კარლა ჰომოლკა

1753974156

„საკუთარი 15 წლის და საქმროს გააუპატიურებინა...“ - სერიული მკვლელების განაჩენები და რეზონანსული საქმე, რომელსაც კანადაში დღემდე განიხილავენ

1990 წელს, კანადაში საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია კრიმინალურმა ფაქტებმა, რომელიც  ახალგაზრდების ცივსისხლიან გატაცებებსა და მკვლელობებს ეხებოდა და რომლებსაც ჩადიოდა შეყვარებული წყვილი — პოლ ბერნარდო და კარლა ჰომოლკა.სერიული მკვლელების დანაშაულები და განაჩენიყველაფერი 1990 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც კარლა ჰომოლკამ საკუთარი და, 15 წლის ტამი ჰომოლკა, საშინელი გზით გაწირა.კარლამ ვეტერინარული კლინიკიდან მოიპარა საანესთეზიო საშუალება, ჰალოთანი, რომლითაც ტამი დააძინა. მისი მიზანი იყო საქმროსთვის, პოლ ბერნარდოსთვის, "საჩუქარი" გაეკეთებინა.დაძინებული ტამი პოლმა გააუპატიურა, კარლას თანდასწრებით. მომხდარი ძალადობის შედეგად, ტამი დაიღუპა — ის პირღებინების შედეგად დაიხრჩო.მიუხედავად აშკარა გარემოებებისა, სამართალდამცველებმა ტამის სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. პოლ და კარლა დანაშაულის გამო არ დაუსჯიათ.***ტამის სიკვდილის შემდეგ წყვილმა დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელა. 1991 წლის ივნისში ბერნარდომ გაიტაცა 14 წლის ლესლი მაჰაფი. გოგონა წყვილის სახლში გამოამწყვდიეს, გაუპატიურეს, აწამეს და საბოლოოდ მოკლეს. მის სხეულს ბეტონის ბლოკი მოაბეს და ტბაში გადააგდეს.1992 წლის აპრილში, ჰომოლკამ და ბერნარდომ გაიტაცეს 15 წლის კრისტენ ფრენჩი. გოგონა სამი დღის განმავლობაში იყო ტყვეობაში, სადაც მას სისტემატურად აუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლეს.ეს დანაშაულები წყვილმა ვიდეოკამერაზე ჩაწერა, რაც შემდგომში გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა.***1993 წელს კარლა ჰომოლკა პოლიციას თანამშრომლობაზე დათანხმდა. მან ბერნარდო დანაშაულების მთავარ ორგანიზატორად და მოძალადედ დაასახელა. ამ განცხადებების საფუძველზე, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ჰომოლკამ აღიარა ბრალი ორი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და მხოლოდ 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ცხადად აჩვენებდა, რომ ჰომოლკა აქტიურად მონაწილეობდა გაუპატიურებასა და წამებაში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შეთანხმება მიუღებლად და უსამართლოდ ჩათვალა.პოლ ბერნარდოს 1995 წელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის დღემდე ციხეშია და "საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში დამნაშავის" სტატუსი აქვს მინიჭებული.კარლა ჰომოლკა 2005 წელს ციხიდან გათავისუფლდა. მან სახელი შეიცვალა, გათხოვდა და დღემდე კანადის კვებეკის პროვინციაში ცხოვრობს. მას სამი შვილი ჰყავს და ცდილობს, მედიისგან მოშორებით იცხოვროს.

