ნაძვის ხე

1793824302

ნაძვის ხე არასოდეს არის ნაადრევი - რატომ გვირჩევენ ფსიქოთერაპევტები საახალწლო სამზადისის შემოდგომიდან დაწყებას

საახალწლო დეკორაციების დროულად გამოჩენა ადამიანს სასიამოვნო მოლოდინის შექმნასა და წლის ბოლოს დაგროვილ დაძაბულობასთან გამკლავებაში ეხმარება. ამის შესახებ ექიმმა-ფსიქოთერაპევტმა განაცხადა.მისი განმარტებით, შემოდგომაზე ადამიანები უფრო სწრაფად იღლებიან: დღე მოკლდება, შვებულებები სრულდება, სამუშაო დატვირთვა კი იზრდება. ამ ფონზე საახალწლო განწყობის წინასწარ შექმნა შესაძლოა ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება გახდეს.ფსიქოთერაპევტის თქმით, ადამიანები დღესასწაულისთვის მომზადების თვალსაზრისით განსხვავდებიან. ზოგი ახალ წელს მხოლოდ 31 დეკემბერს იხსენებს, როდესაც სასწრაფოდ უნდა იყიდოს ნაძვის ხე, მანდარინი და სადღესასწაულო სუფრა გააწყოს. სხვები კი მზადებას გაცილებით ადრე, ზოგჯერ ოქტომბერშივე იწყებენ.„არსებობს ადამიანების მეორე კატეგორიაც, რომლებმაც უკვე ოქტომბერში იციან, რომ ახალი წელი მოდის და მისთვის მომზადებაა საჭირო“, - განმარტა ექიმმა.მისი აზრით, დღესასწაულის წინასწარი მოლოდინი დადებითი ემოციური განწყობის შექმნას უწყობს ხელს. ნაძვის ხის სათამაშოები, სადღესასწაულო სურნელი და მორთული ქუჩები ადამიანებში ბავშვობის თბილ მოგონებებს აღვიძებს. ბევრისთვის ახალი წელი ნაძვის ხის ქვეშ დალაგებულ საჩუქრებთან, ტკბილეულთან, მანდარინთან და ახლობლებთან ერთად გატარებულ დროსთან ასოცირდება.„როდესაც ქალაქის გამზირზე ან სავაჭრო ცენტრში მივდივართ და ნაძვის ხის სათამაშოებს ვხედავთ, ვგრძნობთ იმ განსაკუთრებულ სურნელსა და საახალწლო ატმოსფეროს, ტვინი მაშინვე ხვდება, რომ მალე დღესასწაული იქნება“, - აღნიშნა ექიმმა.მისი თქმით, სწორედ სასიამოვნო მოვლენის მოლოდინი ეხმარება ადამიანს წლის ბოლოს განსაკუთრებით დატვირთული პერიოდის გადატანაში, როდესაც სამუშაო ვალდებულებებს წინასაახალწლო სამზადისიც ემატება.„როდესაც ამ მოლოდინით იწყებ ცხოვრებას, უფრო მარტივია ყველა დედლაინის, დეკემბრის მძიმე და დაძაბული დღეებისა და იმ აურზაურის გადატანა, რომელსაც წინასაახალწლო სამზადისს ვუწოდებთ“, - განაცხადა ფსიქოთერაპევტმა.ექიმი დადებითად აფასებს იმასაც, რომ ქალაქებში საახალწლო დეკორაციები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ჩნდება. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ასეთი გარემო ყველას ერთნაირად არ მოქმედებს — ზოგს ადრეული მორთულობა ახარებს, ზოგისთვის კი ეს ჯერ კიდევ ნაადრევია.„ალბათ, ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ადამიანები ამ გზით საკუთარ თავს კარგ განწყობას უქმნიან, სადღესასწაულო გაფორმებული ქალაქი კი ამაში ეხმარება.შემოდგომის სევდასა და დაღლილობაზე საუბრისას ექიმმა განმარტა, რომ მდგომარეობას დღის სინათლის შემცირება, შვებულებების დასრულება და სამუშაო დატვირთვის ზრდა განაპირობებს.ამასთან, სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა იმ ნიშნებზეც, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადამიანს პროფესიონალის დახმარება შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, თუ ძილის დარღვევა აშკარა მიზეზის გარეშე ორ-სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება ან ადამიანს აწუხებს აკვიატებული ფიქრები, რომელთაგან ყურადღების გადატანას ვერ ახერხებს, სასურველია სპეციალისტს მიმართოს.

