ამინდი

1779262227

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის ცვლილების შესახებ აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:„20 მაისს, დედაქალაქში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლებელია +24-დან +26 გრადუსამდე გათბეს.უკვე 21 მაისს, აქ მთელი დღის განმავლობაში, დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ამ წვიმას შესაძლებელია ელჭექიც დაერთოს და ეს უკვე ტემპერატურის კვლავ რამდენიმე გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს.რაც შეეხება უკვე კვირის მეორე ნახევარს, ეს არის 22, 23, 24 მაისი, აქ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქში ხანმოკლე ხასიათის წვიმა-ელჭექებითაა ნავარაუდევი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე დარჩება“. 

მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

1779260188

ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.ზუგდიდის ახალი კომპლექსი გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.მრავალფუნქციურ კომპლექსში, პროექტის მიხედვით განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის საჭირო დარბაზები, სავარჯიშო სივრცეები და სხვა საჭირო დამხმარე ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, და კომერციული სივრცე.ასევე, მოეწყობა თანამედროვე ავტოსადგომი, უსაფრთხოებისა და განათების სისტემები.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას.ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჯაღმაიძე

1779259743

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი  და საინტერესო იყო.მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.„შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები. ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა. ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს შესაბამისი დახმარება მიეცეთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კურსები

1779259673

სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, სოფელ კურსებში, სადაც 2 თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს.მდინარის პირას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ეწყობა 7 მეტრი სიგანის ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა.  პარალელურად დაგეგმილია ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება. საპროექტო სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიწყება.ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამუშაოები, საავტომობილო გზაზე არსებული მაღალი საავტომობილო ნაკადის მოძრაობის გამო, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება, რაც გადაადგილების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, დროებითი გზა კი არსებულ პრობლემას მოაგვარებს.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობის  სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ერთი თვის ვადაში.

გამოცდები

1779258500

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებისთვის თითოეული საგნის მიხედვით პასუხების ფურცლის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.აღნიშნული მიზნად ისახავს აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ის ფორმატი, რომელშიც მათ საგამოცდო ტესტების პასუხების გადატანა მოუწევთ.ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გამოცდაზე ფასდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად მისი სწორად შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ნიმუშებში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული საგნის პასუხების ფურცლის სტრუქტურა. აღნიშნული მასალების წინასწარ გაცნობა აბიტურიენტებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საგამოცდო პროცესში, მართონ დრო და თავიდან აიცილონ ტექნიკური ხარვეზები.

ალუჩა

1779258300

ვისთვის არის სასარგებლო და ვისთვის არა ალუჩის ჭამა - ექიმის რეკომენდაცია

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ალუჩის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრეს:„ალუჩა მაისის თვეს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ბევრი ადამიანისთვის. ის სავსეა ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. ის შეიცავს კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს. ის საოცრებაა. ამიტომაც აქვს ასეთი გემო. ალუჩა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. განსაკუთრებით ცილების შემცველ პროდუქტებს ვინც მიირთმევს, მის მონელებაში უწყობს ხელს.ალუჩა განსხვავებით სხვა ხილისგან, დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ კალიუმის შესავსებად. ალუჩა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის იწყებს განწყობის შეცვლას, ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი. ის ძალიან კარგად მოქმედებს ღვიძლის დაავადებებისა და თირკმლის დაავადებების გარკვეულ ჯგუფზე, იმიტომ, რომ აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.ალუჩა იდეალურია ყაბზობის დროს. ის იდეალურია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს ყაბზობა.ვისაც  მომატებული აქვს მჟავიანობა ან აწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიები, ასეთმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ამ ხილის მირთმევას. ალუჩა დაბერების საწინააღმდეგო ხილთა ნუსხაშია გაერთიანებული.“

სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია

1779258017

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია

რა ლაბორატორიული შესაძლებლობა არსებობს საქართველოში აკვა-კულტურის მიმართულებით - სფეროში არსებული საჭიროებების დასადგენად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია.ლაბორატორიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ირაკლი კობახიძე

1779257709

პრემიერ-მინისტრი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია.„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას“, - აღნიშნავს პრემიერი.

