მკვლელობა ანაგაში

1761856395

მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა - კახეთში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სანადირო თოფით მეგობარმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა. დანაშაული ძველ ანაგაში მოხდა. ადგილობრივებმა გვიან ღამით ორი გასროლის ხმა გაიგეს.მოკლულის ვინაობა ცნობილია, ის 50 წლის თემურ ღვედაშვილია, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის 43 წლის ზურა ზურაშვილია დაკავებული.დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს და მომხდარი პოლიციას შეატყობინეს. ზურაშვილი უკვე გაქცეული იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.რა მიზეზით გაიმეტა მეგობარმა მეგობარი მოსაკლავად - მოტივზე დღეს „კურიერთან“ დაკავებულის ოჯახის წევრმა ისაუბრა. ახლობლების ვერსიით, ზურაბ ზურაშვილს მოკლული მუდმივად ემუქრებოდა და მკვლელობის დღეს 43 წლის მამაკაცი მხოლოდ თავს იცავდა. ირკვევა ისიც, რომ თემურ ღვედაშვილი საპატიმროდან 3 დღის გამოსული იყო.თემურ ღვედაშვილს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ის საკუთარ სახლში გადაასვენეს. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.რა იყო დანაშაულის ოფიციალური მოტივი - ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურა ზურაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ლენტა

1761816751

კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და კიდევ ერთი ადამიანი მოკლა - დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი

სიღნაღში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა და ყოფილი ცოლი დაჭრა.სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ყოფილი მეუღლე დაჭრა. მოკლულია კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად, ეჭვიანობა სახელდება.ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალადობა გოგოზე

1761759658

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი პოლიციამ უკვე დალუქა. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ ქალები, მასაჟის ნაცვლად, მომხმარებლებს სქესობრივ მომსახურებას უწევდნენ. მათ შორის იყო მოზარდი გოგონა, რომელიც გამომუშავებული თანხის ნახევარს ე.წ. დამსაქმებელს აძლევდა.„კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 28 წლის ლევან ხათაშვილი დააკავეს. მას აღმაშენებლის 108 ნომერში ე.წ. მასაჟის სალონი კიბის უჯრედთან მოწყობილ ფართში და სამსართულიანი შენობის სარდაფშიც ჰქონდა გახსნილი. ორივე დაწესებულება ახლა დაკეტილია. ადგილობრივები აქვე მდებარე სხვა საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვენ.ტრეფიკინგსა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ შეთანხმებული არ აქვს.პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა 16 წლის გოგონა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ხათაშვილის მითითებით, არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, გამომუშავებულ თანხას კი ბრალდებული ისაკუთრებდა.ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

kamo

1761337104

გარდაიცვალა კამო ეგიაზაროვი, მეტსახელად, კამო „მოსკოველი“

გარდაიცვალა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი და შეძლებული „კანონიერი ქურდი“  კამო ეგიაზაროვი, მეტსახელად,  კამო „მოსკოველი“. მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. რუსული გამოცემები წერენ, რომ კამომ წლების განმავლობაში თავისი ქონება თავადვე გაანიავა.ბოლო წლებში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო, რასაც 64 წლის ასაკში საბოლოოდ შეეწირა.

ირინა ზარუცკაიას მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება

1761296949

უკრაინელი ლტოლვილის ირინა ზარუცკაიას მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება - NBC News

აშშ-ში 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის ირინა ზარუცკაიას მკვლელობაში ბრალდებულ 34 წლის კაცს სიკვდილით დასჯა ემუქრება.NBC News-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ნაფიცმა მსაჯულებმა 34 წლის დეკარლოს ბრაუნს ბრალი უკვე წაუყენა.ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ბრაუნმა განზრახ მოკლა ახალგაზრდა ქალი.„ირინა ომს გაექცა და შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ის პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, კოლეჯში სწავლობდა, ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა, ხანდაზმულთა ცენტრში მოხუცებს ეხმარებოდა და უბნის ცხოველებზე ზრუნავდა“, - წერს ამერიკული მედია.ამერიკული მედიის ცნობით, ბრაუნს კრიმინალური წარსული აქვს, 10-ზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენით. უკრაინელი ლტოლვილი ქალის მკვლელობამდე 7 თვით ადრე ძარცვისა და ქურდობისთვის გაასამართლეს, თუმცა მოსამართლემ ის გირაოთი გაათავისუფლა.ბრაუნი ამჟამად პატიმრობაშია და მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზარუცკაიას მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა და „დემოკრატები“ გააკრიტიკა.ის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უწოდა „ცხოველი, რომელმაც არაჩვეულებრივი უკრაინელ ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა“.ტრამპიც მისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, 22 აგვისტოს მატარებელში მოკლეს.