ბროწეული

1793824042

შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი – რა უნდა ვიცოდეთ ბროწეულის შესახებ

ბროწეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილიცაა. მისი შემადგენლობა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.ბროწეული განსაკუთრებით გამოირჩევა პოლიფენოლებისა და პუნიკალაგინების შემცველობით. ეს ნივთიერებები ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით ხასიათდება და უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.სპეციალისტების განმარტებით, ბროწეულის რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ბროწეულის წვენმა შესაძლოა ხელი შეუწყოს არტერიული წნევის შემცირებას, თუმცა მისი ეფექტი ინდივიდუალურია და მედიკამენტებს ვერ ჩაანაცვლებს.ბროწეული ასევე შეიცავს C ვიტამინს, K ვიტამინს, ფოლატსა და კალიუმს. მისი მარცვლები ბოჭკოს კარგი წყაროა, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.გარდა ამისა, ბროწეულში არსებული ანტიოქსიდანტები ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესის შემცირებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, მისი ჩართვა დაბალანსებულ კვების რაციონში სასარგებლოა.კვების სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ ბროწეულის მთლიან მარცვლებს და არა მხოლოდ წვენს, რადგან მარცვლებში არსებული ბოჭკო ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია.

შაქარი სისხლში

1793800680

დასახელდა საკვები, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს

ფოთლოვანი მწვანილი და კომბოსტოს სახეობები ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიის ედიტ კოუანის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Clinical Endocrinology & Metabolism (JCEM).ექსპერიმენტში 25 წელზე მეტი ასაკის რვა ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ფოთლოვანი მწვანილის (სალათის ფოთოლი, ისპანახი, რუკოლა, კამა) და ბოსტნეულის (ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო) დამატება რაციონში ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.გარდა ამისა, იზრდება ადამიანის მგრძნობელობა ინსულინის მიმართ.კვლევის პირველ ეტაპზე მეცნიერებმა სუბიექტებს სთხოვეს შეევსოთ სპეციალური კითხვარები მათიკვების რაციონის ხარისხის შესაფასებლად. მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს მონაწილეთა მიერ მოხმარებული ფოთლოვანი მწვანილისა და ბოსტნეულის რაოდენობის შეფასებაზე... ვრცლად

ორსული

1793797860

ორსულობის დროს მიღებული ზოგიერთი წამალი ნაყოფს საფრთხეს უქმნის - ექიმის რჩევები მომავალ დედებს

ორსულობის დროს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თავის ტკივილი, გაციება, მაღალი წნევა თუ კბილის ტკივილი შეიძლება მომავალი დედისთვის რთულ დილემად იქცეს - მიიღოს წამალი და შესაძლო საფრთხე შეუქმნას ნაყოფს, თუ გაუძლოს ტკივილს და მკურნალობაზე უარი თქვას? განსაკუთრებით ბევრი კითხვა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალმა ორსულობის შესახებ ჯერ არ იცის და გარკვეული მედიკამენტები უკვე მიღებული აქვს.არსებობს პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი აკრძალულია ან მათი ერთხელ მიღება აუცილებლად ნაყოფის დაზიანებას იწვევს. რომელი მედიკამენტებია განსაკუთრებით სახიფათო, რა შეიძლება მიიღოს ორსულმა ტკივილის, სიცხის, ალერგიისა თუ შეკრულობის დროს, როგორ უნდა მოიქცეს მაღალი წნევის შემთხვევაში და როდის არის აუცილებელი გადაუდებელი დახმარება - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს mkurnali.ge-სთან გინეკოლოგი ლიანა ქორიძე პასუხობს- არსებობს თუ არა პრეპარატები, რომელთა მიღებაც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის?- დიახ, არსებობს მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენონ ნაყოფის განვითარებას. მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს მძიმე ფორმების, ონკოლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. მათმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იქნეს მიღებული.- რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის ტრიმესტრი მედიკამენტის შერჩევისას?- ტრიმესტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოები ყალიბდება და გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედება განსაკუთრებით სახიფათოა. თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც მოგვიანებით ხდება არასასურველი. ამიტომ მედიკამენტის უსაფრთხოება ყოველთვის ორსულობის ვადასთან მიმართებით ფასდება.- რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ ორსულობის შესახებ არ იცოდა და მედიკამენტი უკვე მიიღო?- პირველ რიგში, არ უნდა აჰყვეს პანიკას. მედიკამენტის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს ნაყოფის დაზიანებას. მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა შეაფასოს კონკრეტული პრეპარატი, მისი დოზა და მიღების პერიოდი. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია რისკის ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი მეთვალყურეობა. განაგრძეთ კითხვა...

