შიო მესამე

1779018218

მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე

მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილებს.მისი თქმით, ეს არის საქართველოს გადარჩენის საწინდარი.„თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაიფაროს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, ჩვენ ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას.მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი. ასევე ღვთის წყალობის“, - განაცხადა პატრიარქმა.

ჯანმო

1779016983

ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.შესაბამისი განცხადებამ ჯანმომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორ ქვეყანაში დაავადების 300-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 88 ადამიანი გარდაიცვალა.ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული აფეთქება არ შეესაბამება COVID-19-ის მსგავსი პანდემიური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებს, ამიტომ ჯანმომ საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის რეკომენდაცია არ გასცა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.ებოლას ცხელება მძიმე, ხშირად სასიკვდილო დაავადებაა, რომელსაც ებოლას ვირუსი იწვევს. ვირუსი გადამდებია და შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმის სითხეების მეშვეობით.

დონალდ ტრამპი

1778998609

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მძიმე დრო ელის, თუ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს მძიმე დრო ელის, თუ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს. შესაბამისი განცხადება მან ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში გააკეთა.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, იქნება თუ არა მიღწეული შეთანხმება ირანთან უახლოეს მომავალში.„წარმოდგენა არ მაქვს, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას. თუ არა, მათ ძალიან მძიმე დრო ელით, ძალიან მძიმე დრო. მათთვის აჯობებს, რომ შეთანხმება დადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია

1778993455

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოშია

 მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია - ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, დელეგაცია რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უკვე შეხვდა, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება."2026 წლის 16 მაისს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ინგლისის მიტროპოლიტი ნიკიტა ხელმძღვანელობს საქართველოს ახალ პატრიარქს შეხვდა.საპატრიარქოს ცნობით, ხვალ 17 მაისს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ერთობლივ წირვაში მიიღებენ მონაწილეობას.საკვირაო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება." - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

იტალია

1778993341

იტალიაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

 იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულს შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, დანაშაულის მოტივის დადგენისთის.ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ანკარა

1778964157

გარდაცვლილთა შორისაა 3 თვის ჩვილი! - თურქეთში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

თურქეთში, ანკარაში 26 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.მომხდარის შესახებ თურქული მედია წერს.სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია 29 მოსახლემ და 7 მეხანძრემ მიიღო.სახანძრო ჯგუფების მიერ ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა.პირველადი ინფორმაციით, ხანძრის დროს კვამლის შესუნთქვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი, გარდაიცვალა.საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

იტალია

1778959032

იტალიის ქალაქ მოდენაში ავტომობილი ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

იტალიის ქალაქ მოდენაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.ქალაქის მერის, მასიმო მეცეტის განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი მძიმედ, ერთ-ერთ დაშავებულ ქალს კი, შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და დაკავებულია. ის მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. ამჟამად პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, რათა დადგინდეს, რა მოტივით ჩაიდინა დანაშაული.მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტი უკიდურესად სერიოზულია.„დღეს მოდენაში მომხდარი, სადაც მამაკაცმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს გადაუარა და შემდეგ, როგორც ამბობენ, გამვლელი დანით დაჭრა, უკიდურესად სერიოზულია. სოლიდარობას ვუცხადებ დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებიც მამაცურად ჩაერივნენ დამნაშავის შესაჩერებლად და სამართალდამცავ ორგანოებს მათი ქმედებისთვის. ვესაუბრე მერს და მუდმივ კონტაქტზე ვარ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა დავაკვირდე სიტუაციის განვითარებას. მჯერა, პასუხისმგებელი პირი სრულად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში.

ნიგერია

1778957813

ნიგერიაში, სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, ორმოცდაორი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიაში, სკოლაზე თავდასხმის შემდეგ ორმოცდაორი მოსწავლე გაიტაცეს.მედიის ცნობით, შემთხვევა ბორნოს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა და თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ისლამისტი მებრძოლები დგანან, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში თავდასხმებს ხშირად აწყობენ.ადგილობრივი სენატორის განცხადებით, მას სკოლის ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ სასწავლო დაწესებულებიდან 32 მოსწავლე გაიტაცეს, კიდევ 10 მოსწავლე კი სკოლასთან ახლოს მდებარე სახლებიდან.მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამის უკან, შესაძლოა, დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ იდგეს.როგორც „როიტერი“ წერს, ბორნოს შტატი, რომელიც კამერუნს, ჩადს და ნიგერს ესაზღვრება, კვლავ რჩება დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლების კონტროლირებად ტერიტორიად, სადაც ადამიანების გატაცების შემთხვევები ხშირია.

