სალომე ჭაჭუა

1746119523

VIDEO: „როგორც იქნა დავბრუნდი...“ - სალომე ჭაჭუა მაყურებელს რჩევებს უზიარებს

პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაა ძალიან პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.სალომე  იგი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავეც გახლავთ. ის საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და ხშირად გვიზიარებს ყოველდღიურობას.ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა: 

ხატია სიჭინავა

1746106860

„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბავშვობიდან ერთი და ერთადერთი ხარ, ვინც ხელს არ მიშვებს...“ - რას წერს ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზირებს გამომწერებს ოჯახურ კადრებს.ხმაურიანი შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას არ კარგავს. ხატია ამჯერად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამაზე წერს:„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბავშვობიდან ერთი და ერთადერთი ხარ, ვინც ხელს არ მიშვებს, მამაა. წაქცეულსაც და ორივე ფეხზე მყარად მდგომსაც, შენ ხელს არ მიშვებ. ამიტომ უფლება არ მაქვს, არ მჯეროდეს შენი, მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა, მოთმინებით მელოდები, თუ უცებ წავიქეცი და ადგომა მეზარება. მიყვარხარ“, - წერს ხატია სიჭინავა.ხატია სიჭინავას და სპორტსმენს, რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

სასწრაფო

1746100320

„დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი“ - სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებმა ქალი გზაში ამშობიარეს

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის გამოძახებისა და ექიმების მიერ გზაში მიღებული წარმატებული მშობიარობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".როგორც ინფორმაციაში არის აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს მშობიარობის მიღება გზაში მოუწიათ."დმანისის რაიონული სამსახურის 1-ლმა ბრიგადამ დილით გამოძახება მიიღო, ლოზუნგით - მშობიარობა.ახალგაზრდა ქალბატონი მესამე შვილზე იყო ორსულად. ბრიგადის ექიმი მარინა მენაბდე უკვე 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და როგორც თავად იხსენებს, მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არაერთი მშობიარობა აქვს მიღებული, მათ შორის ტყუპებიც. გამოძახების ადგილზე მისულმა წამებში შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.ბრიგადის წევრები კლინიკაში ტრანსპორტირების პროცესში მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. მარინა ექიმი გვიყვება, რომ სასწრაფოს მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მოჰყვებოდნენ და უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ახლადდაბადებული ბიჭი ნახეს.საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში აქვს სამეანო ნაკრები, რომელსაც ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინა ექიმი სპეციალობით პედიატრი და ნეონატოლოგია", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".

გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა

1745826462

„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა!... - გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა

მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.დღეს მისი დაბადების დღეა, იგი 57 წლის გახდებოდა.ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აწ გარდაცვლილი მეუღლის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მას იუბილეს ულოცავს. „გოგიჩა 57 იყო და არა იყო რაა... რა იქნებოდა ამ ქვეყნად სიკეთეზე უკეთესი, იყო, არის და იქნება ჩვენი გოგიჩა ...აივიმ და ავამ ოციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! როცა თენდება და ცა ფერადდება ღრუბლებით და მზის სხივებით, გოგიჩა ბაბუ სამყაროს გვიფერადებს როცა ქუჩაში კეთილი ადამიანები გვხვდებიან გოგიჩა ბაბუ გვიგზავნის! მაგრამ აივიმ მაინც კითხულობს დაჟინებით: „გოგიჩა ბაბუ რატომ არ დაგველოდა , რატომ გადაწყვიტა იყოს ვარსკვლავი...... ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები! იყო და არა იყო რა, იყო მზესავით ბიჭი გოგიჩა და გადაწყვიტა ვარსკვლავი გამხდარიყო...“, - წერს ნათია ბანძელაძე. 

ნინი შერმადინი

1745619768

„ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს ორ, ცაში გაფრენილ ანგელოზს“ - ნინი შერმადინის ემოციური ნამღერი გარდაცვლილი მშობლებისთვის

მომღერალი ნინი შერმადინი გარდაცვლილ მშობლებს სიმღერას უძღვნის:"ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს ორ, ცაში გაფრენილ ანგელოზს - დედას და მამას, რომელსაც ალბათ საკმარისად ბევრჯერ ვერ ვუთხარი როგორ ძალიანაც მიყვარდნენ.ძალიან ბევრჯერ უთხარით მშობლებს, რომ ყველაზე მეტად გიყვართ, ჩემსავით გული რომ არ გეტკინოთ მერე…5 წელი გავიდა და ისევ ისეთი მტკივნეულიამადლობა ყველას რომ მისმენთ, მე თქვენ მიყვარხართ! - წერს ნინი შერმადინი 

რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

1745241462

VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე

აღდგომის დღესასწაულის დღეებში, დაცარიელებული დედაქალაქი ხუმრობების თემა.აღდგომის წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვრცელდება დასავლეთისკენ მიმავალი ავტომანქანების კოლონისა და თბილისის ცარიელი ქუჩების ფოტოები.ხოლო აღდგომიდან მეორე დღეს, დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი კოლონების კადრები. სოციალურ ქსელში ბევრ სახალისო მიმსა და პოსტს ნახავთ.დღეს, აი, ასეთი ვითარებაა თბილისისკენ მომავალ გზაზე... 

რომის პაპი

1745239048

„ჩვენი მუსიკის დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა...“ - სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება.„საქართველოს, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მუსიკის დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა.ღმერთმა განუსვენოს მის სულს.მადლობა სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქართული გალობა-სიმღერის გაჟღერებისათვის...“– ნათქვამია პოსტში.ცნობისათვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.შეგახსენებთ, სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ისტორიული კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს გამართა. 

