გოდი დოლიძის საღამო

1761844200

გოგი დოლიძის შემოქმედება სიცოცხლეს ვინილზე აგრძელებს - 13 ნოემბერს „თეატრი“ უმასპინძლებს მუსიკალურ საღამოს, რომელიც გოგი დოლიძის შემოქმედებას მიეძღვნება

13 ნოემბერს წისქვილის „თეატრი“ უმასპინძლებს განსაკუთრებულ საღამოს, რომელიც გოგი დოლიძის შემოქმედების ზეიმი იქნება. ღონისძიება „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“ აერთიანებს მუსიკას, სიყვარულს და ნოსტალგიის იმ შეგრძნებებს, რომლებიც გოგი დოლიძის ხმასთან და თბილისთან ასოცირდება.სწორედ ამიტომ, ამ კონცერტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ის არამხოლოდ გოგის გახსენებაა, არამედ თბილისისა და საქართველოსადმი სიყვარულის გამოხატვაა.სწორედ 13 ნოემბერს, ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლები სცენაზე გააცოცხლებენ გოგი დოლიძის ცნობილ სიმღერებს და კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ მის უნიკალურ ხმასა და დაუვიწყარ მელოდიებს. საღამოს  ნიკა წულუკიძე წარუძღვება ხოლო  მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.სპეციალური სტუმრები იქნებიან „ქართული ხმები“ და ეკა მამალაძე. კონცერტის მსვლელობისას, სიმღერებს შორის, იქნება საინტერესო ვიდეო ჩანართები, ინტერვიუების და სიუჟეტების სახით, სადაც გოგი დოლიძის კოლეგები და მეგობრები  ბევრ საინტერესო ამბავს გიხსენებენ. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ბრავო რექორდსი ბილეთების შეძენა biletebi.ge.-ზეა შესაძლებელი, ხოლო საკოლექციო ვინილის ალბომის, უშუალოდ MEMO- ს გვერდსა და 13 ნოემბერს წისქვილის „თეატრში“. ვინილი, როგორც კულტურული მემკვიდრეობავინილის იდეა MEMO ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც შთაგონებულია ქართულ კულტურასა და მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებით, ხოლო განხორციელებისთვის პარტნიორობა შედგა Bravo Records-თან. უნიკალური ჩანაწერი მოიცავს გოგი დოლიძის 11 ცნობილ სიმღერას ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით.ორგანიზატორთა თქმით, ეს პროექტი მხოლოდ კონცერტი კი არა, ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებებისადმი მიძღვნილი საქმეა. საკოლექციო ვინილები, ლიმიტირებულად,  სულ 500 ცალი დამზადდა. ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს გოგი დოლიძე, ფირსაკრავები და აფასებს ნამდვილ ქართულ მუსიკას. გოგი დოლიძის ვინილი პირველია, ვინილების საკოლექციო ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, რომელიც მომავალში სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსების შემოქმედებასაც გააცოცხლებს. „გვსურდა, ხალხისთვის გაგვეზიარებინა რაღაც მუდმივი, არა მხოლოდ საღამო, არამედ კულტურული მეხსიერება. ამიტომ, ეს პროექტი გაგრძელდება და შემდეგი ვინილისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.სად და როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ვინილივინილის ფირფიტა გაიყიდება MEMO-ს კონცეპტუალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს კოტე აფხაზის 31 ნომერში. სივრცეში, სადაც თავმოყრილია ქართული პრემიალური ხაზის ხელნაკეთი ნივთები. ვინილის წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია, ამიტომაც თვალი ადევნეთ MEMO-ს სოციალურ ქსელებს.    

 მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში, კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა

1761732285

მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში, კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი, დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა.საქართველო, კომპანიასთან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. მხარეებმა, პროგრამული მედიკამენტის მიწოდების საკითხები განიხილეს.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის, პრიორიტეტულია თითოეული ბენეფიციარის ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუდმივი კომუნიკაცია და აქტიური შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელებთან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მუდმივ განვითარებას.შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდა.ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა და მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ChatGPT

1761561120

ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა აღიარა, რომ წიგნი ChatGPT-ის დახმარებით დაწერა

იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა.33 წლის მწერლის, რიე კუდანის, რომანს ტოკიოს თანაგრძნობის კოშკი პრემიის ჟიურის წევრებმა "პრაქტიკულად უნაკლო" ტექსტი უწოდეს და პერსპექტიული ახალი ავტორის საუკეთესო ნამუშევრის ტიტულიც მიანიჭეს.თუმცა, კუდანმა აღიარა, რომ „პრაქტიკულად უნაკლო" ტექსტის დაახლოებით 5 პროცენტი სიტყვასიტყვით დაწერა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ, ჩეტბოტმა ChatGPT-მ.„ვაპირებ, წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც ვისარგებლო ხოლმე, თუმცა, ამასთან, ფრთების გაშლის საშუალება მივცე ჩემს შემოქმედებითობასაც", - ამბობს პერსპექტიულ ახალ ავტორად მიჩნეული კუდანი.მწერალი და აკუტაგავას პრემიის ჟიურის თავმჯდომარე კეიჩირო ჰირანო ამბობს, რომ კუდანის მიერ ხელოვნური ინტელექტის წერის პროცესში გამოყენება მათ პრობლემად არ მიიჩნიეს.„ეს ამბავი არასწორად გაიგეს", - ამბობს ჰირანო, - „წიგნს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ მასში ხელოვნური ინტელექტია ნახსენები. [ხელოვნური ინტელექტის გამოყენება] მომავალში შეიძლება პრობლემური იყოს, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა".ბევრი ინტერნეტმომხმარებლისთვის კი სულაც არაა „სხვა შემთხვევა"; მათი აზრით, კუდანისთვის პრემიის მინიჭება კონკურსში ჩართული სხვა ავტორების მიმართ უპატივცემულობაა.იაპონელი მწერალი ერთადერთი ხელოვანი არაა, რომლის მსგავსმა საქციელმა კამათი გამოიწვია. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა შარშან Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, გასულ წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ. მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს.ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.

„მუსიკალური ბათუმი ათენში“

1761466064

„მუსიკალური ბათუმი ათენში“ - ქართული კლასიკური მუსიკის გალა საღამო „მარია კალასის“ თეატრში

საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში გაიმართა ქართული გალა კონცერტი - ,,მუსიკალური ბათუმი ათენში“. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით და სოლისტებმა ააჟღერეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, ლევან ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი, ვასილის ბოკოსი და მოწვეული სტუმრები.

ნინელი ჭანკვეტაძე

1761296839

მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა - ნინელი ჭანკვეტაძე იუბილარია

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ნინელი ჭანკვეტაძეს იუბილეს ულოცავს. მსახიობი 68 წლის გახდა.„24 ოქტომბერი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ნინელი ჭანკვეტაძის დაბადების დღეა!ქალბატონი ნინელის შექმნილი სახეები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დიდი ისტორიის ნაწილია - “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, "ბაკულას ღორები", "ჩვენი პატარა ქალაქი", "დონ ჟუანი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ამფიტრიონ 38", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"...მაყურებელს ახსოვს, უყვარს და დღემდე ძვირფასია ყველა გმირი, რომელიც მან ქართული თეატრის სცენაზე თუ კინოში გააცოცხლა.ვულოცავთ ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, არაერთ საინტერესო როლს და დიდ შემოქმედებით წარმატებას!“-წერია მისალოც წერილში.

დაჩა მარაინი

1761286524

მწერალთა სახლის მოწვევით და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ავტორი, დაჩა მარაინი სტუმრობს

მწერალთა სახლის მოწვევით და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ავტორი, დაჩა მარაინი სტუმრობს.ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, მწერალთა სახლში ქართველ მკითხველს შეხვდა და საკუთარი წიგნი - “წერის სიყვარული“ წარადგინა.იტალიელი ავტორი საქართველოში 25 ოქტომბრამდე დარჩება და მკითხველთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

რუსთავის ციხე-სიმაგრე

1761112874

რუსთავის ციხე-სიმაგრესთან მიმდინარე გათხრებისას IX-X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი და მუზარადი იპოვეს

სპეციალისტებმა რუსთავის ციხე-სიმაგრესთან მიმდინარე გათხრებისას IX-X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი და მუზარადი იპოვეს.არქეოლოგების შეფასებით, მუზარადი უნიკალურია, რადგან ის ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.აღნიშნულ ტერიტორიაზე ექსპედიცია რუსთავის მერიის ორგანიზებით ივლისში დაიწყო.

ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამოთბილისში გაიმართა

1760355012

„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო თბილისში გაიმართა

11 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს  მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო გაიმართა.თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო – პირველად საქართველოში პროექტი – „Astor“, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. საღამოში მონაწილეობდნენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდა ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები. Balletto di Roma – დაარსდა 1960 წელს და მრავალი ათწლეულია აკავშირებს კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან. პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენის მონაწილეები მქუხარე აპლოდისმენტებითა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:– დასრულდა წლევანდელი ფესტივალი „ღამის სერენადები“. მდიდარი ატმოსფერული პროგრამით წარვდექით მაყურებლის წინაშე საქართველოს სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა და რეზონანსი გამოიწვია თითოეულმა კონცერტმა. საქართველოში კლასიკურ მუსიკას გამორჩეული ადგილი უჭირავს. მაღალ დონეზეა მუსიკალური კულტურა და სწორად აფასებს მსმენელი. უბედნიერესი ვარ, რომ ასე წარმატებით დაგვირგვინდა წლევანდელი „ღამის სერენადები“.მაკა ნასრაშვილი –  ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი:– ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა საოცარი პროექტით „ასტორ“.  ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ გენიალური ასტორ პიაცოლას 100 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს.თბილისის მერია წლებია მხარში უდგას ფესტივალს და ხელს უწყობს ვარსკვლავების ჩამოყვანას, არტისტების გაცვლას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. მადლობა ორგანიზატორებს ფესტივალს მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა მონაწილეებს საოცარი შესრულებისთვის. თბილისის მერია „ღამის სერენადების“ მხარდამჭერი მომავალშიც იქნება.მასიმილიანო დ’ანტუონო  – იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:– ფესტივალის ბოლო დღეს დავესწარით სპექტაკლს, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგინა საბალეტო დასმა – ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი საღამო ჩატარდა იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოსა და იტალიის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს ურთიერთობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი მაყურებელი არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება.ნინა ცაგარელი – „ღამის სერენადების“ დირექტორი:– წლევანდელმა ფესტივალმა ბორჯომის, ბათუმისა და თბილისის კონცერტების სერია გააერთიანა. საერთო ჯამში გაიმართა ექვსი კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის. მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის უდიდესი გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი მოწვეული სტუმრები ყოველთვის ატარებენ მასტერკლასებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში. მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩემს გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს მთელი ფესტივალის განმავლობაში.მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონისტი:– უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა ფესტივალის დახურვა. საქართველო ძალიან მიყვარს. აქ რომ ჩამოვდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. „ღამის სერენადების“ დახურვაზე ავაჟღერეთ ასტორ პიაცოლას უკვდავი მუსიკა. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შეიყვარებს ჩვენს პროექტს „ასტორ“, რომელიც მუსიკისა და ქორეოგრაფიის  საოცარი ნაზავია.ვალერიო ლონგო – ბალეტო დი რომას ქორეოგრაფი:-ბედნიერები ვართ საქართველოში სტუმრობით, არაჩვეულებრივი საღამო ვაჩუქეთ საქართველოს. ბალეტო დი რომამ ჩამოიტანა პროექტი „ასტორ“ – ასტორ პიაცოლას საოცარ მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლი. ამ სპექტაკლში წარმოდგენილია არა მარტო თანამედროვე ქორეოგრაფია, არამედ ჩვენი უძველესი ტრადიციებიც. შესანიშნავ ქალაქს ვესტუმრეთ, არაჩვეულებრივი მაყურებელია, ხანგრძლივი ოვაციებით დაგვაჯილდოვეს. გვიხარია, რომ იტალიის საელჩო ხელს უწყობს საქართველოში იტალიური კულტურის პოპულარიზაციას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ქართველ მაყურებელს. უდიდესი პატივია ფესტივალთან თანამშრომლობა. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისათვის.ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საერთო ჯამში ექვსი კონცერტი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართა. ფესტივალი 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა.ფესტივალმა კი 9 და 11 ოქტომბერს გადმოინაცვლა დედაქალაში. კონცერტებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა – საყვირი, იტალია; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო.ანშლაგებითა და ოვაციებით აღსავსე საკონცერტო საღამოების პარალელურად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის.ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძის ძმის შვილი – გიორგი ისაკაძე.ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი – ნინა ცაგარელი.ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.ფესტივალის პარტნიორი – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”.მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“, ავეჯის სახლი ნიტა“.ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ”, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია „აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