მწვანე ხახვი

1793742195

ბუნებრივი ანტიბიოტიკი ბოსტნიდან: ხალხური მედიცინის ექსპერტები მწვანე ხახვის სასარგებლო თვისებებს გვიზიარებენ

მწვანე ხახვი ბევრს მხოლოდ კერძების გემოვნურ დანამატად მიაჩნია. სინამდვილეში, ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი ნამდვილი „ბუნებრივი ანტიბიოტიკია“, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და ორგანიზმის გაძლიერებისთვის.სპეციალისტებმა დაასახელეს მწვანე ხახვის 4 მთავარი თვისება, რომელთა გამოც ის თქვენს ყოველდღიურ მენიუში აუცილებლად უნდა შეიტანოთ:ძლიერი იმუნური ბარიერი და ანტიბაქტერიული ეფექტიმწვანე ხახვი მდიდარია ფიტონციდებით - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც თრგუნავენ ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ზრდა-გამრავლებას. სწორედ ამ თვისების გამო უწოდებენ მას ბუნებრივ ანტიბიოტიკს. გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, უჯრედების რეგენერაციისა და ინფექციებისგან თავდაცვისთვის.გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერაამ მწვანილის შემადგენლობაში შედის ალიცინი - ნაერთი, რომელიც ამცირებს სისხლძარღვების კედლების სიხისტეს და ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. მწვანე ხახვის რეგულარული მოხმარება გვეხმარება სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებაში, რაც საგრძნობლად აქვეითებს ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკებს.ძვლების სიმტკიცე და სისხლის შედედებამწვანე ხახვი არის K ვიტამინის საუკეთესო წყარო. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმში კალციუმის სწორად ათვისებასა და ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცის შენარჩუნებაში, რაც ოსტეოპოროზის საუკეთესო პრევენციაა. ასევე, K ვიტამინი პასუხისმგებელია სისხლის ნორმალურ შედედებაზე.საჭმლის მონელების გაუმჯობესება და წონის კონტროლიმწვანე ხახვი მდიდარია მცენარეული ბოჭკოთი (უჯრედისით), რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას და ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის განვითარებას. მას აქვს ძალიან დაბალი კალორიულობა, თუმცა კერძებს აძლევს მდიდარ არომატს, რაც გვეხმარება მარილის მოხმარების შემცირებაში და იდეალურია მათთვის, ვინც წონის კლებასა თუ ჯანსაღი ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავს.წყარო

აჯიკა

1793714340

რატომ არ შეიძლება აჯიკისა და ტყემლის პლასტმასის ბოთლში შენახვა - ექიმის გაფრთხილება

