დაკავება

1779001005

თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

1779000780

ოზურგეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.

მოძრაობა

1778999291

დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით იზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:▪️ 08:00-იდან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.▪️ რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ "რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.▪️ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.▪️ თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.▪️ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.▪️ თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.▪️ ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.▪️ ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება.

17 მაისი

1778999034

ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. შესაბამისი ქარდები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში განათავსეს.   

დონალდ ტრამპი

1778998609

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მძიმე დრო ელის, თუ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს მძიმე დრო ელის, თუ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს. შესაბამისი განცხადება მან ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში გააკეთა.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, იქნება თუ არა მიღწეული შეთანხმება ირანთან უახლოეს მომავალში.„წარმოდგენა არ მაქვს, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას. თუ არა, მათ ძალიან მძიმე დრო ელით, ძალიან მძიმე დრო. მათთვის აჯობებს, რომ შეთანხმება დადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

სარჯველაძე

1778998468

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნების საერთაშორისო კვირეული აღინიშნა - ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს მადლობის სიგელები გადასცა

ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ღონისძიება გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს პროფესიული დღე მიულოცა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა და წვლილი ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში ფასდაუდებელია.რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ექთნების პროფესია ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.მიხეილ სარჯველაძემ და მალხაზ ჟორჟიკაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.ღონისძიებას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ასევე - რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი.

გაზაფხულის წვიმა

1778996920

როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში

17 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც წვიმაა, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +12 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

დარა

1778996197

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ბულგარეთის წარმომადგენელი გახდა. მან 516 ქულა მიიღო.შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ბულგარეთი იქნება.კონკურსის წესების მიხედვით, ფინალურ შოუზე გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ხმებით გამოვლინდა.შედეგები კი ასეთია:ევროვიზია 2026-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: დანია, ისრაელი, ბელგია, ალბანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ავსტრალია, სერბეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მოლდოვა, ფინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, შვედეთი, კვიპროსი, ნორვეგია, რუმინეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და მასპინძელი ავსტრია.საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა საფრანგეთს ერგო.საქართველოდან ჟიურის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

შიო მესამე

1778994629

საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს - ეს დღე 2014 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა

 12 წლიანი ტრადიცია გრძელდება - საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ეს პირველი 17 მაისია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და პირველი 17 მაისი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მეთაურობით.141-ე წინამძღოლის საქმეს, 142- ე განაგრძობს. 10 საათი და 10 დიდი ქალაქი- საყოველთაო შეკრება, რომელსაც სახალხო რეფერენდუმი არაერთხელ ეწოდა - მთელს საქართველოში ერთდროულად დაიწყება. საზოგადოება ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.ადგილზე მისულ მრევლს, კი პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. უწმინდესი და უნეტარესი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან.მსვლელობაში ჩაერთვებიან საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია

1778993455

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოშია

 მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია - ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, დელეგაცია რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უკვე შეხვდა, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება."2026 წლის 16 მაისს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ინგლისის მიტროპოლიტი ნიკიტა ხელმძღვანელობს საქართველოს ახალ პატრიარქს შეხვდა.საპატრიარქოს ცნობით, ხვალ 17 მაისს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ერთობლივ წირვაში მიიღებენ მონაწილეობას.საკვირაო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება." - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

იტალია

1778993341

იტალიაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

 იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულს შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, დანაშაულის მოტივის დადგენისთის.ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ახალი მთვარე

1778965095

რა გავლენას მოახდენს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე - ქეთი ოდიშელის რჩევა

