ტიკ ტოკი

1778963090

ცნობილი „ტიკ-ტოკ“ ინფლუენსერი ქმარს დაშორდა

ცნობილი „ტიკ-ტოკ“, მარიამ დავითაძე ინფლუენსერი ქმარს დაშორდა. დაშორების შესახებ დავითაძემ გამომწერებს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაუზიარა. „მეგობრებო, უსაყვარლესები ხართ, კითხვაზე მეტი კომპლიმენტი და გამამხნევებელი შეტყობინება იყო. რაც შეეხება კითხვების 80% მიხვდებით, რაც იყო. ვიცას გული გტკივათ, იმათ გპასუხობთ, კი, აღარ ვართ ერთად მე და გიო, იმაზე დიდი ხანია, ვიდრე იცით, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მეექვსე კლასიდან ასეა და ეს არ შეიცვლება, მოსმენილი ჭორები და „თვალით დანახული“ამბები, ყველაფერი ტყუილია“, - წერს მარიამ დავითაძე სოციალურ ქსელში.  

პრინცი

1778961429

ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძის საქმრო, ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინცი ვიდეომიმართვას ავრცელებს.„მენტალური ჯანმრთელობის ცნობადობის თვეა. ივარჯიშე და იკვებე რამდენიც გინდა, მაგრამ თუ შენს თავში არსებულ ხმაურზე არ მუშაობ, მოუშუშებელ ტრავმებსა და ხასიათის ნაკლოვანებებს არ კურნავ, მაინც არაჯანსაღი დარჩები. თუ ნამდვილი სიმშვიდე, შინაგანი სავსება, განკურნება და ცხოვრების ყველა მიმართულებით სიუხვის მოზიდვა გინდა - ჩემი ყოველდღიური რუტინა სწორედ ამაში დამეხმარა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ღმერთი პირველ ადგილზე დააყენე და სხვებსაც დაეხმარე...“, - წერს დარენი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. 

სს

1778879134

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ - კადრები

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი და მოდელი, არქიტექტორი ელენე შელია დაინიშნნენ.ნიშნობის აღსანიშნავად გამართული ვიწრო ოჯახური ვახშმის კადრები ელენე შელიამ სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარა.  

ევროვიზია

1778823966

ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ბულგარეთი, უკრაინა, ნორვეგია, ავსტრალია, რუმინეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, დანია და ჩეხეთი.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.

ტყუპი

1778823367

1 შანსი 55 მილიონიდან: 12-წლიანი უშვილობის შემდეგ ქალმა ერთდროულად ხუთი ტყუპი გააჩინა

ეთიოპიაში 35 წლის ქალმა ერთდროულად ხუთ ჯანმრთელ ჩვილს მისცა სიცოცხლე. 12-წლიანი დამღლელი და უშედეგო მცდელობების შემდეგ, ის სრულიად ბუნებრივი გზით დაორსულდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.მაისის დასაწყისში ეთიოპიაში, „ჰივოტ ფანას“ სპეციალიზებულ საავადმყოფოში, უნიკალური სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა: ადგილობრივმა ქალმა, ნანატრი დედობის 12-წლიანი მოლოდინის შემდეგ, რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური განაყოფიერების (ინ-ვიტრო) გარეშე, ხუთი ტყუპისცალი გააჩინა. საავადმყოფოს მთავარი ექიმის, მუჰამედ ნურ აბდულაჰის თქმით, ბუნებრივი გზით ხუთი ნაყოფის ჩასახვის შანსი დაახლოებით 1-ია 55 მილიონიდან. ახალშობილები ქვეყნიერებას გეგმური საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინნენ. თითოეულის წონა 1,3-დან 1,4 კილოგრამამდე მერყეობს, რაც, ექიმების შეფასებით, სრულფასოვანი და ჯანსაღი განვითარების ძალიან მაღალ შანსს იძლევა.თავად 35 წლის ბედრია იხსენებს, რომ ექოსკოპიურ გამოკვლევებზე ექიმები მხოლოდ ოთხ ნაყოფს ხედავდნენ. შესაბამისად, მეხუთე ბავშვის დაბადება ოჯახისთვის მოულოდნელი, თუმცა უზომოდ სასიხარულო შოკი აღმოჩნდა. პატარებს ნაიფი, ამარი, მუნზირი, ნაზირა და ანსარი დაარქვეს.

