ვიქტორია ბეკჰემი

1758186137

Netflix-მა ვიქტორია ბეკჰემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

Netflix-მა ვიქტორია ბეკჰემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო - ტრეილერი ინტერნეტსივრცეში  ცოტა ხნის წინ გავრცელდა.  როგორც ცნობილია, პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. მასში მთავარი აქცენტი ვიქტორიას  განვლილ გზაზე კეთდება - მუსიკალური კარიერიდან დაწყებული, დღევანდელი მდგომარეობით დამთავრებული. როგორც დიზაინერმა აღნიშნა,  ეს ფილმი მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მისი საშუალებით გულშემატკივრებს საკუთარ თავს  კიდევ უფრო ახლოს გააცნობს. ვიქტორიას თქმით, Spice Girls-მა აქცია ის იმათ, ვინც დღეს არის. ვიქტორია ბეკჰემზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე 9 ოქტომბერს გამოვა.  

Cardi B

1758185988

Cardi B მეოთხე შვილს ელოდება

ამერიკელი რეპერი Cardi B კვლავ დედობისთვის ემზადება. თავისი მეოთხე ორსულობის შესახებ 32 წლის შემსრულებელმა გადაცემაში CBS Mornings სტუმრობისას განაცხადა.„მეყოლება შვილი ჩემი ბოიფრენდისგან, სტეფონ დიგსისგან. ძალიან აღელვებული ვარ. თავს კარგად ვგრძნობ. თავს ძლიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ ამხელა სამუშაოს ვასრულებ და ამასთან ბავშვს ვქმნი“, - განაცხადა მან.31 წლის დიგსი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა და „ნიუ ინგლანდ პატრიოტსში“ ირიცხება.Cardi B-ს უკვე ჰყავს 3 შვილი ყოფილი ქმრისგან, რეპერ Offset-ისგან: 7 წლის ქალჩერი, 3 წლის უეივი და 1 წლის ბლოსომი, რომელიც მან მეუღლესთან საბოლოოდ დაშორების შემდეგ გააჩინა.

ადელი

1758183943

ადელი ავტობიოგრაფიის დაწერას გეგმავს

მომღერალი ადელი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოუშვებს. ინფორმაციას Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, წიგნში მოთხრობილი იქნება როგორც ადელის შემოქმედებითი გზის, ასევე პირადი ცხოვრების დეტალები - ბავშვობა, სკოლის წლები, რომანტიკული ურთიერთობები და დედობა. გამომცემლობები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულები მომღერალთან შესაბამისი კონტრაქტის დადებით, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ის მსგავს წინადადებებზე უარს აცხადებდა.ადელის დისკოგრაფიაში 4 სტუდიური ალბომია: „19“, „21“, „25“ და „30“. ის „გრემის“ 16გზის მფლობელია.

დრაკონის სახლი

1758090666

HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის და „შვიდი სამეფოს რაინდის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონი ეკრანებზე 2026 წლის ზაფხულში დაბრუნდება, ამავე წლის იანვარში კი ამავე სამყაროს ახალი სპინ-ოფის „შვიდი სამეფოს რაინდის“ პრემიერა შედგება. ინფორმაციას Deadline-ი ტელეკომპანია HBO-ს ხელმძღვანელზე, კეისი ბლოისზე დაყრდნობით ავრცელებს.ახალ სპინოფში მოვლენები „სამეფო კარის თამაშებამდე“ 89 წლით ადრე და „დრაკონის სახლის მოვლენებიდან 77 წლის შემდეგ განვითარდება. პირველ სეზონს 6 ეპიზოდი ექნება.მანამდე რომანების ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ავტორმა ჯორჯო მარტინმა განაცხადა, რომ HBO „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროში კიდევ 7 სპინოფზე მუშაობას, აქედან 4 ანიმაციური იქნება.

რობერტ რედფორდი

1758026355

მსახიობი რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 89 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობი ძილში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.რედფორდმა თავისი ყველაზე ცნობილი როლები შეასრულა ფილმებში „ბუტჩ კესიდი და სანდენს კიდი“, „აფერა“, „კონდორის 3 დღე“, „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“. მან გადაიღო ფილმი „ჩვეულებრივი ადამიანები“, რომლისთვისაც მიიღო „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო რეჟისორი“.

Radiohead-მა ევროპული ტურნე დააანონსა

1756990469

Radiohead-მა ევროპული ტურნე დააანონსა

ბრიტანული ჯგუფი Radiohead ევროპაში გასტროლებზე გაემგზავრება. ნოემბერსა და დეკემბერში ბენდი კონტინენტზე 20 კონცერტს გამართავს.ახალი ტური მადრიდში აიღებს სტარტს, შემდეგ Radiohead-ი ბოლონიაში, ლონდონში, კოპენჰაგენსა და ბერლინში ჩავა. თითოეულ ქალაქში ოთხი კონცერტი გაიმართება.ეს ჯგუფის პირველი კონცერტები იქნება 2018 წლის შემდეგ, როდესაც მათ მეცხრე სტუდიური ალბომის A Moon Shaped Pool მხარდამჭერი ტურნე ჩაატარეს.

