ზურაბ ცინცქილაძე

1793828220

VIDEO: „დამბეზღებლები არიან ისინი, ამ დაბეზღებაში იღებენ ფულს...“ - ზურაბ ცინცქილაძე

„დამბეზღებლები არიან ისინი, ამ დაბეზღებაში იღებენ ფულს...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ზურაბ ცინცქილაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თაბისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ზურაბ ცინცქილაძე

1793828130

VIDEO: „გააქტიურდებიან უფრო ეს გაცვეთილი მაბეზღარები და ფრთხილად უნდა ვიყოთ “ - ზურაბ ცინცქილაძე

„გააქტიურდებიან უფრო ეს გაცვეთილი მაბეზღარები და ფრთხილად უნდა ვიყოთ...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ზურაბ ცინცქილაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში განაცხადა. 

ლევან სუხიტაშვილი

1793826197

VIDEO: „მაშინ ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა, უბრალოდ, იმ ჯალათების პერიოდში არავის ჰქონდა იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა ამოეღო“ - ლევან სუხიტაშვილი

„მაშინ ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა, უბრალოდ, იმ ჯალათების პერიოდში არავის ჰქონდა იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა ამოეღო...“ - ამის შესახებ მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ციცინო შავაძე

1793825824

VIDEO: ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კი არა, დიდი ხანია, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ვაპირებ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ შევიტანო სარჩელი - როინ შავაძის მეუღლე

„მე ვფიქრობ, რომ ის იყო სისტემური დანაშაული და არა ერთი-ორი დანაშაული. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით არაერთი ვაჟკაცი დახოცეს. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კი არა, დიდი ხანია, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ვაპირებ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ შევიტანო სარჩელი...“ - ამის შესახებ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ნიკოლოზ სამხარაძე

1793825793

ნიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.„ამას ვიხვეწებით ორწელიწად-ნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.გადაცემის წამყვანმა სტუმარს ანგარიშში მოყვანილ გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ჰკითხა, სადაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაზე, რაზეც სამხარაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის, ამ ანგარიშში სამოქალაქო საზოგადოება გაიგივებულია მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოების ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებია. ხოლო რაც შეეხება კანონს, „გრანტების შესახებ კანონი“ არეგულირებს უცხოეთიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის გადმორიცხული თანხების საჯაროობას, რადგან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საზღვარგარეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება, რაც არა მხოლოდ საქართველოშია აკრძალული, არამედ აკრძალულია მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში.მისივე თქმით, „გრანტების შესახებ კანონი“ არასოდეს არ ყოფილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შეჩერების საფუძველი.„არც „გრანტების კანონი“ იყო 2024 წლის ივნისში, არც „ფარა“ და არც სხვა კანონები, როდესაც მათ შეაჩერეს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა სამხარაძემ.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რით ხსნის იმას, რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა მიიღო ინტეგრაციის პროცესის და დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება, სამხარაძემ განაცხადა, რომ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს.„მოდიოდა არჩევნები, ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, ვითომ ასე ვთქვათ, კეთილშობილი მიზნებისთვის. რეალურად, ეს თანხები უნდა მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს და ასე ვთქვათ, ირიბად ამ თანხებით უნდა დაფინანსებულიყო პოლიტიკური პარტიების კამპანია წინასაარჩევნოდ. ჩვენ მანამდე არაერთხელ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, ევროკავშირთან ერთად, რაღაც მექანიზმი შეგვემუშავებინა, სადაც საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ რა თანხას იღებს და რისთვის ხარჯავს. ამაზე ჩვენ დაპირებაც მივიღეთ თავის დროზე, მათ შორის, ბატონი ჰერჩინსკისთანაც 2023 წელს, თუმცა ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია და შემდეგ ჩვენ შევიმუშავეთ ეს უწყინარი კანონი“, – განაცხადა სამხარაძემ. 

შავაძე

1793825453

VIDEO: „ჩემთან მოვიდა ნაცნობი ქალბატონი და მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ორჯონიკიძის ქუჩიდან აიყვანეს… მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს” - ციცინო შავაძე

,,ჩემთან მოვიდა ნაცნობი ქალბატონი და მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ორჯონიკიძის ქუჩიდან აიყვანეს, აწამეს, კონდახებს ურტყამდნენ, მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს...“ - ამის შესახებ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „არასდროს არ დამავიწყდება მისი ნაწამები სახე, უამრავი ჭრილობა ჰქონდა, დაახლოებით 40 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ფეხი, ხელი, ნიკაპი, თითები მოტეხილი ჰქონდა...“, - განაცხადა ციცინო შავაძემ. 

