ცაგარელი

1778941111

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდაქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისპროცესში.ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკისსპეციალობით. თსუ-ს დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით.2006-2007 წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კაროლინისა და მასაჩუსეტსის შტატებში (აშშ). Research Triangle Park-სა და ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონშიგავლილი აქვს სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. სასწავლო კურსით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთში, პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, რის შემდეგ კარიერული განვითარება კვლავ განაგრძო შეერთებულ შტატებში.მან ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით. არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEISTპროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.ვახტანგ ცაგარელი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მეცნიერი და პროექტ მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, კომერციულ კომპანიებში. იყო ინტერნეტ პროვაიდერ „Geonet“-ის ტექნიკური დირექტორი, ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში იგი მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში – Huawei, სადაც იკავებდა საქართველოსწარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას.2017 წლიდან პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში – „ქართუ“, რის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს. ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. ვახტანგ ცაგარელს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მიქანაძე

1778936828

გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ ,ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციისწარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.მინისტრს ხულოს ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მიაწოდა.გივი მიქანაძემ შეხვედრისას პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო პროფესიული კოლეჯების მხარდასაჭერად და განსავითარებლად განახორციელებს.ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაზე, ასევე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო კომპანიებთან პარტნიორობის გაძლიერებაზე.კოლეჯ ,,ახალი ტალღის” ხულოს ფილიალი 100 სტუდენტზეა გათვლილი. ამ ეტაპისათვის კოლეჯში ხორციელდება ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტრობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, სასტუმრო მომსახურება, ვეტერინარია.კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ინვენტარით.კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხულო შეხვედრა

1778918567

გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა.საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სასკოლო ფორმების შემოღება, სახელმძღვანელოების განახლება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია მშობლების მაქსიმალური ჩართულობა და მათგან მიღებული უკუკავშირის მიღება, რაც პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევის და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

განათლების სამინისტრო

1778776262

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მედალი

1778245306

ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე (BMO) ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.ოლიმპიადის მედლის მფლობელები  გახდნენ სსიპ ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები: გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი; სანდრო ჟღენტი – ბრინჯაოს მედალი; ალექსანდრე კაცია – ბრინჯაოს მედალი; თევდორე ონაშვილი – ბრინჯაოს მედალი; ირაკლი შეროზია – ბრინჯაოს მედალი.გუნდის ლიდერები არიან ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები – ივანე კობაიძე და ივანე კვიტაშვილი.საქართველოს ნაკრები გუნდი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე დაკომპლექტდა.ქართველი მოსწავლეების საბერძნეთში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში წელს 24 ქვეყანა მონაწილეობდა.

გივი მიქანაძე

1778149798

თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ,,ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ,,ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და რეზოლუციის მიღება.გივი მიქანაძე: „კონფერენცია ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას საერთო მიზნის ირგვლივ აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, ისტორიულ ფაქტებსა და ანალიტიკურ კვლევებზე დაფუძნებით იმსჯელონ ერეკლე მეორის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.   ეს გახლავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რადგან ქვეყნის განვითარება იწყება საკუთარი ისტორიის პატივისცემით. ჩვენ უნდა დავაფასოთ წინაპრების ღვაწლი და მომავალ თაობებს გადავცეთ ღირებული ცოდნა და ფასეულობები.ერეკლე მეორე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამშობლოს გაძლიერებასა და აღმშენებლობაში. დღევანდელი დღე სწორედ იმას ეძღვნება, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართველი მეფის უდიდესი ღვაწლი და ხელი შევუწყოთ მისი მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებას თანამედროვე ეპოქის კონტექსტში,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.სამეცნიერო კონფერენციაზე სხვადასხვა მოხსენებით გამოვიდნენ: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი; ისტორიკოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია; ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი დავით ჯავახიშვილი.კონფერენციის დასასრულს მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, სამეცნიერო რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.