ღორის სასამართლო

1753972903

ბავშვის მკვლელობისთვის გასამართლებული ღორის რეალური ამბავი

შუა საუკუნეების ევროპა სავსე იყო უცნაური წესებითა და კანონებით, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი პრაქტიკა მაინც ცხოველთა გასამართლება იყო.ისტორიულად დადასტურებულია, რომ ცხოველები, დაწყებული ღორებით, დამთავრებული თაგვებით, ზოგჯერ ადამიანივით ასამართლებდნენ.ამ ისტორიებიდან ყველაზე ცნობილ და შოკისმომგვრელ მაგალითად  1386 წელს, საფრანგეთის ქალაქ ფალეზში მომხდარი შემთხვევა ითვლება, სადაც ერთი ღორი მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა.მკვლელობა და დაპატიმრებაღორი, რომელიც ჩვეულებრივად დაეხეტებოდა სოფლის მიდამოებში, მოულოდნელად პატარა ბავშვს დაესხა თავს და  მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაკბენისგან მიღებული მძიმე დაზიანებებით ბავშვი გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა, რომ ღორი ცხოველური ინსტინქტით მოიქცა, ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს ფაქტი ძალზე სერიოზულად მიიღო. ცხოველი მაშინვე დააკავეს, როგორც დამნაშავე და სასამართლოზე წარადგინეს.სასამართლო პროცესი თანმიმდევრული სტანდარტების დაცვით, საოცარი დეტალებით წარიმართა: ღორს ჰყავდა ოფიციალური დამცველი, პროცესს ხელმძღვანელობდა მოსამართლე და მოწმეებიც კი დაიკითხნენ. ცხოველი — როგორც ნებისმიერი ბრალდებული — სასამართლო დარბაზში წარადგინეს ადამიანური ტანსაცმლით შემოსილი: ეცვა ჟაკეტი, ხელთათმანები და ქუდიც კი.ღორს წარუდგინეს ბრალდება — მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა. სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებისა და გარემო ფაქტების საფუძველზე, ღორი დამნაშავედ ცნო. საბოლოოდ, მას სიკვდილი მიუსაჯეს.განაჩენის აღსრულება საჯაროდ მოეწყო. ქალაქის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობის თვალწინ ღორი ჩამოახრჩვეს. მთელი ქალაქი შეიკრიბა საყურებლად და ზოგიერთმა ფერმერმა საკუთარი ღორებიც კი მოიყვანა ჩამოხრჩობის სანახავად, რათა საუკეთესო ქცევა შეენარჩუნებინათ.

ლეონარდა ჩიანჩული

1753940724

მსხვერპლის ნეშტისგან საპონსა და ჩაის ნამცხვრებს ამზადებდა - მკვლელობები „დედობრივი სიყვარულის“ სახელით და 30-წლიანი პატიმრობა

ლეონარდა ჩიანჩული იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი იყო. მისი სახელი ისტორიაში შევიდა, როგორც ქალი, რომელმაც მსხვერპლების სხეულებისგან საპონი და ნამცხვრები დაამზადა — ამ ყველაფერს კი დედობრივი სიყვარულისა და ჯადოსნური რწმენების სახელით აკეთებდა. მძიმე ბავშვობა და ტრაგედიებით სავსე ცხოვრება ლეონარდა ჩიანჩული 1894 წელს დაიბადა სამხრეთ იტალიაში. მისი ცხოვრება თავიდანვე სირთულეებით დაიწყო — ბავშვობაში სიღარიბესა და ძალადობას უპირისპირდებოდა. ლეონარდას ყოველთვის სჯეროდა, რომ ის დაწყევლილი იყო.მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაწილი იყო დედობის გამოცდილება — ლეონარდა ჩვიდმეტჯერ დაქორწინდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი შვილი გადაურჩა. ზოგი დაბადებისთანავე დაიღუპა, ზოგი პატარაობისას გარდაიცვალა. ამან მასში ღრმა ფსიქოლოგიური შიში გააღვივა. საბოლოოდ, შვილის გადარჩენის სურვილი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.ლეონარდა დაინტერესებული იყო მაგიით, მისტიკით და მკითხაობით. ერთმა წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს ტკივილს განიცდიდა, ხოლო მეორე მკითხავმა უთხრა, რომ მისი შვილებიდან მხოლოდ ერთს უწერია სიცოცხლე.როდესაც მისი ვაჟი ჯუზეპე ომში წაიყვანეს, ლეონარდამ ირწმუნა, რომ მხოლოდ ადამიანური მსხვერპლი შეძლებდა მის გადარჩენას. მკვლელობები „დედობრივი სიყვარულის“ სახელით1939 წლიდან 1940 წლამდე ლეონარდამ სამი ქალი მოკლა. ის ემეგობრებოდა მარტოხელა ქალებს და სთავაზობდა დახმარებას – უმეტესად საქმროს ან სამსახურის პოვნას. თითოეულ მათგანს სთხოვდა, დაეწერა ოჯახის წევრებისთვის წერილები, თითქოს კარგად იყო და სხვა ქალაქში მიემგზავრებოდა.შემდეგ კი მათ ღვინით ათრობდა, ნაჯახით კლავდა, სხეულებს კი საკუთარი ხელით ჭრიდა და ხარშავდა დიდ ქვაბში. შედეგად მიღებული მასისგან ამზადებდა საპონსა და ტკბილეულს, რომელიც მეზობლებსაც კი გაუნაწილა. ერთ-ერთ მკვლელობაზე მან თქვა:„ეს ქალი ნამდვილად გემრიელი იყო. მისი სხეულიდან ნაზი საპონი გამოვიდა.“ლეონარდამ მსხვერპლებისგან ფინანსური სარგებელიც მიიღო — ფული, სამკაულები და სხვა ფასეულობები. დაპატიმრება და სასამართლო პროცესილეონარდას მესამე მსხვერპლი, ყოფილი ოპერის მომღერალი ვირჯინია ჩაჩიოპო, ყველასათვის ცნობილი პიროვნება იყო. მისი გაუჩინარებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ვირჯინიას დის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ გამოძიება ჩატარდა და ლეონარდა საბოლოოდ დააკავეს.დაკითხვაზე მან დეტალურად აღიარა ყველა მკვლელობა და დასძინა, რომ ამას შვილის გადასარჩენად აკეთებდა. სასამართლო პროცესზე, რომელიც 1946 წელს გაიმართა, ლეონარდას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიესაჯა. მისი ბოლო დღეები სწორედ ასეთ დაწესებულებაში გაატარა, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.ლეონარდა ჩიანჩულის მკვლელობის იარაღები, ქვაბი და სხვა ნივთები დღესაც ინახება იტალიის კრიმინოლოგიის მუზეუმში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემზარავი დანაშაულის სამხილები. ლეონარდა ჩიანჩულის ისტორია არ არის მხოლოდ სერიული მკვლელის ქრონიკა — ეს არის ქალის ფსიქოლოგიური ტრაგედია, რომლის ცხოვრებაც შიშებმა, რწმენებმა და დაუცველობამ განაპირობა. ის ჰყვება, როგორ შეიძლება დედობის ფანატიზმი და სუპსტიციური რწმენა ადამიანურ საზღვრებს გაცდეს და სიბნელეში გადაიზარდოს.

მკვლელი ექიმი

1753911144

„პოლიციამ ახალშობილის ნეშტები ცხოველების კონტეინერებსა და წვენის კოლოფებში აღმოაჩინა“ - ექიმის საქმე, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა

