შეფასებისას განუცხადა. მისივე თქმით, ეგზოტიკური იშვიათობა, როდესაც ასეთი ბრალდებებით ადამიანი თეთრ ცხენზე ამხედრებული გამარჯვებული გამოდის სასამართლოდან.

სააკაშვილს, რატომღაც ყველაფერი გამოსდის. მას გამოუვიდა და უკრაინაში შევიდა, შემდეგ დააპატიმრეს და გაათავისუფლეს მხარდამჭერებმა და ახლა უკვე კანონიერად გამოუვიდა ყველაფერი. ჩვენს თანამედროვეობაში  ეგზოტიკური იშვიათობა, როდესაც ასეთი ბრალდებებით ადამიანი თეთრ ცხენზე ამხედრებული გამარჯვებული გამოდის სასამართლოდან. სააკაშვილს შეუძლია გამოუვიდეს. ის ისეთი იღბლიანი პოლიტიკოსია და შეიძლება გამოვიდეს ისიც, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა. დღეს უკრაინაში, კატასტროფული დეფიციტია ძლიერი ეროვნული პოლიტიკოსების. ის, რომ უკრაინელებმა ასე აღიარონ და მიიღონ უცხო ტომელი თავიანთ ლიდერად, ეს უკვე თავისთავად ბევრი რამის მთქმელია, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა სერიოზულად შეეჯანჯღარა ოფიციალური კიევი. 

ერთი რამ ფაქტია, რომ სააკაშვილი დღეს უკვე მორალურად ძლიერი, ხალხის მხარდამჭერთა უფრო აქტიურია და ის დღეს გამარჯვებულია. შეიძლება ითქვას, რომ მან დღეს მთავარი თავისი ამოცანა შეასრულა. შეასრულა ის, რომ სერიოზულად შეაჯანჯღარა ოფიციალური კიევი - განაცხადა ცინცაძემ. 

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებ, რომ პიჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა