ღოღობერიძე

1793733412

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ ორ პროდუქტს, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომლის მირთმევაც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევია.„მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მასში ბევრი ნიტრატი, ნიტრიტი, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური წყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. საბოლოოდ, როცა ადამიანი გახდება 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ.მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს შემწვარი, მოიაზრება საქონლის. შემწვარი ხორცი ასევე ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას. თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მათთან ერთად, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მოიხმარო, იმიტომ, რომ მათში შემავალი ბოჭკოები შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს. ასე რომ, იკვებე უსაფრთხოდ,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

სერთიფიკატის გადაცემა

1793705034

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს WHO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს (Georgian EMT-1) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში.სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ.გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გადაუდებელი დახმარების გუნდების რეგიონულ და სტრატეგიულ მრჩეველთა შეხვედრებში.სამუშაო ვიზიტი ეთიოპიაში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ჯანდაცვა

1793693543

ნინო ნიჟარაძე მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში კარდიოლოგიურ სერვისებს გაეცნო

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში კარდიოლოგიურ სერვისებს გაეცნო. მოინახულა 84 წლის ეთერ ცინცაძე, რომელსაც სამინისტროს დაფინანსებით სარქვლის ტრანსკათეტერული ძვირადღირებული იმპლანტაცია (TAVI) ჩაუტარდა და შეხვედრა გამართა კლინიკის ექიმებთან.შეხვედრას სოციალური პროგრამების ექსპერტი, აკადემიური დოქტორი სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა, რომელმაც მედიცინის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს საპილოტე რეჟიმში დანერგილი ახალი სერვისის მნიშვნელობაზე, რაც მაღალი რისკის მქონე გულის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსებას ითვალისწინებს. საუბარი შეეხო სერვისის დანერგვის მიზნებს, მის ხელმისაწვდომობასა და უკვე მიღწეულ შედეგებს.TAVI წარმოადგენს აორტის სარქვლის ჩანაცვლების თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც ახალი სარქვლის იმპლანტაცია კათეტერის საშუალებით, ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე ხორციელდება. მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული ღია ოპერაცია უკიდურესად სარისკოა ან შეუძლებელია.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პაციენტების შერჩევა საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ინტერვენციული კარდიოლოგიის ასოციაციის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ხდება. სერვისის ამოქმედებიდან დღემდე დაფინანსებით უკვე 26-მა პაციენტმა ისარგებლა. თითოეული შემთხვევის დაფინანსება 40 000 ლარს შეადგენს.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მაღალი რისკის მქონე გულის მძიმე დაავადების მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად, არანაკლებ ორი წლის განმავლობაში არიან რეგისტრირებული. დაფინანსება სოციალური სტატუსის მიუხედავად გაიცემა.ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ოქტომბრის თვეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სამინისტროს ბიუჯეტი დამატებით 10 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უწყვეტად მიიღონ დაფინანსება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისზე.

შეხვედრა

1793691179

ჯანდაცვის სამინისტრო - პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ათენის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა.ჯანმოს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და მიდგომები გააცნეს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განიხილეს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივები.შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა გაგრძელდება.შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები, ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ათენის ოფისის ექსპერტები, რომლებიც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

ჯანდაცვა

1793443822

ირაკლი ფურცელაძე, ბათუმში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვეყანაში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარე წლის სამიზნე მაჩვენებელი 17 200 ქალის გამოკვლევას ითვალისწინებდა, საიდანაც ამ ეტაპზე, 17 000 სკრინინგული კვლევა უკვე განხორციელებულია.ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიანი კომბინირებული სკრინინგების კამპანიის ფარგლებში, სამიზნე 100 000 ბენეფიციარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, 85 000 კვლევა უკვე შესრულებულია, მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით წლის ბოლომდე მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება და განსაზღვრულ მიზნობრივ ნიშნულსაც გადააჭარბებს.ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციამ, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში მასშტაბურ კამპანია განახორციელა, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, ცენტრის თანამშრომლები და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე ესწრებოდნენ.

