ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

1761928342

ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ნოდარ ტატალიშვილი ესწრებოდნენ.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დაწესებულების მუშაობის სპეციფიკითა და საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ პირობებზე, დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე.როგორც, ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან საბავშვო ბაგა-ბაღებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველაფერი გაკეთდება, როგორც აღსაზრდელთათვის, ისე დასაქმებული პერსონალისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

ვარლამ წიკლაური „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა

1761928235

ვარლამ წიკლაური „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან რუბენ კარაპეტიანთან და ნოდარ ტატალიშვილთან ერთად  „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა.შეხვედრაზე  ვარლამ წიკლაურმა  მუნიციპალიტეტისათვის „ახალციხის ციხის“, როგორც  მთავარი ტურისტული ცენტრის და სავიზიტო ბარათის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალციხის მერიის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება მისი კიდევ უფრო  განვითარებისათვის.ვარლამ წიკლაურმა „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს  მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ტურისტულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის,  ვიზიტორების მზარდი რაოდენობის და გასული წლის სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  ასევე, ისაუბრა ციხის ტერიტორიაზე  განხორციელებულ  სამუშაოებზე,  ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე.

ონის ახალი მერი

1761893905

პაპუნა მარგველიძემ ონის ახალი მერი დავით ლობჯანიძე თანამშრომლებს წარუდგინა

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით ლობჟანიძე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა.სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ლობჯანიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მუნიციპალიტეტს ბევრ სიკეთეს მოუტანს. პაპუნა მარგველიძემ ონის ყოფილ მერს სერგი ხიდეშელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.დავით ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და ამომრჩევლის ნდობა მას აკისრებს პასუხისმგებლობას, მაქსიმუმი გააკეთოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გამომიცხადეთ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ყოველდღიურად ვიმუშაო სრული პასუხისმგებლობით ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობითა და პროფესიონალიზმით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა დავით ლობჯანიძემ.შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

1761830068

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ რაზმაძემ გახსნა.მან დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს  ზურაბ კოპაძეს  გადასცა.საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა გელაშვილი.დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ფერაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით,  ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ფერაძე დამტკიცდა.საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ  პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე ნიკოლოზ კიკნაძის, რევაზ ლაშხის და გენადი მუმლაძის კანდიდატურები დაასახელა.საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.ასევე, ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ოთარ არბოლიშვილი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - სალომე თედელური; საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის კომისიის - თავმჯდომარე ელზა კუჭუხიძე; აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მერაბ იობაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე -  მამუკა ლურსმანაშვილი.დეპუტატებმა, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ფრაქცია ,, ხალხის ძალას" თავმჯდომარე ივანე შალუტაშვილი.მე-8 მოწვევის საკრებულო და თითოეული დეპუტატი, უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

ახალციხეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა გაიმართა

1761824150

ახალციხეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერი ვარლამ წიკლაური  ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ  სხდომას დაესწრო.საკრებულოს პირველი სხდომა  ახალციხის №37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა გახსნა.  მან არჩევნების შედეგები შეაჯამა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 4 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა.ვარლამ წიკლაურმა დეპუტატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ერთობლივი ძალისხმევით მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოს პირველ სხდომაზე ცნეს საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება.სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბა კბილაშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით ტაბატაძე, ხოლო მოადგილეების თანამდებობებზე - ბესიკ ბლიაძე  და ჰამბარცუმ ბაბოიანი აირჩიეს.

