პროკურატურა

1779008042

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს. პროკურორებმა ბათუმის N2, N16, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

დაკავება

1779001005

თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

1779000780

ოზურგეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.

ხარაბაძე

1778929682

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც მოინახულა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროკურატურა

1778929000

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. შეხვედრები ზუგდიდის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის, მესტიის, ლენტეხის, სენაკის, ჯვარის, ფოთის საჯარო სკოლებში და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და იმ მძიმე შედეგებზე, რაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრევენციული მუშაობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 საქართველოს პროკურატურა

1778919426

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესოხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთპირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თითქოსდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულისგან ეტაპობრივად მიიღო 83 000 ლარი, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა და დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს

1778917778

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინის“ შემცველი მედიკამენტი იქნა აღმოჩენილი.აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით ახორციელებს.

დაკავება

1778916401

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თამაზაშვილი

1778916249

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია.შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე, თანამშრომლებს  გაესაუბრა და  დანაყოფის აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ ტაქტიკურ წვრთნებს დაესწრო.

შსს

1778915670

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

1778914639

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს  ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე  დაიწყება.კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:08:00-იდან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენმიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროსდაუკავშირდებიან.თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე.გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებითავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროსგამოყენებით.ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილისქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება.

დაკავება

1778914376

ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.