კოლიზეუმი

1760102940

არქეოლოგებმა კოლიზეუმში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი რომის კოლიზეუმში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც საზოგადოებისგან იყო დაფარული. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო მიწისქვეშა VIP გასასვლელი, რომელიც რომის იმპერატორებს არენიდან შეუმჩნევლად გასვლის საშუალებას აძლევდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ და მეორე საუკუნეებს შორის - კოლიზეუმის აშენებიდან ათწლეულების შემდეგ.გადასასვლელი ამჟამად საზოგადოებისთვის ღიაა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, იმავე ბილიკებზე გაიარონ, რომლებზეც რომის იმპერატორები დადიოდნენ.დღეს გვირაბი დაახლოებით 55 მეტრის სიგრძისაა. ის 2000 წლის წინ უფრო გრძელი იყო, თუმცა მისი ნაწილი საუკუნის წინ კანალიზაციის მილების გაყვანისას განადგურდა.გვირაბი კოლიზეუმის სამხრეთ ტრიბუნაზე მდებარე მთავარ ადგილს, საიმპერატორო ლოჟამდე, მიემართება. ის ტრიბუნების ქვეშ და მიწისქვეშაც კი გადიოდა, რაც იმპერატორს შეუმჩნევლად გასვლის საშუალებას აძლევდა. ასევე ითვლება, რომ ის იმპერატორს საშუალებას აძლევდა გლადიატორები ეწვია მათ დარბაზში, ახლომდებარე პრესტიჟულ გლადიატორთა საწვრთნელ სკოლაში, „ლუდუს მაგნუსში“ გამართულ ბრძოლამდე.არქეოლოგებმა გვირაბს სახელი ერთ-ერთო რომაელი იმპერატორის საპატივსაცემად დაარქვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მას იყენებდა: იმპერატორ კომოდუსის, იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური მმართველის, რომელიც, როგორც წესი, თავად იბრძოდა არენაზე. „კომოდუსს არ ჰქონდა იმპერატორად ყოფნისთვის საჭირო სტატუსი - ის ძალიან ახალგაზრდა იყო, არ ჰქონდა საკმარისი სამხედრო მიღწევები, არ იყო დიდი ორატორი - ამიტომ ცდილობდა ამის კომპენსირებას მამაკაცურობის დემონსტრირებით“, - განუცხადა Daily Mail-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის კლასიკური მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დოქტორმა ენდრიუ სილეტმა.

ნობელის პრემია

1760009651

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში უნგრელმა ლასლო კრასნაჰორკაიმ მიიღო

სტოკჰოლმში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელეს. 2025 წელს ჯილდო უნგრელმა მწერალმა ლასლო კრასნაჰორკაიმ მიიღო „დამაჯერებელი და წინასწარმეტყველური შემოქმედებისთვის, რომელიც აპოკალიფსური საშინელების შუაგულში ხელოვნების ძალას ადასტურებს“. კრასნაჰორკაის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „სატანური ტანგო“, „წინააღმდეგობის მელანქოლია“, „ომი და ომი“ და სხვები.

აინშტაინის ვიოლინო

1759994868

აინშტაინის ვიოლინო აუქციონზე £860 ათასად გაიყიდა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის ვიოლინო აუქციონზე £860 ათასად გაიყიდა.1894 წლის Zunterer-ის ვიოლინო აინშტაინის პირველ ინსტრუმენტად ითვლება და თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ის დაახლოებით £300 ათასად გაიყიდებოდა.Dominic Winter Auctioneers-ის მიერ გამართულ აუქციონზე ასევე გაიყიდა ფილოსოფიური წიგნი, რომელიც აინშტაინმა მეგობარს აჩუქა. მასში £2 200 გაიყიდეს.ყველა ფასს დაემატება დამატებითი 26.4%-ის ოდენობის საკომისიო გადასახადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიოლინოს საბოლოო ფასი £1 მილიონს გადააჭარბებს.

 ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

1759912747

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.სახლ-მუზეუმის მდგომარეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი ადგილზე გაეცნენ.სარეაბილიტაციო პროექტის ავტორმა ნინო ნოზაძემ, წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდება და რესტავრირდება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიული კედელს, მოეწყობა მარანი, ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ცენტრი, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.სახლ-მუზეუმი XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს ინახავს და წარმოადგენს თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს. XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია.ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციით რეგიონს შეემატება ვიზიტორთათვის საინტერესო კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენაზე ზრუნვას და ყოველწლიურად ათობით ობიექტის რეაბილიტაცია-კონსერვაციას ახორციელებს.ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.