2010 წელს, დასავლეთ ფილადელფიაში ექიმ კერმიტ გოსნელის კლინიკაში ჩატარებულმა გამოძიებამ მსოფლიო აალაპარაკა. დადგინდა რომ ექიმი და მისი თანამშრომლები გარეული იყვნენ უკანონო საქმიანობაში  - გვიანი პერიოდის აბორტების გაკეთებსა და ახალდაბადებულ ბავშვებსაც კლავდნენ.ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ფედერალურმა ბიურომ კლინიკაში გამოძიება ჩაატარა. გამოძიება ეხებოდა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტს. თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ.რძის ბოთლებში, კატის საჭმელის კონტეინერებსა და წვენის კოლოფებში ახალშობილის ნეშტები იყო ჩაყრილი. გოსნელის კლინიკიდან 45 ნაყოფის ნარჩენები ამოიღეს, რომელთაგან სამი სიცოცხლისუნარიანი იყო.ოთახებში იყო ანტისანიტარია. იქვე ელაგა ბინძური ხელსაწყოები, ნარჩენებისაგან სავსე მაცივრები, ოთახში იყო მოწყობილი „ლაბორატორია“, სადაც ჩანდა, რომ ახალშობილებს ცოცხლებს კლავდნენ.გოსნელის თანამშრომლებმა პოლიციას ჩვენება მისცეს. პერსონალმა აღიარა, რომ ექიმის მითითებით ასობით ახალშობილი მოკლეს, ცოცხლად დაბადების შემდეგ კი მათ ზურგის ტვინი მაკრატლით გაუჭრეს.კლინიკაში მისულ ქალებს პროცედურების დროს ასევე ბინძურ გარემოში უტარებდნენ. გარდა ამისა, ეს ქალები იძულებული იყვნენ დაქვემდებარებოდნენ არაპროფესიონალ პერსონალს.კერმიტ გოსნელი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობაში, ასევე პაციენტის, 41 წლის ლტოლვილი ქალის, კარნამაია მონგარის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, რომელიც გარდაიცვალა გამაყუჩებელი საშუალებების სასიკვდილო დოზის მიღების შედეგად.მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე და დღემდე ციხეში რჩება.

policiis lenti

1753905856

„ცხედარი კასრში მოათავსეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს“- როგორ გახსნა გამოძიებამ თბილისში მომხდარი სასტიკი დანაშაული, რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ

