ვიდეოები

1793170915

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862. 

შეხვედრა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1785509812

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

სხვა სიახლეები

ზურაბ ცინცქილაძე

პოლიტიკა • 1793828220

VIDEO: „დამბეზღებლები არიან ისინი, ამ დაბეზღებაში იღებენ ფულს...“ - ზურაბ ცინცქილაძე

„დამბეზღებლები არიან ისინი, ამ დაბეზღებაში იღებენ ფულს...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ზურაბ ცინცქილაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თაბისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ზურაბ ცინცქილაძე

პოლიტიკა • 1793828130

VIDEO: „გააქტიურდებიან უფრო ეს გაცვეთილი მაბეზღარები და ფრთხილად უნდა ვიყოთ “ - ზურაბ ცინცქილაძე

„გააქტიურდებიან უფრო ეს გაცვეთილი მაბეზღარები და ფრთხილად უნდა ვიყოთ...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ზურაბ ცინცქილაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში განაცხადა. 

ლევან სუხიტაშვილი

პოლიტიკა • 1793826197

VIDEO: „მაშინ ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა, უბრალოდ, იმ ჯალათების პერიოდში არავის ჰქონდა იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა ამოეღო“ - ლევან სუხიტაშვილი

„მაშინ ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა, უბრალოდ, იმ ჯალათების პერიოდში არავის ჰქონდა იმის საშუალება, რომ ვინმეს ხმა ამოეღო...“ - ამის შესახებ მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბერდია და მათე

საზოგადოება • 1793826054

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებს ემშვიდობება.„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათე ობოლაძისა და ბერდია ხაბულიანის გარდაცვალების გამო.მათე ობოლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი იყო.ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ უდიდეს ტკივილს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

სანქცია

მსოფლიო • 1793825872

ირანთან კავშირების გამო, აშშ-მა ინდოეთსა და თურქეთში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

ირანთან კავშირების გამო, აშშ-მა ინდოეთსა და თურქეთში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების მიღებას, რომლებიც ირანის რეჟიმს ეხმარებიან.როგორც უწყებაში აცხადებენ, სანქციები შეეხო ინდოეთში მცხოვრებ სუნიელ კუმარ შარმას, მის მეუღლეს, ჯასპრიტ პრიტი შაჰიდს და კიდევ ორ ინდოეთის მოქალაქეს, რომლებიც შარმასა და მისი მეუღლის კუთვნილ ორ კომპანიას ხელმძღვანელობენ. სანქციები ასევე დაუწესდა შარმასთან დაკავშირებულ ცხრა ორგანიზაციას.სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები სანქცირებული გემებისთვის ყალბი დროშებისა და სერტიფიკატების გაცემის სქემებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გემები ირანული ნავთობის გადაზიდვით იყვნენ დაკავებული.ამასთან, ირანის საავიაციო სექტორისთვის დახმარების გაწევის გამო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა თურქეთში მოქმედ კომპანია Fugo Group Services Inc-საც.ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.

✕