როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში – რას უნდა ველოდოთ თვის განმავლობაში
1793823642
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის:
ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვის მიზნით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები;
ბენეფიციარების მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი;
ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხი.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
2026 წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 135-მა ოჯახმა. წლის ბოლომდე დაგემილია, ჯამში, 170 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარის გამოყოფა