 გიორგი ყუფარაძეს კრიმინალურ წრეებში „ბეტონას“ მეტსახელით იცნობენ. მას საქართველოს პროკურატურამ ბოლო ბრალდება დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა.მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძე დაუსახელა. ამის შედეგად გოშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მხოლოდ 14-წლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებული ყუფარაძე კი იმ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. ის ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის აპრილში საბერძნეთში დააპატიმრეს და ორწლიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს.2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი – 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.იმავე დღეს აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი და პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – განმარტეს შსს-ში.სწორედ ამ დანაშაულის გახსნაში დაეხმარა გამოძიებას ვასილ გოშაძე და აღიარა, რომ დედა-შვილი კვეზერელები მან და მისმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი ყუფარაძემ დახოცეს.კვეზერელების საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებიც, მათ შორის 2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სალიების ქუჩაზე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული აზერბაიჯანელი ძმები – ილხამ და რასიმ გასანოვები მოტყუებით მიიყვანეს სალიების ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც გიორგი ყუფარაძემ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. ამის შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილების ჯიბეებში არსებულ 100 აშშ დოლარს, 30 ლარს, „ნოკიას“ ფირმის ორ მობილურ ტელეფონს და რამდენიმე ათას აზერბაიჯანულ მანათს. თავდამსხმელებმა ნადავლი ერთმანეთში გაინაწილეს, გვამები კი გააშიშვლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სახლის ეზოში დააბეტონეს.2003 წელი, 15 სექტემბერი - იმჟამად ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილი, ზურაბ ზუბადალაშვილი და მისი მეუღლე თამარ ჩაჩუა კაზინოდან შინ ბრუნდებოდნენ. ბახტრიონის 11 ნომერში, სადარბაზოსთან, მათ ჩასაფრებული მკვლელები ელოდნენ. მანქანიდან გადმოსულ ზურაბს ცეცხლი ორი მხრიდან გაუხსნეს, მან საპასუხო გასროლა მოასწრო, მაგრამ დაჭრილი ლიფტთან დაეცა... მკვლელი სადარბაზოში შევიდა და ზუბადალაშვილს საკონტროლი ტყვია ესროლა.თავიდანვე ჩანდა, რომ მკვლელობა "პროფესიონალების" მიერ იყო ჩადენილი. როგორც ხდება ხოლმე მომხდარის უამრავი ვერსია გავრცელდა, მით უფრო, რომ ზუბადალაშვილს ქალაქში კარგად იცნობდნენ, მათ შორის კრიმინალთა წრეშიც...მკვლელობას სწორედ მის ცხოვრებას უკავშირებდნენ და თვლიდნენ, რომ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე იყო მომხდარი. ამ მკვლელობამდე ზურაბის ძმაც მოკლეს, მკვლელი ვინმე ხუბეჟოვი იყო, რომელიც ზურაბმა საავადმყოფოში მოკლა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზუბადალაშვილს თითქოს კიდევ ორი სხვა ადამიანი ჰყავდა მოკლული. მოკლედ, იმჟამინდელი პრესა აჭრელებული იყო ვერსიებით. ჟურნალისტები დღესაც იხსენებენ, რომ სრულიად უცნობი პირები მათ სთავაზობდნენ ზურაბ ზუბადალაშვილის ჩადენილ დანაშაულებზე შეკრებილ მტკიცებულებებს, ანუ ვიღაც მიზანმიმართულად იყო დაინტერესებული მკვლელობა სწორედ ზუბადალაშვილის კრიმინალურ წარსულს დაკავშირებოდა და მათ მიზანს მიაღწიეს კიდეც. საქმეში კვალი ისე აირია, რომ მისი გახსნა ვერ მოხერხდა და მკვლელობაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა... 2009 წელი - დანაშაულის გახსნას მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ უკვე აღარავინ ელოდა. ყველაზე მშვიდად საქმეში მონაწილეები იყვნენ, მათ შორის შემკვეთები, რომლებიც მოკლულის ოჯახთან ურთიერთობას აგრძელებდნენ. თუმცა 6 წლის თავზე, პოლიციას დანაშაული იმჟამად პატიმარმა გიორგი ყუფარაძემ გაახსნევინა.სწორედ ყუფარაძის სამართლადამცავებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი სასიკვდილოდ ოჯახის წევრებმა გაწირეს და მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა. საქმეში სულ 7 პირი ფიგურირებდა.ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია დაასახელა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო, საქმეში მოკლულის მეუღლე  თამარ ჩაჩუაც ფიგურირებდა. მისი აღიარებითი ჩვენებაც გავრცელდა, სადაც იგი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ ყველაფერი იცოდა. თუმცა მოგვიანებით ჩაჩუამ ეს ჩვენება უარყო. ამბობდა, რომ დანაშაულის შემდეგ შეიტყო მომხდარი და მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ცნობდა თავს დამნაშავედ. გიორგი ყუფარაძე, თეიმურაზ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი თავდაპირველად მკვლელობის შემსრულებლებლად მიეცნენ პასუხისგებაში. დანაშაულის გახსნის დროს ყველა მათგანი ციხეში იყო.

წერილებში აღწერილი მკვლელობები

1753855860

„მათი ავთენტიკურობა დღემდე სადავოა...“ - წერილებში აღწერილი მკვლელობები, რომლის ავტორის ამოცნობა დღემდე ვერ შეძლეს