გაზის მიწოდება

1779257293

4100 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ჩუღურეთის რიონში გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.„ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 01:40 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა: აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, 13, ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 125ა, 137, 137ა, 141, 142, 144, 146, 147, 147ა, 148, 162, ასევე აღმაშენებლის გამზირის 137, 141, 147, 147ა, 151, 151ა, ეგნატე ნინოშვილის, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ნიკოლოზ გოგოლის, გიორგი ტოვსტონოგოვის, რკინიგზისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აგრეთვე შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომერციულ მსხვილ და მცირე ობიექტებს, მათ შორისაა: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებები - აკად. თოდუას კლინიკა, შპს ,,კიდ სმენა”, ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის ცენტრი, კლინიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა და მიმდებარედ არსებული მცირე კომუნალური და საზ-კვების ობიექტები, ვაგზლის მოედანი 2-ში მსხვილ და მცირე ობიექტებს: შპს “ბამბა, შპს ,,ლიდერი XXI”, შპს “საქართველოს ფოსტა”, თბილისი ცენტრალი”, შპს “ბორჯომი ცენტრალი”, შპს ,,ტკბილი ოცნება”, შპს “საქართველოს ფოსტა”, სს “საქართველოს რკინიგზა”, მეტროპოლიტენის სამმართველო, შპს ,,ლიდერი XXI”, გაზგასამართი სადგური - ,,აირსერვისი”, თამარ მეფის ქუჩაზე შპს ,,ამხანაგობა 777”-ს, პროკრედიტბანკს, ვი-თი-ბი ბანკს, შპს ,,აიბოლიტს”, ი/მ გიორგი ჯაბადარს, შპს ,,ოპტიკის სამყაროს”, თამბაქოს ფაბრიკა, შპს “ბექა ჯორჯია”, კონსტიტუციის ქუჩაზე – კანისა და ვენდაავადებათა ცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე პურის ქარხანა – შპს ,,კოლხეთი 90”, შპს “ირბა”, შპს ,,ჯორჯიან მარკეტი”, შპს “პირველი ოფისი”, ფ/პ ირინე გაფრინდაშვილი, ი/მ ჯავახიშვილის სტამბა”, შპს “მარტიქსი”, გ. კარტოზიას სახელობის ეროვნული მზადების ცენტრი, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – სავაჭრო ფირმა ,,ლაღიძე” (ლაღიძის წყლები), შპს ,,კავკასუს ონლაინი”, რკინიგზის დეპარტამენტი”, ც.დადიანის ქუჩაზე მდებარე შპს ,,თბილისი არტ ჰოლი”, შპს “თბილისის ფროფერთი”-საცხობი, სს “ფროფგრუპი”-ქარხანა,მიმდებარედ არსებულ საცხობი, ყოფილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს “კოლხა”, შპს “ესერ”, აბასთუმნის ქ. 6-ში – ი.მ “ნავროზაშვილი”, ნინოშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა # 29”, ჯავახიშვილის ქუჩაზე – შპს “არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე – სსიპ “საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, ჩოდრიშვილის ქ. 12-ში – შპს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია”.

საწვავი

1779255705

20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელია რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების - დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი

 დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში კვლავ დაშვებულია რუსული ნედლეულისგან დამზადებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტი. შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. ამ ნებართვას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, თუმცა ბრიტანული მხარე მას პერიოდულად გადახედავს.ამასთან ერთად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ნებადართული გახდა რუსული წარმოების გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) საზღვაო გზით ტრანსპორტირება. ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის 2022 წლიდან დაწესებული დანარჩენი შეზღუდვები კვლავ სრულად მოქმედებს.სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების მიზეზად გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისი სახელდება. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში მიწოდების შეფერხება და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ბრიტანეთის შიდა ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებამ გაზარდა ზეწოლა მთავრობაზე, რამაც მათ ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.პარალელურად, ანალოგიური მიზეზების - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების - გამო, შეერთებულმა შტატებმა 18 მაისს დამატებით 30 დღით გაახანგრძლივა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტზე გაცემული ლიცენზია, რომელიც დროებით აჩერებს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციას.სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შექმნილმა კონფლიქტმა და ნავთობზე ფასების ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ექსპორტით რეკორდული მოგება მიეღო. კერძოდ, 3 მაისამდე არსებული მონაცემებით, მოსკოვის ყოველკვირეული შემოსავალი ამ მიმართულებით საშუალოდ 2.42 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა.

amindi

1779252943

+26 გრადუსი - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:20 მაისს, შესაძლებელია დღის განმავლობაში ღრუბლიანობამ მოიმატოს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურის 1-2 გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება და დასავლეთის მიმართულების ქარი, განსაკუთრებით ქალაქის გარეუბნებში, ცოტა გაძლიერდება. რაც შეეხება 20 მაისს, დედაქალაქში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლებელია +24-დან +26 გრადუსამდე გათბეს.უკვე 21 მაისს, აქ მთელი დღის განმავლობაში, დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ამ წვიმას შესაძლებელია ელჭექიც დაერთოს და ეს უკვე ტემპერატურის კვლავ რამდენიმე გრადუსით დაკლებაზე იმოქმედებს.რაც შეეხება უკვე კვირის მეორე ნახევარს, ეს არის 22, 23, 24 მაისი, აქ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქში ხანმოკლე ხასიათის წვიმა-ელჭექებითაა ნავარაუდევი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21-დან +23 გრადუსამდე დარჩება.

პატრიარქი შიო

1779249781

კათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

 მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, 14:00 საათზე პარაკლისს აღასრულებს.დღესვე 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.