 მარგუს ცაჰკნა

1778957735

ახლა მოლაპარაკებების დრო არ არის, რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა, ვხედავთ, რომ მისი ტონი შეიცვალა, არასტაბილურ მდგომარეობაშია - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა წამოეგოს კრემლის ხრიკს და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს.მისი თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე კი, მოსკოვმა ევროპასთან კონტაქტების დასამყარებლად ძალისხმევა გააძლიერა.„ახლა საუბრების ან მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.როგორც ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროპა რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობად მიიჩნევს, რასაც თავად „ძალიან სახიფათოდ“ აფასებს.მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები შედეგს იძლევა, გარდა ამისა, რუსული ჯარები ყოველდღიურად კვლავ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან.„მისი ტონი შეიცვალა. ყველას ესმის, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ამჟამად არასტაბილურ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ცაჰკნამ.ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან დამოუკიდებელი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რადგან რუსეთისა და უკრაინის მიმართ ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკა ევროპის ინტერესებს არ ემსახურება. როგორც სტუბმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, ევროკავშირის რომელმა ლიდერმა უნდა უხელმძღვანელოს მოლაპარაკებებს, თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ევროპულ ქვეყნებს შორის უნდა შეთანხმდეს.

მალდივები

1778942588

მალდივებზე იტალიელი ტურისტების ცხედრების ძებნისას მყვინთავი დაიღუპა

მალდივებზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს მყვინთავი დაიღუპა. მყვინთავები ვაავუს ატოლთან 14 მაისს დაღუპულ იტალიელ ტურისტებს ეძებდნენ, რომლებმაც მღვიმეში ჩაყვინთეს და მას შემდეგ ზედაპირზე აღარ ამოსულან. ძებნა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.ხუთმა ადგილობრივმა მაშველმა მღვიმეში 60 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა, თუმცა ზედაპირზე დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, მოჰამედ მაგდი, კვლავ წყლის სიღრმეში იყო. მან გონება დაკარგა და წყლიდან ამოყვანის მიუხედავად, მყვინთავის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.რაც შეეხება იტალიელ ტურისტებს, ისინი გენუის უნივერსიტეტის გუნდის წევრები იყვნენ – ეკოლოგიის პროფესორი მონიკა მონტეფალკონე ქალიშვილთან ერთად და ორი მკვლევარი. მეხუთე გაუჩინარებული კი, დაივინგის ინსტრუქტორი იყო, რომელმაც ტურისტები მღვიმესთან მიიყვანა და ჩაყვინთვის პროცესს ორგანიზება გაუწია.მაშველების თქმით, ტურისტებისთვის არსებობს 30-მეტრიანი ჩაყვინთვის შეზღუდვა, ხოლო ამ დროისთვის დაუდგენელია, რატომ გადაწყვიტა გუნდმა 60 მეტრის სიღრმეზე ჩაშვება.

მართლმსაჯულება

1778932127

მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც ნიუ-იორკში ახალი წლის პერიოდში ბავშვებისთვის შხამით გაჟღენთილი კანფეტების დარიგებას გეგმავდა, 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

შეერთებული შტატების ქალაქ ბრუკლინში ფედერალურმა სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს, - მეტსახელად „მეთაურ ყასაბს“, ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ლიდერს.აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩხიკვიშვილი, - რომელიც ახლა 22 წლისაა, - იყო „მანიაკალურ მკვლელთა დაჯგუფების“ ლიდერი და გამუდმებით მოუწოდებდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისკენ რასობრივ ნიადაგზე.მას ბრალი 2024 წელს დაუსწრებლად წაუყენეს შეერთებულ შტატებში.2025 წლის 22 მაისს მოხდა ჩხიკვიშვილის ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში;პატიმრობაში ყოფნისას, 2025 წლის 20 ნოემბერს, მან ბრალი აღიარა.2026 წლის 13 მაისს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა განაცხადა:„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ [მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ] ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს და სულ მცირე, დროებით მაინც დაიცავს ჩვენს თემებეს“.საქმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დეტალი ეხება გეგმას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ახალი წლის პერიოდში ბავშვებისთვის შხამით გაჟღენთილი კანფეტები დაერიგებინა.წყარო:

დარინა ჩიჟი

1778928384

ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა - სააკაშვილის პრესმდივანი

ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა, - დარინა ჩიჟი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს გირაოს თანხას უფარავს, ამის შესახებ ჩიჟი სოციალურ ქსელში წერს.ცნობისთვის, ერმაკს დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა ედება ბრალად - ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ - სასამართლომ მას გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა."მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის მართლმსაჯულება და სად - მასში შეფუთული ანგარიშსწორება," - ამ განცხადებით განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან, ანდრეი ერმაკის სახელით, სასამართლოში გირაო შეიტანა."მიხეილ სააკაშვილის ისტორიის შემდეგ, მე ძალიან მკაფიოდ ვასხვავებ ერთმანეთისგან, სად არის სამართალი და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება. ამიტომ, ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ.ვინაიდან ძალიან სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც საქმეების აღძვრა იწყება არა დანაშაულების, არამედ პრინციპული პოზიციის გამო. უკრაინის ინტერესების, დონბასის ან მთლიანად ქვეყნის ჩაბარებაზე უარის თქმის გამო და ეჭვიც არ მეპარება: სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა," - წერს სააკაშვილის პრესმდივანი.