Kiu

1778142967

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის - KIU π-DAY Math CONTEST 2026 ფინალი გაიმართა.წლევანდელი კონკურსი მოსწავლეთა უპრეცედენტო აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ტურში 1400-მდე, მეორეში - 250-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება 170-მდე მონაწილემ მოიპოვა.KIU Pi-Day Math Contest 2026  პირველი და მეორე ტური „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით ონლაინ ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის - „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“. კონკურსის წესის მიხედვით, ფინალური ტური უშუალოდ KIU-ში გაიმართა და მასში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული, 65 მოსწავლე მონაწილეობდა.ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პრიზებს სთავაზობს.შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა დაათვალიერებინეს ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა.აღსანიშნავია, რომ KIU Pi-Day Math Contest ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მე-6 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიურ რუკაზე.

რევაზ სოხაძე

1778061017

„ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად“ - რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა საიუბილეო თარიღი მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს და ხაზი გაუსვა კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, სრულიად დამსახურებულად, “კომაროვი” დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ცოდნასა და მაღალი ხარისხის განათლებასთან ასოცირებული ბრენდი.რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ რთულ 90-იან წლებშიც კი, როდესაც ბევრი რამ კარგავდა მნიშვნელობას, კომაროვის სკოლა უცვლელად ინარჩუნებდა ცოდნისა და მაღალი აკადემიური სტანდარტის სიმბოლოს სტატუსს. „კომაროველის“ სახელი ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასთან და მაღალი დონის განათლებასთან იყო დაკავშირებული.მინისტრის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. მისი თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილმა მოსწავლეთა ნამუშევრებმა და მათმა ენთუზიაზმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება არის ინვესტიცია მომავალში და ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება სწორედ ისეთი სკოლების გაძლიერებაა, როგორიც კომაროვის სახელობის სკოლაა. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება ტექნიკური ცოდნა და განათლება, ამიტომ, აუცილებელია ასეთ ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა,“- განაცხადა სოხაძემ.მან მადლობა გადაუხადა  ყველას, ვინც სკოლის განვითარებაში  მონაწილეობს და აღნიშნა, რომ კომაროვის სკოლას მთავრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.საიუბილეო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა დამსწრეებს გააცნო  სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები.ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამინისტროს მზადყოფნა, ეტაპობრივად მოაგვაროს სკოლის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები.

გივი მიქანაძე

1778056483

გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და აკადემიის თანამშრომლებს შეხვდა.მინისტრს აკადემიის ინფრასტრუქტურა რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა დაათვალიერებინა და დაწესებულების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.აკადემია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და ფლობს ISO-ს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.მისი მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.მინისტრთან ერთად აკადემიაში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კიუ

1778055439

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორებს, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის(CERN) ასოცირებულ მკვლევრებს, ტიბო ჰოუდის და ლუკა კადამუროს უმასპინძლა.პროფესორ ტიბო ჰოუდის სემინარი მიეძღვნა ბნელი მატერიის პრობლემას ფუნდამენტურ ფიზიკაში. მომხსენებელმა მიმოიხილა საფრანგეთის განათლების სისტემა და მიმდინარე ფუნდამენტური კვლევები, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა სტანდარტული მოდელის მიღმა არსებულ ფიზიკაზე, ნეიტრინოს თვისებებსა და ბნელი მატერიის ძებნის თანამედროვე ექსპერიმენტებზე.მეორე მოხსენება დაეთმო CERN-ის დიდ ადრონულკოლაიდერზე მიმდინარე კვლევებს, რომელიც მკვლევარმა ლუკა კადამურომ წარადგინა. მან განიხილა ATLAS ექსპერიმენტი, ჰიგსის ნაწილაკთან დაკავშირებული აღმოჩენები და CERN-ის ამაჩქარებლების მუშაობის პრინციპები.შეხვედრას KIU-ს სტუდენტების გარდა, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ უცხოელ მეცნიერებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ფიზიკის სფეროში მიმდინარე უახლესი კვლევების შესახებ. სემინარი ფიზიკის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ შანიძის ინიციატივით ჩატარდა.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის ადრონული ცენტრის განვითარებისთვის.

გივი მიქანაძე

1778053233

გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.გივი მიქანაძემ რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებას, პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის წესებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გივი მიქანაძე

1778047929

გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის" ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა.მინისტრს ბაჯითის ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.გივი მიქანაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ სამინისტრო კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის.კოლეჯი „სპექტრი“ პროფესიული სასწავლებელია, რომელიც პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში მდებარე „სპექტრის" ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით - შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.