ტელეფონი მუქარა

1760977634

„უკანონოდ ინახავდა 2 პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, ერთ-ერთს 4 000 ევრო გამოსძალა“ – დანაშაულის დეტალები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4000 ევრო გამოსძალა. თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა.პროკურატურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი 20 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება პროკურატურა

1760972020

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4000 ევრო გამოსძალა. თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა.პროკურატურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი 20 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველები

1760638951

„ამოღებულია ოქროს ზოდები და მონეტები“ - საბერძნეთში ქართველი ბანდის სამი წევრი დააკავეს

საბერძნეთში ქართველი ბანდის სამი წევრი დააკავეს.ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებულებს შორისაა 39 წლის ქალის, რომელიც სავარაუდოდ ლომბარდის მფლობელია და მოპარულ ნივთებს იბარებდა. პოლიციამ დაკავებულების სახლის ჩხრეკისას ამოიღო: პისტოლეტი,ვაზნები, პნევმატური შაშხანა, გასაღებები, ხელსაწყოების ნაკრები. ასევე ამოღებულია ოქროს ზოდები, ოქროს მონეტები სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაულები. ქართველების ბანდა ეჭვმიტანილია 9 ძარცვის საქმეში. დაკავებულებს რამდენიმე მძიმე ბრალდება წარუდგინეს: მათ შორის ორგანიზებული ბანდის წევრობა, ძარცვა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება და დაუმორჩილებლობა. 

პამელა ჯენინი

1760558137

„შერიგებაზე უარი უთხრა... პოლიციაშიც თავად დარეკა...“ - მილანში, 29 წლის მოდელი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა

იტალიური მედია 14 ოქტომბერს მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს. მილანში, 29 წლის მოდელი და მეწარმე პამელა ჯენინი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 52 წლის ბიზნესმენმა, ჯანლუკა სონჩინმა მოკლა. დანაშაული გორლას უბანში, ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.როგორც იტალიური მედია წერს, პამელა პარტნიორთან შერიგებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, სონჩინმა ის სასიკვდილოდ გაიმეტა.„კაცმა ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი, აივანზე გაათრია და დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - წერს ადგილობრივი მედია მეზობლებზე დაყრდნობით. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა და ყელის არეში დაზიანება მიიყენა. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.მომხდარზე გამოძიება გრძელდება.პამელა ჯენინი მოდის ინდუსტრიაში ცნობადი სახე იყო. ის 16 წლიდან მოდელად მუშაობდა, 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო რეალით შოუში „ადამისა და ევას კუნძული“. იყო მეწარმე იყო და განაგებდა ბრენდს, რომელიც საცურაო კოსტიუმებს აწარმოებდა.

ჭია და ხუტუ

1760557228

ფოტოზე არიან ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ და ირაკლი ყალიჩავა იგივე „ხუტუ“ - ბოლო ცნობები მათ შესახებ

ექსკლუზიურ ფოტოზე, რომელიც რუსულ მედიაში ვრცელდება ორი „ქართველი კანონიერი“ ქურდი ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ და ირაკლი ყალიჩავა იგივე „ხუტუ“ არიან გამოსახულნი. „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი მეტსახელად „ჭია“ 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა.ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენელია.მისი „კორონაცია“ 2014 წელს მოხდა.ლაშა ბარათელის სახელი ქართულ მედიაშია არა ერთხელ გაჟღერებულა. ბოლოს მისი სახელი ახალგაზრდა ქალის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, რაც მალევე უარყო „ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა“.რაც შეეხება, ირაკლი ყალიჩავას მეტსახელად „ხუტუს“ ის 2018 წელს უკრაინიდან გააძევეს. მაშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ყალიჩავა მოქმედი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სიაშია. ის ოდესაში დააკავეს. ყალიჩავას სხვა პირის უკრაინული დოკუმენტები ჰქონდა.

დაკავება

1760033662

დაკავებულია 35 წლის კაცი, რომელსაც ბინაში ნარკოტიკული ნივთიერებები მოჰყავდა

მინის ქილებში მოთავსებული სოკო, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკვებია. თუმცა, ის რაც კადრებში ჩანს ფსილოციბინის შემცველი სოკოა. ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც სპეციალურად ამზადებენ და სიცოცხლისთვის მცირე დოზაც კი საშიშია.ადგილი, სადაც საშიში ნარკოტიკული საშუალება მზადდებოდა, სამართალდამცველებმა იპოვეს და 35 წლის მამაკაცი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, მას ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ახლა გამოძიება არკვევს, თუ როგორ მოიპოვა ფსილოციბინის შემცველი სოკო ახალგაზრდა მამაკაცმა.პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში 30 ქილაში გადანაწილებული ფსილოციბინის შემცველი სოკო, კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ჩანს. ვიდეო მასალით ირკვევა, რომ დანაშაულის ადგილას კულტივირებისთვის სათბურიც იყო მოწყობილი.ნარკოდანაშაულის ადგილი პეტრიწის ქუჩაა. 35 წლის მამაკაცის მეზობლები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ოჯახი თითქმის არავისთან კონტაქტობდა, დანაშაულის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.35 წლის მამაკაცს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას, კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. არ არის გამორიცხული, ბრალი დამძიმდეს და რეალიზაციის ფაქტი დადასტურდეს. ამ ვერსიას ჩხრეკის შედეგად ამოღებული კონკრეტული ნივთმტკიცებები ამყარებს. მათ შორისაა ელექტრო სასწორი და დაფასოებისთვის საჭირო სხვა მასალები.35 წლის მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი."კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ. საპოლიციო ღონისძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის ლენტი

1759951092

ახმეტაში კაცი დაჭრეს - მომხდარის დეტალები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს. ფაქტი სოფელ ზემო ხოდაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. დაჭრილს მძიმე დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.ამ დროისათვის, მამაკაცი თელავში ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.