dolari

1793823517

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9198 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9047 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი

1793799777

ეროვნული ბანკი: მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%- ით მოიმატა.ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა. აღნიშნული დინამიკა, პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტეში არსებული განგრძობადი დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგია, რამაც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდა.რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა.„გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე ოქტომბერში საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო, რამაც თვის ინფლაცია 0.33 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ასევე საწვავის ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 37%-ით და 61%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.8 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. ოქტომბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 3.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან გამოსარჩევი ძროხის ხორცის (0.4 პპ) და პურის (0.3 პპ) გაძვირებაა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის1 (0.7 პპ) შემცირებამ მოახდინა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფების ხარჯზე, დეფლაციური ტენდენცია (0.1 პპ) ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინა.„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა პურის, ხორცისა და ბინის ქირის (ჯამში 2.6 პპ) ფასებს, ხოლო შემცირების მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის (1.6 პპ) შემცირებას ჰქონდა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (4.7%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ელექტროენერგიის გადასახდელზე (1.8 პპ) მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (7.3 პპ)“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარშში.

საქართველოს ეროვნული ბანკი

1793797168

ეროვნული ბანკი: სექტემბერში ლარი როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6177- დან 2.6114-მდე, ანუ 0.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.0330-დან 3.0086-მდე, ანუ 0.8%-ით გამყარდა.მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6051 და 2.9552 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6250 იყო, მინიმალური კი – 2.6051.სექტემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.„სექტემბერში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. შესამჩვევად გაუფასურდა რუსული რუბლი, ასევე ევრო. როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გამყარდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, სექტემბერში წლიურად 6.7%-ით, თვის ჭრილში კი 1.0%-ით გამყარდა.რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, სექტემბერში იგი წლიურად 4.0%-ით, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გამყარდა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლით კურსის გამყარებას დიდწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება განაპირობებდა. მეორე მხრივ, წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან, ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა.ზოგადად, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ბანკი

1793796655

ეროვნული ბანკი: სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ისრაელი წარმოადგენდა

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.1%-ით, 285.8 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.5%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 80.1%-იანი შემცირებით. გზავნილები ევროკავშირიდან 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წვლილმა ზრდაში -0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 6.2%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები.„სექტემბრის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 22.2%-იანი წილით აშშ და 9.2%-იანი წილით ისრაელი წარმოადგენდა. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.9%), გერმანიის (10.7%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ბანკი

1793791104

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

 მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები ინფლაციაოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9% ით მოიმატასაბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინამომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდასაბანკო სექტორისექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინადეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43.0%-ზე შენარჩუნდასექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინასაგარეო სექტორიიმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინაექსპორტი - 4.0%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

ლარი და დოლარი

1793723464

ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 4 ნოემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9047 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

ekalata.gov.ge

1793692827

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო eKalata-ს ოქტომბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო eKalata-ს ოქტომბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს.სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის თვის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება იცვლებოდა.„სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო.ოქტომბრის განმავლობაში კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30.69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26.31 ლარი იყო. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან — ივლისიდან, ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42.96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს — 36.46 ლარს.არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38.16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26.31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა“, — ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თევზი

1793690606

ოქტომბერში ყველაზე მეტად, 20.2 პროცენტით თევზეული გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 30.3 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე – 14.5 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.7 პროცენტით;სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 20.2 პროცენტითაა მომატებული თევზეულიზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები 7.6 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 7.0 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 5.7 პროცენტითაა გაძვირებული, ბოსტნეული და ბაღჩეული – 4.1 პროცენტით. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 4.0 პროცენტით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი 0.6 პროცენტით გაძვირდა.ამასთან, ფასები -4.5 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -3.3 პროცენტით გაიაფდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები -1.2 პროცენტითაა გაიაფებული.„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4 პროცენტი);განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 პროცენტი), საშუალო განათლება (6.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატი

1793690132

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (12.0 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (8.2 პროცენტი) ჯგუფებზე;ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.4 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.6 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2 პროცენტი)“, — აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

დოლარი

1793637003

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ნოემბერს - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9116 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

თურნავა

1793523185

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავალწლიანი გამოცდილება შეაჯამა. ღონისძიებაზე „ფინედუს“ კიდევ ერთი ახალი პროექტის „ფინანსური განათლების ავტობუსის“ პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინანსური განათლების მასწავლებლები.„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან სწორედ ფინანსურად განათლებული ადამიანი არის ჯანსაღი საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი. გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა „ფინედუს“ ინიციატივით განხორციელებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლების მონაწილეობით კი პანელური დისკუსია „ერთი შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობებამდე“ გაიმართა.წლების განმავლობაში „ფინედუს“ მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა. სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 200-ზე მეტ კლასში ჩატარდა ფინანსური განათლების შესახებ გაკვეთილი, რომელმაც ჯამურად 33 ათასამდე მოსწავლე მოიცვა.პროექტმა „სტუმრად ეროვნულ ბანკში“ 85-ზე მეტი სკოლა და 2 200-ზე მეტი მოსწავლე მოიცვა, ფინანსური განათლების შესახებ სხვადასხვა წლებში გამართულ კონკურსებში 6 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინანსური განათლების ინოვაციურ სპექტაკლს კი 1 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ფინედუმ“ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი მასწავლებლების გაძლიერება და ჩართულობაა. ინიციატივა მასწავლებლებისთვის ტრენინგებს გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1 300-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალი პროექტის - „ფინანსური განათლების ავტობუსი“ პრეზენტაცია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივის მხარდამჭერები არიან: „სილქ ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, მიკრობანკი „კრისტალი“ და მასტერქარდ საქართველოს წარმომადგენლობა.მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, რეგიონებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ამ მიმართულებით საჯარო, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

მიქაბაძე

1793434222

FITCH RATINGS-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა - ეკატერინე მიქაბაძე

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.

✕