არნოლდ შვარცენეგერი

1778822879

არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს

არნოლდ შვარცენეგერი დიდ კინოს საშობაო კომედიით უბრუნდება. გამოქვეყნდა ახალი კადრი ფილმიდან „ტომრიანი კაცი“, სადაც ლეგენდარული მსახიობი სანტა-კლაუსის როლში გვევლინება.მძაფრსიუჟეტიანი კომედიის სიუჟეტი სანტა-კლაუსის გარშემო ვითარდება, რომელსაც საჩუქრებით სავსე ჯადოსნური ტომარა მოჰპარეს. შობის გადასარჩენად, სანტა იძულებულია დახმარებისთვის ყოფილ ქურდს მიმართოს.ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.ფილმი Prime Video-ს პლატფორმაზე 2026 წლის 2 დეკემბერს გამოვა.

მარიამ შენგელია

1778792639

მარიამ შენგელიას ხელი სთხოვეს - ემოციური კადრები

მომღერალ მარიამ შენგელიას თავის დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს.ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში მარიკა აროშიძე გვიზიარებს.მარიამის რჩეული გიორგი მჭედლიშვილია.ნახეთ, ვიდეო:

ჯჯ

1778739060

როგორ ულოცავენ მარიამ შენგელიას მეგობრები დაბადების დღეს

მომღერალი, მარიამ შენგელია იუბილარია. მას 24 წელი შეუსრულდა. ის უამრავ  მილოცვას იღებს.,,მუდამ იკაშკაშე და იბრწყინე" ,,საუკეთესო ადამიანი და მომღერალი ხარ"- უწერენ მარიამს.

თამუნა მუსერიძე

1778652209

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტელეწამყვანი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომელიც მეუღლეს, სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს."ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!" - წერს თამუნა მუსერიძე.რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ისაუბრა.

მჯ

1778563560

ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

პარიზულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცს“ უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელების თამაში არ მოქცეულა.სტადიონის ტრიბუნებიდან გუნდს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთელების მეუღლეებიც, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელეს.

ლიკა

1778519277

„ღმერთო ბოლო გადაპარსვა იყოს...“ – ლიკა გაგნიძე ვიდეოს გვიზიარებს

ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ ცოტა ხნის წინ დაუსვეს, სოციალურ ქსელში აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს, თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.„აი ამ სიგრძემდე მივალ მალე აუცილებლად! ღმერთო ბოლო გადაპარსვა იყოს და ახალი თმით დაგვიბრუნე ჯანმრთელობა ყველა ონკოპაციენტს, ამისთვის ვილოცებ “, – წერს ლიკა გაგნიძე  @likiita აი ამ სიგრძემდე მივალ მალე აუცილებლად🥹 ღმერთო ბოლო გადაპარსვა იყოს და ახალი თმით დაგვიბრუნე ჯანმრთელობა ყველა ონკოპაციენტს,ამისთვის ვილოცებ🙏🥹 ♬ sonido original - Music Slowed LM .

ლიზა ბაგრატიონი

1778503620

„დიდი დანატოვარი არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნივთი მაქვს, ბაბუს ვერცხლის ქამარი...“ - როგორ სახლში ცხოვრობს ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურობაზე ისაუბრა:„ასაკთან ერთად სიზარმაცემ ცოტა მოიმატა და დილას ლოგინში ყოფნა მიყვარს. ვსვამ საკმაოდ ბევრ წყალს, მერე როგორც კი ვდგები პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ, ვისხამ ყავას და მერე აუცილებლად უნდა მოვიკითხო ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი და“.