ექიმი ნუტრიციოლოგი და კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ საკვები პროდუქტების შესანახი ჭურჭლის შერჩევისას და რომელ შემთხვევებში შეიძლება ჭურჭლის მასალამ რისკები შექმნას.როგორც მარი მალაზონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ აღნიშნა, ღვინის, აჯიკის, ტყემლისა და ძმრის პლასტმასის ჭურჭელში შენახვა არ არის რეკომენდებული.მისივე განმარტებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ მომინანქრებული, ე.წ. ემალირებული ჭურჭლის მდგომარეობასაც. თუ მინანქარი დაზიანებულია, მისი გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი.„ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს“,- აცხადებს მარი მალაზონია.ნუტრიციოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა კარგად შეაფასონ ჭურჭლის დანიშნულება და მასალა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სხვადასხვა პროდუქტის ხანგრძლივად შენახვას ეხება. 

xorci

1793713500

როგორ გავარჩიოთ ვირის და ცხენის ხორცი საქონლისგან - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაცია

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრობს თემაზე - როგორ შეიძლება გაარჩიოს მომხმარებელმა ვირის და ცხენის ხორცი საქონლის ხორცისგან.„მომხმარებლისთვის ხშირად ძალიან რთულია გაარჩიოს, რომელია ვირის, რომელია ცხენის და რომელია საქონლის ხორცი. არსებობს რამდენიმე ნიშნული - მაგალითად, ცხენს უფრო განიერი ნეკნები და მუქი ფერის ხორცი აქვს, ვიდრე საქონელს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხორცის ზუსტი გარჩევა მხოლოდ პროფესიონალ ვეტერინარს შეუძლია.ლაბორატორიული კვლევის გარეშე ზუსტად დადგენა, რისი ხორცია, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, რომ მომხმარებელმა შეიძინოს შემოწმებული, ბეჭედდარტყმული ხორცი, რომელსაც ვეტერინარი ამოწმებს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ბეჭედი ჰქონდეს დარტყმული ვირის ან ცხენის ხორცს.გირჩევთ, ხორცი შეიძინოთ მხოლოდ ორგანიზებულ ადგილებში - მაგალითად, მარკეტებში ან სპეციალიზებულ ობიექტებში, სადაც პროდუქტი ინახება მაცივარში და მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი. ასეთ ადგილებში ხორცის შემოწმება რეგულარულად ხდება.მომხმარებელი უნდა დააკვირდეს, რომ მთლიანი ხორცი ან საქონელი თვალსაჩინოდ ჩანდეს და ჰქონდეს შესაბამისი ბეჭედი.საქონლის შემთხვევაში, ბეჭდის დარტყმა ხდება წინა ბარკლებზე და მხრებზე - საერთო ჯამში ოთხ ადგილზე. თავზე ბეჭდის დარტყმა აკრძალულია, რადგან მისი რეალიზაცია არ შეიძლება.ღორის ხორცის შემთხვევაში კი მეხუთე ბეჭედი თავზე იდება.გარდა ბეჭდებისა, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფორმა №2, რომელიც ადასტურებს, რომ ხორცი ვეტერინარულად შემოწმებულია“, - ამბობს ირაკლი არაბული.

ტატუ

1793713200

„ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება ტატუს მელანზე

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ტატუს მელნის შესაძლო გავლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტატუს პიგმენტებმა შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული რეაქციები გამოიწვიოს.მისი თქმით, ტატუს მელანი ლიმფურ კვანძებში გროვდება, რაც ანთებით პროცესებთან და იმუნური პასუხის ცვლილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.„ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის. ტატუს ანუ სვირინგის მდგრადობას საღებავის პიგმენტი განაპირობებს, რომელიც ადამიანის სხეულის შიგნით არსებულ ბიოლოგიურ სითხეებს ძალიან ძნელად ერევა.შავი პიგმენტი ძირითადად ნახშირიდან მიიღება, ხოლო ფერადი პიგმენტების შემთხვევაში საქმე საწარმოო წესით მიღებულ ორგანულ ნაერთებთან გვაქვს. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ეს პიგმენტები პლასტმასის, სხვადასხვა ლაქის ან საღებავის წარმოებისთვის იყო გამიზნული, რის გამოც ტატუს მელნის უსაფრთხოება და ტოქსიკურობა მეცნიერებში დავას მუდმივად იწვევდა,“ — აცხადებს მარი მალაზონია. 