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებზე ახალმთვარეობის გავლენის შესახებ წერს.„ზუსტად 16-17 მაისის გასაყარზე გვაქვს ახალმთვარეობის პიკი, კუროს ზოდიაქოს ნიშნის 26-ე გრადუსზე.    კურო არის ფიქსირებული ჯვრის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ფუნდამენტს ქმნის და ამყარებს სტაბილიზაციის პროცესს, შესაბამისად ახალმთვარეობა უკვე ახალი შანსების გამოყენების, ახალი გეგმების დასახვის, გამყარებისა და რეალიზების პერიოდია. კუროს მართავს პლანეტა ვენერა, ამიტომ ახლო პერიოდში აქტუალური თემები შეეხება თითოეული ადამიანის ფასეულობების სისტემას, პირად-სასიყვარულო ურთიერთობებს, გადაფასებებს, კომუნიკაციებს (ვენერა ტყუპების ნიშანს გადის), ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს ფინანსების თემა.ყველაფერი ერთი შეხედვით დალაგებულია, მაგრამ...  ალგოლი #Algol - უძველესი დროიდან ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე, ძლიერ და სახიფათო ფიქსირებულ ვარსკვლავად ითვლება.სწორედ ამ ვარსკვლავზე გვაქვს ახალმთვარეობა!​  ​ალგოლი - მედუზა გორგონას მოკვეთილი თავის სიმბოლიზაციაა.სახელწოდება არაბულიRa's al-Ghul-იდან მოდის და ნიშნავს „დემონის თავს“ (სხვათა შორის აქედან მოდის სიტყვა „ალკოჰოლიც“ - გონების წამლეკავი სუბსტანცია).ხალხურ მითოლოგიაში მას „ეშმაკის ვარსკვლავსაც“ უწოდებდნენ.​  ​ტრადიციულ ასტროლოგიაში (განსაკუთრებით სამედიცინო და მუნდალურ ასტროლოგიაში) ალგოლს უკავშირებდნენ: ​თავის არესთან დაკავშირებულ პრობლემებს. სიტყვასიტყვით ან გადატანითი მნიშვნელობით „თავის დაკარგვას“.​დაუოკებელ, ცხოველურ რისხვას, ისტერიას და აფექტის მდგომარეობას.​ფატალურ მოვლენებს, ძალადობას, მასობრივ კატასტროფებს.​ ალგოლი არის ჩვენი რეპტილიური ტვინის აქტივატორი. ის ასახავს მომენტს, როდესაც ადამიანში იღვიძებს პირველყოფილი შიში, გადარჩენის ინსტინქტი და დაუოკებელი ვნება.სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებით მათ მივმართო, ვისაც გარკვეული ფსიქო-ემოცოური ტიპის პრობლემები აქვს, ასევე მათ ვინც საბრძოლო ვითარებაში არიან ჩართული და ასევე ზოგადად ყველას ვურჩევდი თავი შეიკავონ კონფლიქტებისა და გარკვეული სარისკო ქმედებებისგან.  დიდია განხეთქილებების, კონფლიქტების ალბათობა იმპულსურობის ნიადაგზე, მოსალოდნელია იმედგაცრუებები, ავანტიურული ქმედებები, ამიტომ თავი შეიკავეთ სარისკო ნაბიჯებისგან, ფრენისგან უახლოეს დღეებში.​  თუ უკვე შეშინდი,  მაშინ მოემზადე, შესაძლებელია პიროქითაც მოხდესმედუზას თავი პერსევსმა ფარზე დაამაგრა ბოროტების დასამარცხებლად, ეს ნიშნავს, რომ ალგოლის ენერგია შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი დამცავი ფარი, თილისმა შენს ცხოვრებაში!მაგ: თუ შენ მართავ ამ უდიდეს ენერგიასშენს ხელთ იქნება ყველაზე დიდებული "იარაღი" ეს არის უზარმაზარი ჰიპნოტური ძალა და მაგნეტიზმი.ნუ შეგეშინდება შენი ჩრდილების, მთავარია არ დაკარგო „თავი“ (გონიერება) და ეს დიდებული ენერგია მიმართო არა ნგრევისკენ, არამედ შემოქმედებისკენ, აღმშენებლობისკენ და რეალობის ტრანსფორმაციისკენ.  გთავაზობთ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, თუმცა მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ თემას, რომელ სახლშიც ხვდება ეს ახალმთვარეობა თქვენს ნათალურ რუკაში : ამ პერიოდის მთავარი მოთხოვნები - სტაბილურობა, სიმშვიდე და პრაქტიკულობა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია განავითაროთ ახლებური ხედვა.ვერძი - გარკვეული ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოსავლის წყარო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ყურადღემა მიაქციეთ კვების რეჟიმს. ქმედებამდე კარგად აწონდაწონეთ ნებისმიერი საკითხი.კურო - მნიშვნელოვანი ძვრები, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები იმიჯის მხრივ, ან სხვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ გამოიჩინეთ ინიციატივა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, (განსაკუთრებით თავის ზონას), ან/და შესაძლოა მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც.ტყუპები - იდუმალება, ფარული საკითხები, ფარული კავშირების აქტუალიზაცია. იდეალური პერიოდია იმისათვის რომ გარკვეული შიშებისგან გათავისუფლდეთ. აკონტროლეთ აზრები და ფიქრები, კარგია ვიზუალიზაციის ტექნიკების ჩატარება.კირჩხიბი - აღიარება, სოციალური კავშირების აქტუალიზაცია, გადახედეთ თქვენს გეგმებს, გადაახალისეთ კავშირები, სამეგობრო წრე. მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, ყურადღების ცენტრში ექცევით.ლომი - ახალი შესაძებლობები კარიერული კუთხით, იყავით მეტად მომთმენი და წინდახედული, წარმატებას მოგიტანთ ინოვაციურ გეგმებზე და პროექტებზე მუშაობა. ყურადღება მაიქციეთ შემოსულ ინფორმაციებს.ქალწული - კარგი დროა ცვლილებებისთვის, გამოიყენეთ ეს პერიოდი ნებისმიერი საქმიანობისთვის, იყავით მტკიცე და მიზანდასახული. კარგია უცხოეთთან, კანონთან, დაკავშირებული პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის. გათავისუფლდით მოძველებული შაბლონებისგან.სასწორი - ფინანსები, ტრანსფორმაციული პროცესები, მემკვიდრეობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. იმუშავეთ თქვენს ფობიებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.მორიელი - პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული გადაფასებები(როგორც პირადი ასევე საქმიანი), პოზიციების მოულოდნელი ცვლა, სიტუაციების არასტანდარტული გზით განვითარება. თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას, რომლის მერეც სიმშვიდე დაისადგურებს.მშვილდოსანი - საქმიანობაში, ყოფით საკითხებში მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა დაკავდეთ საქმით რომელზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ. შემოსავლის ახალი წყაროების ძიება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აქტუალურია შინაური ცხოველების თემა.თხის რქა - ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და თემებია აქტუალური, მეტად ხართ ცხოვრებისეულ სიამეზე კონცენტრირებული. შესაძლოა თქვენმა გეგმებმა ამ ეტაპზე არ გამოიღოს სასურველი შედეგი.მერწყული - სიახლეები ოჯახურ საკითხებში. ახალი, არასტანდარტული სიტუაციების აქტუალიზაცია, მოულოდნელად შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები „ყოფილ“ მეგობრებთან ან პარტნიორებთან. უძრავი ქონებასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა.თევზები - საინფორმაციო სივრცეს მიაქციეთ ყურადღება. აქტუალურია: არასტანდარტული და დაუგეგმავი მოლაპარაკებები, გეგმები. ყურადღებით იყავით გზებზე. მშვენიერი პერიოდია თვითგანვითარებისთვისა და სოციალური აქტივობებისთვის.