ნანა კაკაბაძე

1793824029

ნანა კაკაბაძე: პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე

პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას.ნანა კაკაბაძის თქმით, როდესაც 23-24 წელი ერთი და იგივე რეჟიმში იმყოფება ე.წ. პოლიტიკური გუნდი, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრება.„ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. გავიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებისთვისაც და თქვენთვისაც ცნობილია, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ვითხოვდით ჯერ კიდევ მაშინ, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. სპორტის სასახლეში ჩავატარეთ ღონისძიება, სადაც დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულებით იყო სავსე და მოითხოვდნენ სწორედ ის ადამიანები, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. ანუ, ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე. სხვანაირად, კრიმინალის ჩამოშორება პოლიტიკისგან ვერ ხერხდება და არ მოხერხდება. ეს ჩვენ ვნახეთ 9 წლის მანძილზე, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს და ეს ჩვენ ვნახეთ უკვე 14 წელზე მეტია, რაც ისინი ოპოზიციაში არიან.აქედან გამომდინარე, დასკვნა უნდა გაკეთდეს. როდესაც 23-24 წელი ერთი და იგივე რეჟიმში იმყოფება ე.წ. პოლიტიკური გუნდი, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრება. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ეს უნდა გასამართლდეს და ისინი უნდა ჩამოშორდნენ“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

როინ შავაძე

1793823978

VIDEO: „ჩვენი ტკივილი ძალიან მძიმეა...მიხეილ სააკაშვილმა, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თურმე როინ შავაძე მოღალატე ყოფილა, მოღალატე ქართველმა კაცთმოძულე ადამიანმა აღსარება თქვა ქართველი ხალხის წინაშე, რომ მან უდანაშაულო ხალხი დახოცა“ - როინ შავაძის მეუღლე

„ჩვენი ტკივილი ძალიან მძიმეა და ძალიან აუტანელი ცხოვრებით ვცხოვრობთ...მიხეილ სააკაშვილმა, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თურმე როინ შავაძე მოღალატე ყოფილა, მოღალატე ქართველმა კაცთმოძულე ადამიანმა აღსარება თქვა ქართველი ხალხის წინაშე, რომ მან უდანაშაულო ხალხი დახოცა...“, - ამის შესახებ ციცინო შავაძემე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

მიხეილ ართმელიძე

1793823671

VIDEO: „მეუბნებოდნენ, რომ თუ გინდა მეორე შვილი შეგინარჩუნოთ, გაჩუმდიო“ - მარად ართმელაძის მამა

„ისეთი ტერორი მქონდა, 2006 წლიდან 2012 წლამდე, სანამ დალოცვილი ბიძინა ივანიშვილი მობრძანდებოდა, მანამ ტერორის, ზეწოლის და მუქარის ქვეშ ვიყავი...მეუბნებოდნენ, რომ თუ გინდა მეორე შვილი შეგინარჩუნოთ, გაჩუმდიო“,  - 

ლევან მახაშვილი

1793823600

ლევან მახაშვილი: ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე

ვხედავთ, რომ წევრ ქვეყნებში ამისი [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] მზაობა არ არის. არათუ გამკაცრების, არამედ პირიქით შერბილებისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების მცდელობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.დეპუტატის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან და ობიექტურ მიდგომას ითხოვს.„უცხოური ჩარევების გამო ჩვენ ვიხილეთ არაერთი ელჩის გაძევება ევროკავშირში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთ ქვეყანაში არჩევნები გააუქმეს უცხოური ჩარევების გამო. არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ ბრიუსელისგან, ვითხოვთ სამართლიან, ობიექტურ მიდგომას ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე და ამ ფორმით მზად ვარ ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე. თბილისი მზად არის დიალოგისთვის იმ მიზნით, რომ პრობლემური საკითხები მოვაგვაროთ და სადაც შესაძლებელია, კომპრომისებზე წავიდეთ“, - აღნიშნა მან.მახაშვილმა ასევე უპასუხა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოლდოვა-უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.„მე არ მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო ამ ქვეყნებზე, ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს რაც ხდება იქ, ჩვენ არავის ვედრებით, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ ამ შედარებების გაკეთებას, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში გვადარებენ ხან უკრაინას, ხან მოლდოვას, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მარად ართმელაძის მამა

1793823253

VIDEO: „ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ბიჭები დახოცეს...,ჩემი შვილი იყო თავზე გაკვეთილი, ყველა ორგანო ჰქონდა ამოცლილი“ - მარად ართმელაძის მამა

„ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ბიჭები დახოცეს...,ჩემი შვილი იყო თავზე გაკვეთილი, ყველა ორგანო ჰქონდა ამოცლილი...“, - ამის შესახებ ნავთლუღში ჩაცხრილული მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელიძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

მარად ართმელაძის მამა

1793823036

VIDEO: „სააკაშვილი კომფორტში ზის და როგორც უნდა ისე ატარებს დროს, ჩვენი შვილები საფლავში წვანან, მე საფლავზე ვკოცნი ჩემს შვილს“ - მარად ართმელაძის მამა

„სააკაშვილი კომფორტში ზის და როგორც უნდა ისე ატარებს დროს, ჩვენი შვილები საფლავში წვანან, მე საფლავზე ვკოცნი ჩემს შვილს“, - ამის შესახებ ნავთლუღში ჩაცხრილული მარად ართმელაძის მამამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

✕