დიმიტრი პესკოვი

1775038822

დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო

 რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.აღსანიშნავია, რომ მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გასაყვანად ორთვიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი სამშვიდობო შეთანხმების პირობების შეცვლით დაიმუქრა.„რაც შეეხება ორ თვეს, საქმე ორ თვეში არაა. ზელენსკის უკვე დღეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინულ ჯარს დონბასის ტერიტორია დაეტოვებინა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ გასულიყო. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. წესით, ზელენსკის ჯერ კიდევ გუშინ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ადრე გვითქვამს, მას საკუთარ თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პესკოვმა.

ზელენსკი

1775020762

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.მისი თქმით, რუსეთმა ახალი ახალი ულტიმატუმი უკრაინას ამერიკელების პირით შეუთვალა. ზელენსკის განცხადებით, ის გაკვირვებულია, თუ ვინმე ასეთი ულტიმატუმს ომის ამდენი წლის შემდეგ სერიოზულად აღიქვამს.„თუ უკრაინა ორი თვის განმავლობაში არ გამოვა, რუსეთი დონბასს დაიპყრობს და შემდეგ სხვა პირობები იქნება“, - ციტირებს ზელენსკის უკრაინული მედია.

უკრაინა

1775019728

კრიოვოი როგში რუსული მხარის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

 უკრაინაში ომი გრძელდება. უკრაინის ქალაქ კრიოვოი როგში რუსული მხარის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.ამავე დროს, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 29 ადამიანი. წინასწარი შეფასებით, შემთხვევის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1774933130

უკრაინას არ ვუყენებთ რამე მოთხოვნას, რომელ სამიზნეებზე მიიტანოს იერიში რუსეთში, ფინეთის მოქალაქეები საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ, ამიტომ დრონებისგან თავდაცვის სისტემაზე ვმუშაობთ - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არ სთხოვენ უკრაინას, შეწყვიტოს რუსული სამიზნეების წინააღმდეგ იერიშები. ამის შესახებ ელინა ვალტონენმა ფინურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.ვალტონენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი უკრაინას რუსეთზე განხორციელებულ იერიშებთან დაკავშირებით არანაირ მოთხოვნას არ უყენებს, ვინაიდან უკრაინელები თავდაცვით ომს აწარმოებენ.„უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ჩვენ უკრაინას არ ვუყენებთ რამე მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სამიზნეებზე მიიტანოს იერიში რუსეთში“, – განაცხადა მინისტრმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის მოქალაქეები საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ქვეყანა ამჟამად დრონებისგან თავდაცვის სისტემაზე მუშაობს.ვალტონენის შეფასებით, შეიძლება, სისტემა რამდენიმე თვეში ექსპლუატაციაში შევიდეს.შეგახსენებთ, რომ 29 მარტს რამდენიმე დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან იმავე პერიოდში უკრაინა თავს დაესხა რუსეთის სამიზნეებს ლენინგრადის ოლქში, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო უკრაინამ ფინეთს ბოდიში მოუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1774930166

ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.კითხვაზე, უჭერს თუ არა ნეთანიაჰუ მხარს პუტინს, ზელენსკიმ თქვა, რომ არ იცის.„ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება. ის თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.„ჩვენ გვაქვს ის, რაც მას სჭირდება, მას კი აქვს ის, რაც ჩვენ გვჭირდება... ჩვენ საჰაერო თავდაცვის დიდი დეფიციტი გვაქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ისეთი რამეები, რაც ისრაელს არ გააჩნია და მზად ვართ ამ დიალოგისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.

 ვიქტორ ორბანი

1774532081

ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს.ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზელენსკიმ უნგრეთის ტერიტორია საკუთარი დაზვერვის სამსახურების საოპერაციო ველად აქცია.ორბანის განცხადებით, უკრაინული დაზვერვა აქტიურად მუშაობს ოპოზიციური პარტია „ტისას“ დასახმარებლად, რათა 12 აპრილის არჩევნების შემდეგ უნგრეთში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოსვლა უზრუნველყოს.„მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, დაუყოვნებლივ გაიწვიოს თავისი აგენტები სახლში და პატივი სცეს უნგრელი ხალხის ნებას. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნგრეთი უკრაინის დაზვერვის სამსახურის საოპერაციო ველად აქცია. მან უნგრულ ოპოზიციასთან დაკავშირებული აგენტების აქტივაცია მოახდინა და ისინი მთელი ძალით მუშაობენ. უკრაინის ოპერატიული მუშაკები და სპეციალისტები პარტია „ტისაში“ ტრიალებენ. უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა. ისინი მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე დღეს უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ორბანმა ვიდეომიმართვის დროს.

