ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები

ხელფასი

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის სტატუსის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის მთლიანი, ჯამური შემოსავალი. თუ ოჯახის ჯამური შემოსავალი, ოჯახის წევრებზე გადანაწილების შედეგად, ერთ წევრზე ყოველთვიურად 1250 ლარს ან მეტს შეადგენს და ეს შემოსავალი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გრძელდება, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე.

მაგალითად, თუ ოჯახში 4 წევრია და ოჯახის ჯამური ხელფასი თვეში 5000 ლარს შეადგენს, ერთ წევრზე 1250 ლარი გამოდის. თუ ეს მაჩვენებელი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შენარჩუნდება, ოჯახს შეუწყდება სტატუსი.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ:

გარდაცვლილ პირებს.ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.ამასთან, ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული საშეღავათო პირობებით, მათ შორის, „პილოტური პროგრამით − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“.ამასთან, გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.