მიხაკი

1793712540

„მიხაკი საღეჭი რეზინის ნაცვლად“ - სპეციალისტების რეკომენდაცია მიხაკის სასარგებლო თვისებებზე

მიხაკს, როგორც სამკურნალო საშუალებას, ძალიან აქტიურად იყენებენ ჩინურ მედიცინაში. თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამ მცენარეს მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.მიხაკი შეიცავს პროვიტამინ A-ს, იგივე ბეტაკაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, ვიტამინც C-ს, E-ს, ომეგა 3-ს, ეთერზეთებსა და მრავალ მინერალს.მიხაკის საშუალებით ქრონიკული ანგინის განკურნებაც კი არის შესაძლებელი.გამხმარ მიხაკი ეფექტურია.1. წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგანდღეში 2-ჯერ, ჭამის წინ, 30 წუთით ადრე, დაღეჭეთ რამდენიმე გამხმარი მიხაკი და პარაზიტები აღარ შეგაწუხებენ.2. პირის ღრუს სამკურნალოდსაღეჭი რეზინის მაგივრად ღეჭეთ მიხაკი და საბოლოოდ დაემშვიდობეთ პარადონტოზს, ღრძილების ანთებას და სტომატიტს.მიხაკი ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში.თუ ატყობთ, რომ ყელი გტკივდებათ, ჩაღეჭეთ მიხაკი.3. უებარია საჭმლის მონელებისთვისიმისათვის, რომ მიხაკმა მოგიწესრიგოთ საჭმლის მონელების პროცესი, ჭამამდე ცოტა ხნით ადრე ჩაღეჭეთ 2 ცალი გამხმარი მიხაკი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში ეს მეთოდი აბსოლუტურად მისაღებია.მიხაკი ასევე კურნავს კოლიტს, მეტეორიზმს.

ნატა გაუგა

1793712000

რა ტიპის დიეტის დაწყებაა სარისკო შემოდგომაზე - ნატა გაგუას რჩევა

შემოდგომაზე ორგანიზმში გარდაქმნა იწყება. გთავაზობთ ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას საშემოდგომო რჩევებს:ნუ გამოსცდით იმუნიტეტსშემოდგომა რადიკალური დიეტების დრო არ არის. ამ სეზონზე გირჩევთ, თქვენი იმუნიტეტი დაინდოთ,  მას მკაცრ გამოცდას ნუ მოუწყობთ. გაითვალისწინეთ, წინ ზამთარი გველის, რომელსაც აუცილებლად გაძლიერებული იმუნური სისტემით უნდა შევხვდეთ.აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ იმუნიტეტის გაძლიერებას ზოგჯერ არასწორად იგებენ და მას გაძლიერებულ კვებასთან აკავშირებენ. ბევრი წონის კონტროლს საერთოდ ივიწყებს იმ მიზეზით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თბილ სამოსსა და ქურთუკებში გამოწყობილებმა, ზედმეტი კილოგრამები შეგვიძლია იოლად დავმალოთ.ერიდეთ ნაყროვანებას, ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს.იმუნიტეტის გასაძლიერებლად კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო:ჯანსაღი კვება (ანტიოქსიდანტებით  მდიდარი საკვები, ასაკის შესაბამისი კვება);წყლის სწორი მიღება  (ადამიანმა 1 კგ მასაზე უნდა მიიღოს მინიმუმ 30 მილილიტრი წყალი. ეს რეკომენდაცია განკუთვნილია მხოლოდ ნორმალური მასის ან ამ მასასთან  ახლოს მყოფი ადამიანებისთვის. წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია წელიწადის დროზე, დღის პერიოდზე, ამინდზე,  ასაკზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ა.შ. წყლის დალევა სასურველია საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან მინიმუმ ერთ საათში. მიღებული წყლის ტემპერატურა უმჯობესია, იყოს სხეულის ტემპერატურასთან ახლოს;ფიზიკური აქტივობა (მნიშვნელოვანია, ფიზიკურ დატვირთვასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა. ასევე გასათვალისწინებელია ასაკი და ფიზიოლოგიური თავისებურებები. მთავარია  რეგულარობა);კონტრასტული შხაპი (პროცედურა დაიწყეთ ტემპერატურის მცირე ცვალებადობით. თბილი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38 გრადუსს, გრილი წყლის კი 28 გრადუსს. უმჯობესია, შხაპი დილით მიიღოთ);მოწესრიგებული ძილის რეჟიმი (ძალიან მნიშვნელოვანია ძილი 17-18 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ეს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ – გარემოს ტემპერატურა ხომ პირდაპირ განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლის და ასაკობრივი ცვლილებების განვითარების ტემპს. ჯანმრთელ ადამიანს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სიღრმის ძილი აქვთ. ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ნორმაც – 7/8 საათი – პირობითია. ზოგიერთს 9/10-საათიანი ძილი სჭირდება, ზოგს კი  4/5 საათი ყოფნის.  არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ძილი ორგანიზმის ბუნებრივი დასვენებაა, რომელიც თქვენს სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს, გამოფიტვისგან იცავს თავის ტვინის ქერქის უჯრედებს და აღადგენს იმ ენერგიას, რომელიც სიფხიზლის პერიოდში იხარჯება);ემოციური განტვირთვა  (დროდადრო შეგიძლიათ მოდუნდეთ და აკეთოთ ის, რის უფლებასაც თავს ჩვეულებრივ, არ აძლევთ);მავნე ჩვევებზე უარის თქმა.აქვე ჯანსაღ კვებას მცირედით განვმარტავ: ასეთი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. სასურველია, კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. დღის რაციონი უნდა იყოს ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტების ხარისხიც.ამასთან, არ დაივიწყოთ ისიც, რომ შემოდგომა ჩვენი ჯანმრთელობის რეგულარული გაკონტროლების დროცაა – ზამთრის დადგომამდე, სასურველია, ორგანიზმის კომპლექსური სამედიცინო შემოწმებაც ჩაიტაროთ.მასალა მომზადებულია ნატა გაგუას ბლოგის მიხედვით