ზელენსკი

1774514596

ვფიქრობთ, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ხოლო აშშ-ში ამბობენ, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულების სურვილს არ ავლენს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურს.„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნამდვილ სურვილს დაასრულოს ომი და ამ პოზიციას პარტნიორებს ვუზიარებთ. შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. ჩვენი ხედვები ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდება“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.მისი განცხადებით, ხედვების განსხვავება პრობლემას არ წარმოადგენს და სავსებით ნორმალურია.„თუმცა, მეორე მხრივ, როცა ჩვენ ომის დასრულება, აღნიშნული პროცესის დაჩქარება გვსურს, რუსეთზე ზეწოლის საკითხს ვაყენებთ. ვიცით, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ჩვენ მოვუწოდებთ დამატებითი ზეწოლისკენ, რათა ვაიძულოთ ის, რომ მას ეს მოუნდეს. მაგრამ აშშ-ში ფიქრობენ, რომ მას მისი დასრულება სურს და რა საჭიროა დამატებითი ზეწოლის განხორციელება, თუ რუსეთიც მშვიდობისთვის მზაობას გამოხატავს?“, - დასძინა ზელენსკიმ.

ლვოვი

1774414640

რუსეთმა ლვოვის რეგიონზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები, ასევე დაზიანებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

 რუსეთმა უკრაინის დასავლეთით მდებარე ლვოვის რეგიონზე იერიში მიიტანა. დრონებით შეტევა იყო ქალაქ ლვოვზეც, შემთხვევის შედეგად დაშავდა 32 ადამიანი. იერიშის შედეგად ქალაქში დაზიანებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.უკრაინული მედიის ცნობით, რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ვინიციის ოლქიც. იერიშის შედეგად, დაიღუპა 1 ადამიანი, 13 კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი წაეკიდა საცხოვრებელ სახლს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. 

ფოტო: Reuters

1774348921

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, დრონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა, უკრაინიდან იყო

სამხედრო დრონი, რომელიც ლიეტუვაში ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო. ის თავდაპირველად რუსეთის მიმართულებით იყო გაშვებული, თუმცა შემდეგ კურსი დაკარგა, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ.„დრონი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ვარენას რაიონში შევიდა, უკრაინული იყო და ის დაკავშირებულია იმ ოპერაციასთან, რომელსაც უკრაინელები იმ ღამეს რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.ბალტიისპირეთის ქვეყნის არმიამ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გაყინულ ტბაში ჩამოვარდა.„ეს არ არის ადგილობრივი ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა რუგინიენემ პრესკონფერენციაზე

უკრაინა

1774332559

რუსეთმა პოლტავისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებითა და დრონებით უკრაინის რეგიონებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი დიაკივნიჩის განცხადებით, თავდასხმის შედეგად პოლტავაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა.ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ექვსი მრავალბინიანი და ორი კერძო სახლი, მაღაზია, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი.ზაპოროჟიეში დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ხუთი ადამიანი.

რობერტ ფიცო

1773738451

არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.როგორც ფიცომ აღნიშნა, აღნიშნული განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კოშტასთან სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის საკითხს დაეთმო.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ევროკომისიამ ამ დრომდე არ წარადგინა კონკრეტული წინადადებები ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ.„სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, - დაწერა ფიცომ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1773725371

ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს ის, რაც მე მჭირდება, ხოლო მე მაქვს ის, რაც მას სჭირდება, ამიტომ, მზად ვარ ამ დიალოგისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან დიალოგისთვის.ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ირანული დრონების განახლების პროცესს, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ომის დროს განხორციელდა. ამჟამად, ზელენსკის თქმით, ეს დრონები თავს ესხმიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მის ქვეყანას უზარმაზარი ცოდნა აქვს მიღებული ბრძოლის ველზე.ნეთანიაჰუსთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ მას შესაძლო საუბრის თაობაზე მიმართა და ის ამისთვის მზადაა.„მას აქვს ის, რაც მე მჭირდება, ხოლო მე მაქვს ის, რაც მას სჭირდება. ამიტომ, მე მზად ვარ ამ დიალოგისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.