იასამანი

1744627980

ზურა შევარდნაძის რჩევა - როგორ გაძლოს იასამანმა სახლში დიდხანს

გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ლარნაკში დიდხანს იასამნის თაიგული.„გარდენიაში იასამნის უამრავი ჯიში გვაქვს, ირანიდან ჩამოტანილი. იქ ერთ მებაღეს მივაგენით, რომელსაც წარმოუდგენელი კოლექცია ჰქონდა. საერთოდ, იასამანი ირანიდანაა და ჩვენც იქედან ჩამოვიტანეთ. ისამანი წყალში ვერ ძლებს, არ უყვარს წყალში თაიგულად გაჩერება და უცებ უკვდება ტოტები.ამიტომ ჩაასხით ლარნაკში წყალი, ჩააგდეთ 2 აბი შუშხუნა ასპირინი რა 10 ცალი ნახშირის აბი. ასე წყალი დიდხანს არ გაფუჭდება და უკეთ შეინახავს. კიდევ ერთი რჩევა - ჯობია ფოთლების გარეშე ჩაალაგოთ, ხოლო სანამ ჩააწყობთ, ღეროებს ძირები ირიბად წააჭერით და შემდეგ ბოლოები დაუჩეჩქვეთ. ასე ღერო ადვილად მიიღებს წყალს და შედარებით დიდხანს გაძლებს. ეს წავკისელების მეთოდია, ძველი მეყვავილეების. ამის შემდეგ ჩააწყობთ ღეროებს წყალში,“ - ამბობს ზურა შევარდნაძე.

დათო

1744614811

„დარწმუნებული ვარ, მას პატრონი ჰყავს და ძალიან განიცდის მის დაკარგვას...“ - რას წერს დათო კენჭიაშვილი

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და ეჭვობს, პატრონმა ოთხფეხა მეგობარი დაკარგა, რომელიც ახლა მასთანაა შეფარებული. ძაღლი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელია და როგორც მომღერალი ამბობს, მზრუნველობას არ მოაკლებს:„საღამო მშვიდობის მეგობრებო, ეს უსაყვარლესი არსება ჩემი სახლის კართან იწვა. შემოვიპატიჟე გემრიელად ივახშმა, წყალიც დავალევინე და თბილადაც არის, არც მზრუნველობას მოვაკლებ და არც გემრიელ საკვებს, არც სიყვარულს დავიშურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას პატრონი ჰყავს და ძალიან განიცდის მის დაკარგვას.თუ ჩუღურეთის რაიონში ვინმემ დაკარგეთ ეს გოგონა, მე მყავს და არ იდარდოს, ჯანმრთელია, კარგად არის. იქნებ გადააზიაროთ და ნომერს დავწერ პირველ კომენტარში დაუკავშირდით და დედოფალივით მოვაბრძანებთ და თუ გადააზიარებთ უფრო დაგვეხმარებით“, - წერს დათო კენჭიაშვილი.

ჩვილი შემთხვევით, მანქანაში ჩაიკეტა

1744379220

ემოციური კადრები - ნახეთ, რა გააკეთა მამამ, რომელსაც ჩვილი შემთხვევით, მანქანაში ჩაეკეტა

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ტეხასშია გადაღებული.ვიდეოდან ირკვევა, რომ მშობლებს ჩვილი შემთხვევით, მანქანაში ჩაეკეტათ. ამ დროს ტემპერატურა 37.7 გრადუსი იყო. საბოლოოდ შვილის გადასარჩენად მამამ ავტომობილის მინა ჩაამტვრია. 

თამუნა მუსერიძე

1743769954

VIDEO: „ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თამუნა მუსერიძე, რომელიც ასევე გახლავთ ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც აღწერს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანებმა, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:„ერთხელ და სამუდამოდ ავპინავ და პირდაპირ ნახავთ თქვენ კითხვებზე პასუხს📣📣თუ ბიოლოგიურ მშობელს ეძებთ: მიდიხართ ტრეფიკინგის სააგენტოში, საბურთალოზე, ასათიანის 9 ნომერში. მიგაქვთ პირადობა და ითხოვთ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულ პირველად სახელს და გვარს. მშობლის ნებართვა არ გჭირდებათ. თუ ეძებთ შვილს: სამშობიაროდან ითხოვთ სიმართლის წიგნის ამონაწერს, იუსტიციიდან კი , ბავშვის დაბადების და გარდაცვალების ცნობას. თუ გარდაცვალების ცნობა მოიძებნა, მაშინ გარდაცვალების აქტის ამონაწერს“,- წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

ფეიზეეი

1743764040

კაცი, რომელსაც 41 წლის ასაკში ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, იმ სიმპტომის შესახებ საუბრობს, რომელიც ღამით შენიშნა - ვიდეო

41 წლის მამაკაცმა, რომელსაც ადრეული ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, ისაუბრა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ღამით შეამჩნია. ფრეზერი წარმოშობით ავსტრალიიდან არის. იგი საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას youtube არხზე უზიარებს. მას უკვე 13 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.  მან ხალხს გაუზიარა კადრებიც, სადაც ალცჰაიმერის ერთ-ერთ სიმპტომი აშკარად ჩანს. თავის ერთ-ერთ ვიდეოში ფრეზერმა გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მისი სიმპტომები ორწელიწადნახევარამდე, სანამ მას ადრეული ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს.მამაკაცმა განმარტა, რომ როდესაც ის ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემას განიცდიდა, ძილის ხარისხი „ცოტათი დაეცა“. როგორც კი უკეთ იგრძნობდა თავს, ძილის პრობლემაც გვარდებოდა. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ბოლომდე კიდევ არ არის გამოსწორებული.