ბორჯომის მერი

1761730155

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მუშაობას შეუდგა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მამუკა გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.მამუკა გელაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ბორჯომელ ამომრჩევლებს, ყოფილ მერ ოთარ არბოლიშვილს, ასევე მერიის თითოეულ თანამშრომელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის.მამუკა გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომი როგორც ტურისტული ქალაქი, კიდევ უფრო განვითარდება.ახალარჩეულმა მერმა თანამშრომლებს ასევე წარუდგინა მერის მოადგილეები. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს გიორგი ტაბატაძე, ხოლო მერის ახალი მოადგილე ბიბო პაპიძე იქნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერი ვარლამ წიკლაური მუშაობას შეუდგა

1761727198

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური მუშაობას შეუდგა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ვარლამ წიკლაური დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.ახალი ხელმძღვანელი  მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების დირექტორებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა ყოფილ მერს ირაკლი ლაზარაშვილს და მერიის თითოეულ თანამშრომელს  გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.  მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობით მომავალი ოთხი წელიც  ნაყოფიერი და წარმატებული  იქნება მუნიციპალიტეტისთვის. „კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისათვის, თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ძალიან დიდი მხარდაჭერა ნიშნავს, დიდ პასუხისმგებლობას და მოლოდინს, რომელიც მოსახლეობას აქვს ჩვენგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩემი მთავარი მიზანია,  რაც შეიძლება მეტად ვიყოთ საქმეზე ორიენტირებული და მაქსიმუმი გავაკეთოთ  მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის“ - განაცხადა შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა. დღესვე,  ვარლამ წიკლაურმა თანამშრომლებს მერის მოადგილეები წარუდგინა. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს რუბენ კარაპეტიანი,  ასევე მერის ახალი მოადგილე იქნება ნოდარ ტატილაშვილი, რომელსაც საფინანსო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გომბორი ხანძარი

1761685660

გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტყეში ხანძარია

გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტყეში ხანძარია.წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი  ტყის ქვედა საფარს უკიდია.მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, გომბორის უღელტეხილზე იმყოფებიან და  შემთხვევის ადგილზე მისვლას ცდილობენ.დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე,  ამ დროისთვის არ არსებობს.ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი და მასშტაბი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

1761653204

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.ამ დროისთვის, საყვავილე სივრცეებში, პრიმულას და მიხაკის ჩითილების დარგვა მიმდინარეობს.უახლოეს პერიოდში, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, რაც მრავალწლიანი ხეების აკვრა-შეფუთვას ითვალისწინებს.მიმდინარე წელს, ბათუმის ბულვარს ახალი სკვერი, განახლებული კომპოზიციებით შექმნილი საყვავილეები და 3 000 ძირი ახალი ხე-მცენარე შეემატა.

ბორჯომი

1761652142

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი „თორის“ და „საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ბორჯომის  საფეხბურთო გუნდი „თორის“  და გარეჯის  „საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო.მატჩი ,,თბილისის ლიგა" 2012 ,,ბ" ჯგუფის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და „თორის“ გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა. საფეხბურთო გუნდი ,,თორი" ლიგის ჩემპიონია.ბორჯომის ახლადარჩეულმა მერმა მამუკა გელაშვილმა  საფეხბურთო გუნდ ,,თორს" გამარჯვება მიულოცა და მიმდინარე ტურნირზე წარმატება უსურვა.

მური

1761639875

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მურის კლდე-კარში, ახალი განათება მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში,მურის კლდე-კარში, ახალი განათება მოეწყო.განათდა ისტორიული მურის ციხეები, ,,მწვანე თეატრი" და მიმდებარე ტერიტორია.პროექტი ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 65 000 ლარს შეადგენს.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი

1761639796

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის ინტერიერი და ექსპოზიცია განახლდა

განახლებული მუზეუმი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნატო ზაქარიაძე.ღონისძიებაზე ცაგერის კულტურის ცენტრმა წარადგინა ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი.ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრები, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.ლადო ასათიანის სახლ-მუზემი მზადაა, უმასპინძლოს ვიზიტორებს.მუზეუმის რენოვაციის პროექტი მწერალ აკა მორჩილაძის კონცეფციით და ხელოვნების ისტორიის დოქტორის,მარიამ კაკაბაძის  კურატორობით, თიბისი ბანკის დაფინანსებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერთ განხორციელდა.