როგორ მოვუაროთ მცენარეებს შემოდგომაზე

1793697600

როგორ მოვუაროთ მცენარეებს შემოდგომაზე

მცენარეებისთვის გაზაფხული და ზაფხული ყველაზე აქტიური პერიოდია. ამ დროს ხდება მათი გადარგვა, განაყოფიერება და სწრაფი ზრდა. ასეთ მკვეთრ ცვლილებებს კი გრილი სეზონები აბალანსებს. შემოდგომასა და ზამთარში შესაძლოა ჩვენმა მცენარეებმა შეანელონ ზრდა და გადავიდნენ დასვენების, მიძინების ფაზაზე, რამაც არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ გაგიზიარებთ 5 რჩევას, თუ როგორ შეუქმნათ კომფორტული გარემო მცენარეებს გრილ დღეებში.შემოდგომის დადგომასთან ერთად ტემპერატურა დაბლა იწევს და ჩვენი მცენარეების მორწყვის საჭიროებაც მცირდება. წყალი უფრო ნელა ორთქლდება ნიადაგიდან, ვიდრე თბილ ამინდებში. ამიტომ დააკვირდით რა პერიოდი სჭირდებათ თქვენს მცენარეებს წყლის ასათვისებლად და ამის მიხედვით მოარგეთ მორწყვის გრაფიკი. უმჯობესია არ მორწყათ, სანამ ნიიადაგის ზედა 3 სმ-ზე წყალი არ გაშრება. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი რეკომენდაციაა, რადგან თითოეულ მცენარეს სხვადასხვა საჭიროება აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძიოთ ინფორმაცია მის შესახებ და მიუდგეთ ინდივიდუალურად. თუ ნიადაგი დიდი ხნის განმავლობაში სველი დარჩება, ამან შესაძლოა სოკოს გაჩენაც გამოიწვიოს. იშვიათად გამოიყენე სასუქიორგანული სასუქი შესანიშნავია მცენარის საკვები ნივთიერებების შესავსებად, ის იდეალურად მოქმედებს გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა მცენარე ზრდის ფაზაშია. ხოლო თუ მცენარე მიძინების ფაზაშია, განსაკუთრებით კი ზამთარში, სასუქმა შესაძლოა დაწვას მისი ფესვები.3. „მოაწესრიგეთ“ თქვენი მცენარემიძინების პერიოდი შესანიშნავი დროა მცენარის მოსაწესრიგებლად. მოაშორეთ გაფუჭებული, მოყვითალო ფოთლები და ნებისმიერი არასაჭირო წარმონაქმნი, რომელიც ზაფხულში გაუჩნდა. ნესტიანი, სველი ქსოვილის გამოყენებით ორივე მხრიდან გაუწმინდეთ ფოთლები.4. სინათლისა და ტემპერატურის ცვლილებადააკვირიდით, როგორ მოქმედებს შემოდგომის დადგომა თქვენს სახლში განათებასა და ტემპერატურაზე? გაითვალისწინეთ, მცენარეებს არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ამიტომ მზის სხივების მისაღებად შესაძლოა მათი ადგილის შეცვლაც დაგჭირდეთ. ამასთან, გამათბობელით შესაძლოა ზოგიერთი მცენარე დაზიანდეს, გამოუშრეს ფოთლები და გაუყვითლდეს კიდეები. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გაუზარდოთ მათ ტენიანობა.5. ნუ გადარგავთ მცენარეს შემოდგომაზეთუ გადარგვა გაზაფხულზე ვერ მოახერხეთ, უბჯობესია ეს საქმე მომავალ წლამდე გადადოთ. ახალი ჭურჭელი დიდი სტრესია მცენარისთვის, ამიტომ მსგავს ცვლილებეს ზრდის პერიოდში უკეთ უმკავლდება.წყარო:

შემოდგომა

1793692140

იმუნიტეტის ასამაღლებელი 5 მარტივი და იაფი ხერხი შემოდგომაზე - მედიკოსების რჩევა

შემოდგომა სილამაზით სავსე სეზონია, თუმცა სწორედ ამ პერიოდშია ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დაუცველია ვირუსებისა და გაციების მიმართ. იმუნიტეტის გამყარება ყოველთვის არ საჭიროებს ძვირადღირებულ პრეპარატებს — საკმარისია ყოველდღიურ რეჟიმში რამდენიმე მარტივი ჩვევა დავნერგოთ. სეზონური ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურადიმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. ორგანიზმს ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება ცილები, მიკროელემენტები.მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, შავი შოკოლადი.კარგი იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს.ვიტამინებით მდიდარი საკვები — ვაშლი, ციტრუსები, სტაფილო, გოგრა და ბროკოლი — ბუნებრივი „ფარი“ არის ვირუსების წინააღმდეგ.იმუნიტეტს ამაღლებისათვის ძალიან ეფექტურია ყოველ დილით კონტრასტული შხაპის მიღება. ასევე სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლი.თბილი სითხეები და საკმარისი წყალითბილი ჩაი, განსაკუთრებით ჯანჯაფილით, ლიმონითა და თაფლით, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნას და ამშვიდებს ყელს.რჩევა: დღეში მინიმუმ 6–8 ჭიქა სითხე დალიე.ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზემოკლე სეირნობაც კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ პასუხს. ყოველდღე 20–30 წუთი სიარული საკმარისია.სრულფასოვანი ძილიიმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესის, დიდი დატვირთვის და ქრონიკული უძილობის დროს. ძილის ნაკლებობა პირველია, რაც ამცირებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს. ეცადე ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიძინო, მინიმუმ 7 საათით.სტრესის მართვა და პოზიტიური განწყობამუდმივი სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს. მოიფიქრე ის, რაც გაწყნარებს — მუსიკა, წიგნი ან სეირნობა.რჩევა: დღეში 10 წუთი სუნთქვითი ვარჯიშებისთვის გამოყავი.ოპტიმიზმი ჯანსაღი იმუნური სისტემის მთავარი პირობაა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პესიმისტები უფრო ხშირად ავადდებიან.კარგი განწყობა, სიყვარულის გამოვლინება ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და ასევე დადებითად მოქმედებს სხვებზეც.

✕