ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე ყაველაშვილისთვის ტრამპის მიერ გამოგზავნილ წერილზე: ჩემი დადებული ფოტო-ქარდები უფრო „ფეიკი“ მგონია, ვიდრე ის, რომ ესენი ასეთი მასშტაბის სიშლეგეში გადაეშვებოდნენ

ზურაბ ქადაგიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის ირგვლივ ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ახლა ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს ნარატივის მხრივ - თითქოს ტრამპს წერილი არ მოუწერია და ყაველაშვილის ადმინისტრაცია იგონებს ან რომელიმე თანამშრომელმა წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა.

„ხვალ დილიდან, ორიდან ერთი „ნარატივი" უნდა ამოარჩიონ :

1) ტრამპს წერილი არ მოუწერია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იგონებს;

2) რომელიღაც „პიარშიკმა" ითაღლითა და წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა...

P.S.გეფიცებით, ჩემი დადებული ფოტო-ქარდები უფრო "ფეიკი" მგონია, ვიდრე ის, რომ ესენი ასეთი მასშტაბის სიშლეგეში გადაეშვებოდნენ..." - წერს ზურაბ ქადაგიძე.