1743412514
Nebula AI Hub-მა Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი და Fastoo-სთან სპონსორობის შეთანხმება გააფორმა
Nebula AI Hub-მა, ხელოვნური
ინტელექტისა და
ტექნოლოგიური უნარების
განვითარების მიზნით,
Mastercard-თან თანამშრომლობის
მემორანდუმი და Fastoo-სთან
სპონსორობის შეთანხმება
გააფორმა.Nebula AI HUB-ი ქუთაისის
მულტიფუნქციური ცენტრის
ბაზაზე, Fastoo-ს მხარდაჭერით,
ხელოვნური ინტელექტის
განვითარების მიზნით
შექმნილი პლატფორმაა,
რომელიც ქუთაისელ
ახალგაზრდებს მრავალ
საგანმანათლებლო და
კარიერულ შესაძლებლობას
ჰპირდება.შეთანხმებები
ოფიციალურად 28 მარტს
გაფორმდა: თანამშრომლობის
მემორანდუმს ხელი
მოაწერეს Nebula AI Hub-ის
დირექტორმა ნატალია
პატარიძემ და Mastercard-ის
რეგიონულმა
ვიცე-პრეზიდენტმა დავით
ზღუდაძემ, ხოლო
სპონსორობის შეთანხმებას -
ნატალია პატარიძემ და Fastoo-ს
გენერალურმა დირექტორმა
ვახო ჭითავამ.სტრატეგიული
პარტნიორობის ფარგლებში
შეიქმნა საგანმანათლებლო
კურსები ხელოვნური
ინტელექტის (AI), ფინანსური
განათლების, ელ. კომერციისა
და კიბერუსაფრთხოების
მიმართულებებით.„ჩვენი
პარტნიორობა Mastercard-თან
მნიშვნელოვან ნაბიჯს
წარმოადგენს ქუთაისის
ტექნოლოგიური
ეკოსისტემისა და მომავალი
პროფესიონალების
გაძლიერების
მიმართულებით. ჩვენს მიერ
შექმნილი შესაძლებლობა
ახალგაზრდებს მისცემს
საშუალებას, გამოიყენონ
თავიანთი ცოდნა რეალურ
სამყაროში, შექმნან
მომავლის კარიერული
პერსპექტივები და ხელი
შეუწყონ ქვეყნის
ტექნოლოგიურ წინსვლას“, -
განაცხადა ნატალი
პატარიძემ.ხელოვნური
ინტელექტის (AI)
განვითარების სრული კურსი
2025 წლის აპრილიდან
დაიწყება. 8 კვირიანი
კურსის დასრულების შემდეგ,
სტუდენტები შეძლებენ
დამოუკიდებლად შექმნან AI
თულები, მათ შორის AI-ით
მართული ჩატბოტები,
სურათების ამოცნობის
მოდელები, პროგნოზირებადი
ანალიტიკის თულები, AI
რეკომენდაციის
ალგორითმები AI-ით
გენერირებული კონტენტი და
ვებ-აპლიკაციები. თეორიული
ცოდნისა და საჭირო
უნარების გამოყენება კი,
სხვადასხვა მიმართულებით
- ფინანსებში,
მარკეტინგში, ელ.
კომერციასა და მედია
ინდუსტრიებში
შეეძლებათ.„Mastercard-ში ჩვენ
გვჯერა, რომ Tech განათლების
ხელშეწყობა არის
უზრუნველყოფილი მომავლის
და ეკონომიკური ზრდის
გასაღები. ჩვენი
პარტნიორობა Nebula AI Hub-Tan
განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა, რადგან ის
ცხადად გამოხატავს ჩვენს
ვალდებულებას, საჭირო
უნარებითა და ცოდნით
უზრუნველვყოთ
პროფესიონალთა შემდეგი
თაობა და გავაძლიეროთ
ქვეყნის ტექნოლოგიური
ლანდშაფტი. ამ სტრატეგიული
პარტნიორობის მეშვეობით,
მონაწილეები მიიღებენ
თეორიულ და პრაქტიკულ
ცოდნას დღესდღეობით
ყველაზე მნიშვნელოვან და
მოთხოვნად
მიმართულებებში. ჩვენი
სურვილია დავეხმაროთ
პირადად მათ კარიერულ
გაძლიერებაში, ხოლო
ქვეყანას, ეკონომიკურ
წინსვლაში“, - განაცხადა
დავით ზღუდაძემ, Mastercard-ის
ვიცე-პრეზიდენტმა
საქართველოსა და
სომხეთში.“Fastoo, როგორც
ქართული ფინანსური
ინსტიტუტი და ონლაინ
გადახდების პლატფორმა, Tech
მიმართულების
განვითარებას ჩვენს
რეგიონში სტრატეგიულ
მნიშვნელობას ანიჭებს და
ერთ-ერთი დიდი
გულშემატკივარია. არა
მხოლოდ Fastoo-ს, ნებისმიერი Tech
მიმართულების
კომპანიისთვის,
განვითარებისა და ზრდის
ეტაპზე, უპირველესი
წინაპირობაა ჰყავდეს
პროფესიონალი კადრებით
დაკომპლექტებული გუნდი. Nebula
AI HUB სწორედ ამ მიზანს
ემსახურება და
შესაბამისად მათთან
პარტნიორობით ჩვენი სრული
მხარდაჭერა და ხელშეწყობა
ექნებათ სტუდენტებს, რათა
მიიღონ სრულყოფილი,
ხარისხზე ორიენტირებული
განათლება, დასაქმდნენ
ღირსეულად და განავითარონ
საკუთარი კარიერა”, -
განაცხადა ვახო ჭითავამ,
fastoo-ს გენერალურმა
დირექტორმა.Nebula AI HUB-ის მიზანი
ახალგაზრდებისთვის ცოდნის
მიცემასთან ერთად, მათ
პროფესიულ განვითარებასა
და დასაქმებაში
ხელშეწყობას წარმოადგენს.
Nebula AI HUB სივრცეა, სადაც
ტექნოლოგიური ცოდნა და
მეცნიერება
ახალგაზრდებისთვის
კოსმოსური პოტენციალის
გასაღებად იქცევა.