ვიქტორია სეკრეტის შოუ

1756906140

Victoria’s Secret 2025 წლის შოუს პირველი მოდელების ვინაობა ცნობილია

Victoria’s Secret 2025 წლის შოუს პირველი მოდელების ვინაობა ცნობილია. ვიდეოში, რომელიც ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე გამოქვეყნდა 6 მოდელი ჩანს -  ადრიანა ლიმა, ალექს კონსანი, ანოკ იაი, ჯოან სმოლსი, ლილი ოლდრიჯი და იუმი ნუ.ლიმასა და ოლდრიჯისთვის ეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებაა, მაშინ როდესაც იუმი ნუსთვის შოუ დებიუტს წარმოადგენს.Victoria’s Secret წელს მასშტაბურ დაბრუნებას გეგმავს - მოდელები პოდიუმზე 15 ოქტომბერს გამოვლენ.             View this post on Instagram                       A post shared by Victoria's Secret (@victoriassecret)

28 წლის შემდეგ

1756903051

ფილმის „28 წლის შემდეგ: ძვლების ტაძარი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

Sony-მ ფილმის „28 წლის შემდეგ: ძვლების ტაძარი“ თრეილერი წარადგინა.სურათი დენი ბოილის „28 წლის შემდეგ“-ის პირდაპირი გაგრძელებაა და დაგეგმილი ტრილოგიის სიქველია. ფილმი რეჟისორმა ნია დაკოსტამ გადაიღო. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან რეიფ ფაინსი, ელფი უილიამსი და ჯეკ ოკონელი.ფილმის პრემიერა 2026 წლის იანვარში შედგება. 

Stray Kids

1756797589

Stray Kids-ის ახალმა ალბომმა Billboard-ის რეკორდი დაამყარა

კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა ალბომმა Karma ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა - ეს პირველი ჯგუფი გახდა, რომლის შვიდივე ალბომმა ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.ამ მიღწევით Stray Kids-მა ასევე კეი-პოპ ჯგუფის BTS-ის შედეგი გააუმჯობესა, რომელთა ალბომებიც ჩარტის სათავეში ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა.ამასთან, Karma-მ პირველი ადგილი „წაართვა“ Netflix-ის ანიმაციური ფილმის „კეი პოპ დემონებზე მონადირე“ საუნდტრეკი, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა.

ემა სტოუნი

1756712160

ემა სტოუნი ახალ მძაფრსიუჟეტიან თრილერში - ნახეთ ტრეილერი

თუ ფიქრობთ, რომ ემა სტოუნმა და რეჟისორმა იორგოს ლანთიმოსმა ფილმ საბრალონით ნიჭიერების ზღვარს გადააჭარბეს, დაელოდეთ ფილმ ბუგონიას.ემა სტოუნისა და იორგოს ლანთიმოსის დუეტი ფილმ ბუგონიაში გრძელდება. მძაფრსიუჟეტიან თრილერში მსახიობმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის როლი მოირგო, რომელსაც მოულოდნელად უცნობი ადამიანები იტაცებენ.  „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანების რასის წინააღმდეგ შექმნილ შტაბ-ბინაში", — ეუბნება თრეილში უცნობი კაცი სტოუნს - "თმა გაგიქრეს... რათა შენს დედობასთან არანაირი კავშირი გქონდეს".ფილმში სტოუნთან ერთად, ჯესი პლემონსს, აიდან დელბისსსა, სტავროს ჰალკიასს და ალისია სილვერსტოუნსაც ვიხილავთ."შეთქმულების თეორიებით შეპყრობილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი იტაცებს მსხვილი კომპანიის გავლენიან აღმასრულებელ დირექტორს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ის უცხოპლანეტელია, რომელსაც დედამიწის განადგურება სურს", — ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.ფილმის პრემიერა ხუთშაბათს, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ექვსწუთიანი ოვაციები დაიმსახურა.შეგახსენებთ, რომ ბუგონია, ჩან ჯუნ-ჰვანის 2003 წლის სამხრეთ კორეული ფილმის — გადავარჩინოთ მწვანე პლანეტა — ინგლისური ვერსიაა. ფილმი ლანთიმოსისა და სტოუნის მეოთხე თანამშრომლობაა ფილმების ფავორიტის, საბრალონისა და სიკეთის სახებიის შემდეგ.ფილმ ბუგონიას მსოფლიო პრემიერა 2025 წლის 31 ოქტომბერს შედგება.