 რესპირატორული ვირუსი

1793306817

ვირუსები აქტიურდება - როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისგან

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რესპირატორული ინფექციების გავრცელების რისკი იზრდება. გრიპი, COVID-19 და სხვა ვირუსები განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ სივრცეებში, ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციული ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:ხელების ხშირი დაბანა - განსაკუთრებით გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ და ჭამის წინ.ოთახების რეგულარული განიავება - სუფთა ჰაერი დახურულ სივრცეში ვირუსების გავრცელების რისკს ამცირებს.ავადმყოფებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა - განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ან ქრონიკული დაავადების მქონე პირია.ხველისა და ცემინების ჰიგიენა - გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი.ვაქცინაცია - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გართულებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის.თუ რესპირატორული ინფექციის სიმპტომები გაქვთ, შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან ახლო კონტაქტს.განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით კი ჩვილები, რესპირატორული ინფექციების გართულებების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა და ხელების ჰიგიენის დაცვა ოჯახის ყველა წევრის მიერ.თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, უჩვეულოდ მოდუნებულია ან ვერ იღებს სითხეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.ექიმის გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არ არის რეკომენდებული - ისინი ვირუსებზე არ მოქმედებს. მკურნალობის საჭიროება და შესაბამისი პრეპარატები ექიმმა უნდა განსაზღვროს.

ჯანდაცვა

1793176860

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა.კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის:ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვის მიზნით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები; ბენეფიციარების მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი;  ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხი.სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.2026 წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 135-მა ოჯახმა. წლის ბოლომდე დაგემილია, ჯამში, 170 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარის გამოყოფა

სარჯველაძე

1793176695

მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზე.სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.შეხვედრებს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

ირაკლი ფურცელაძე

1793170312

ირაკლი ფურცელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.მხარეებმა, ჯანმრთელობისა და სოციალური სექტორის მდგრადობის პროგრამის კონცეფციის დოკუმენტზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სისტემაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ამასთან,  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრას სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გარემოსა და ერთიანი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნია გიუაშვილი ესწრებოდნენ.

კომისია

1793101421

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 75 ოჯახს 1 183 432 მილიონი ლარის დახმარებას გამოუყოფს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.კომისიის წევრებმა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების ან ადგილმონაცვლეობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 1 183 432 ლარი გამოეყოფათ.2026 წელს, ამავე მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება უკვე გაეწია 618 ოჯახს. აღნიშნული მიზნისთვის სულ 7 699 401 ლარია გამოყოფილი.

ჯანდაცვა

1793084136

ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება

ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი  სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.საწყის ეტაპზე,  რიგითობის შესაბამისად,  განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით  დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.დღეიდან,  მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით,  იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება,  2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს  პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ფორუმი

1793011155

მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, ასევე გლობალური პერსპექტივებისა და განვითარების საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა.მიხეილ სარჯველაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება ქვეყნებს უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.მინისტრმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სისტემაში ამ რგოლის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.„საქართველოს მიაჩნია, რომ ტრადიციული მედიცინის ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრირება სამ ფუნდამენტურ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: მეცნიერულ მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას.ტრადიციულ მედიცინას შეუძლია, შექმნას დამატებითი შესაძლებლობები ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, რეაბილიტაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მისი ინტეგრირება უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადასტურებულ მტკიცებულებებს, მკაფიო პროფესიულ სტანდარტებსა და სათანადო მარეგულირებელ ზედამხედველობას. ასევე მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კვლევების შედეგების, რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და ინტეგრირებული ზრუნვის ინოვაციური მოდელების გაზიარება ქვეყნებს დაეხმარება ისეთი მიდგომების გამოვლენაში, რომლებიც ერთდროულად შეესაბამება კულტურულ თავისებურებებს და ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას. როდესაც ვალდებულებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავდივართ, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ისეთი პირველადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბება, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პრევენციაზე, ინკლუზიურობაზე, მდგრადობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე.საქართველო კვლავ ერთგულია ამ გარდაქმნის პროცესის მიმართ და მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის ჩინეთთან და ჯანმო-სთან თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.ჩინეთის დედაქალაქში, საერთაშორისო ფორუმში ჯანდაცვის მინისტრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები, ტრადიციული მედიცინისა და ჯანდაცვის პოლიტიკის, ეროვნული თუ საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმებზე  2025–2034 წლებისთვის WHO-ს ტრადიციული მედიცინის გლობალურ სტრატეგიის ფარგლებში იმსჯელეს.ორდღიან ფორუმზე, სიტყვით გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში, მონაწილეებმა განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, მომსახურების ინოვაციური მოდელებისა ტრადიციული მედიცინის გამოყენებით. ასევე ისაუბრეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და ინტეგრირებულ მედიცინაზე. იმსჯელეს იმ გზებზეც, რომელთა მეშვეობითაც ტრადიციული მედიცინის უსაფრთხო და ეფექტიანი მომსახურება უკეთ ინტეგრირდება ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებში.საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  პაატა კალანდაძე.

✕