არიანა გრანდე

1756653005

6-წლიანი პაუზის შემდეგ, არიანა გრანდემ მსოფლიო ტურნე დააანონსა

 თითქმის 6 წლიანი პაუზის შემდეგ, არიანა გრანდემ, მსოფლიო ტურნე — Eternal Sunshine Tour — დააანონსა.პოპ ვარსკვლავმა, ოთხშაბათს, სოციალურ ქსელებში ტურნეს თიზერის გამოქვეყნებიდან მალევე, ინსტაგრამზე კონცერტების განრიგი გამოაქვეყნა. მსოფლიო ტურნე სათავეს მომავალი წლის 6 ივნისს, ჩრდილოეთ ამერიკაში აიღებს და 23 აგვისტოს ლონდონში ჩატარებული ხუთი კონცერტით დასრულდება. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ბევრი თარიღი დაემატება. მუსიკოსმა ბოლო მსოფლიო ტურნე 2019 წელს — ალბომების Sweetener-სა და Thank U, Next გამოსვლის შემდეგ — გამართა და მას შემდეგ კიდევ ორი ალბომი, Positions, Eternal Sunshine და მისი დელუქსი გამოუშვა.თუმცა, ამ დროის განმავლობაში, სამსახიობო კარიერასაც დაუბრუნდა და ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის ადაპტაციაში — Wicked — გლინდას როლი მოირგო. ფილმმა, გასულ წელს, გრანდეს ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ნომინაციაც მოუტანა. აქვე შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდეს ნახვას კიდევ ორ ფილმში — Wicked: For Good- სა და Focker In-Law-ში — შევძლებთ. Wicked-ის მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 2025 წლის 26 ნოემბერს შედგება, ხოლო Focker In-Law-ს 2026 წლის 25 ნოემბერს. ამ უკანასკნელში, მუსიკოსთან ერთად მთავარ როლებს ბენ სტილერი, რობერტ დე ნირო, ბლაით დენერი, ტერი პოლო და ოუენ უილსონი შეასრულებენ.

კონცერტი

1756621641

შვედური მუსიკალური ფესტივალი უფასო ბილეთებს თირკმლის დონაციის სანაცვლოდ სთავაზობს

 თუ ფული არ გაქვთ, მაგრამ ცოცხალი მუსიკის მოსმენა გსურთ, ფესტივალ Way Out West-ს თქვენთვის გამოსავალი აქვს — უფასო ბილეთები თირკმლის დონაციის დაპირების სანაცვლოდ.შვედურმა მუსიკალურმა ფესტივალმა, ცოტა ხნის წინ "თირკმლის საშვი" გამოაცხადა, რომელიც მელომანებს საშუალებას აძლევს, მოიგონ 3-დღიანი ბილეთი ფესტივალზე დასასწრებად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორგანოების დონაციის პროგრამაზე დარეგისტრირდებიან."ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ ბილეთის სანაცვლოდ თირკმელსაც გასცემდა და აი, ისიც", — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, "ეროვნულ ორგანოთა რეესტრში რეგისტრაცია ბოლო წლებში 30%-ზე მეტით შემცირდა", რამაც მათ "თირკმლის საშვის" იდეა შექმნა შთააგონა."იდეურად, ეს არ ნიშნავს თირკმლის გაცემას ბილეთის სანაცვლოდ, მაგრამ თეორიულად — კი", — ვკითხულობთ პოსტში — "ეს ნიშნავს, რომ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი ორგანოები, თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, გამოიყენონ დონაციისთვის. ერთ დღეს, თქვენს თირკმელს შეუძლია სიცოცხლე გადაარჩინოს". ეს ფესტივალის პირველი არასტანდარტული იდეა არ არის. გასულ წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სცენა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის ფუნქციასაც ასრულებდა. "სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები "ემზადებიან ხმაურისთვის"", — ნათქვამია Instagram-ის გვერდზე.დიახ, სწორად წაიკითხეთ. დიზაინერ ლავ ჰულტენთან თანამშრომლობით, Way Out West-მა შექმნა სცენა, რომელიც მუსიკოსების ცოცხალი ჩანაწერების მათ დნმ-ში შეყვანით, "მომავალი მელომანების შექმნაში დაეხმარებოდა".რაც შეეხება წლევანდელ მუსიკალურ ფესტივალს, მის შემადგენლობაში ისეთი შემსრულებლები შედიან, როგორებიც არიან — Charli xcx, ჩაპელ როუნი, ლოლა იანგი, Queens of the Stone Age, PinkPantheress, იგი პოპი, the Dare და სხვები.