1888 წელს, ლონდონში მომხდარი ხუთი ქალის სასტიკი მკვლელობა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შემზარავ მოვლენად დარჩა."ჯეკ დერიპერის" სახელით ცნობილი სერიული მკვლელი დღემდე ამოუცნობად რჩება. მკვლელობების პარალელურად,  მკვლელის წერილები ლონდონის პოლიციასა და პრესას ეგზავნებოდა. გავრცელებული ვერსიით, „ჯეკ მფატრავის“  წერილები სავსე იყო მკვლელობების დეტალური აღწერით, მუქარითა და დამცინავი ტონით.  ამ წერილებმა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არ დაკარგეს ინტერესი.ლონდონის პოლიციამ ასობით წერილი მიიღო. წერილების დიდი ნაწილი მალევე აღიარეს როგორც ყალბი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა.მათ შორის იყო ცნობილი წერილები: Dear Boss; Saucy Jacky და From Hell.წერილებში მოცემული იყო ისეთი დეტალები, რომლებიც მხოლოდ ნამდვილ მკვლელს უნდა სცოდნოდა — თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ჟურნალისტების მიერ იყოს დაწერილი, რომლებსაც დანაშაულებზე ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონდათ. ერთ-ერთ წერილთან ერთად კი პოლიციამ ადამიანის თირკმელიც მიიღო.ქვემოთ გაეცნობით იმ წერილების ისტორიებს, რომლებიც ყველაზე ცნობილია — და გაიგებთ, რატომ აჩენს ისინი უფრო მეტ კითხვას, ვიდრე პასუხს. „Dear Boss“1888 წლის სექტემბრის ბოლოს, ლონდონის უაითჩეფელის რაიონში, ორი ადგილობრივი ქალი — მერი ენ ნიკოლსი და ენი ჩეპმანი — სასტიკად მოკლა უცნობმა თავდამსხმელმა. სწორედ ამ პერიოდში, ერთ-ერთმა გამოცემამ მიიღო წერილი, რომელიც „მკვლელისგან“ იყო გამოგზავნილი.წერილში მოხსენიებული იყო ერთ-ერთ იმდროინდელ ეჭვმიტანილი — ჯონ პაიზერი, რომელიც Leather Apron-ის სახელით იყო ცნობილი:„ძვირფასო ბოსს,მუდმივად მესმის, რომ პოლიციამ თითქოს დამიჭირა, მაგრამ ჯერ ვერ გამაბამენ მახეში. გულიანად ვიცინი, როცა ისე ჭკვიანად გამოიყურებიან და ამბობენ, რომ კვალზე არიან. მძულს მეძავები და მათ მოკვლას მანამდე არ შევწყვეტ, სანამ არ დამიჭერთ. შესანიშნავი იყო ბოლო საქმე. ქალს კივილის საშუალებაც არ მივეცი.როგორ აპირებენ ჩემს დაჭერას ახლა? მიყვარს ჩემი საქმე და მინდა თავიდან დავიწყო. მალე ჩემზე კვლავ გაიგებთ — ჩემი მხიარული თამაშებით.„ნამდვილი წითელი მასალა“ შევინახე  ჯანჯაფილის ლიმონათის ბოთლში ბოლო შემთხვევის შემდეგ, რომ მომეწერა, მაგრამ გასქელდა და ახლა ვერ ვიყენებ.წითელი მელანიც გამოდგება, ვიმედოვნებ, ხა ხა.შემდეგ საქმეზე ქალს ყურებს მოვაჭრი და პოლიციელებს გავუგზავნი — უბრალოდ გასართობად. არა? შეინახეთ ეს წერილი მანამ, სანამ კიდევ რამეს ჩავიდენ, მერე კი გამოაქვეყნეთ. ჩემს დანა იმდენად ბასრია, რომ არ მოთმინია მუშაობის დაწყება, თუ შანსი მომეცემა.წარმატებებს გისურვებთ. თქვენი ერთგული, ჯეკ მფატრავიP.S. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჩემს ფსევდონიმს.სამწუხაროდ წერილი ადრე ვერ გავაგზავნე — მელანის მოშორება ვერ მოვახერხე ხელებიდან. ჯანდაბა. ჯერ არ მიმართლებს. ამბობენ, ექიმი ვარ თურმე. ხა ხა“-ეწერა წერილში. "Saucy Jacky"რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ კიდევ ერთი წერილი მიიღო – "Saucy Jacky". მასში ავტორი აღწერდა ორ მკვლელობას, რომელიც სწორედ იმ დღეს მოხდა და დეტალები ზუსტად ემთხვეოდა რეალურ შემთხვევებს. ამან ეჭვი გააჩინა, რომ ის ნამდვილად მკვლელის მიერ იყო დაწერილი.წერილის სტილი და ხელწერა თითქმის იდენტური იყო „Dear Boss“-ის სტილთან, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ავტორი იგივე იყო – მაგრამ ნამდვილად დერიპერი იყო ეს, თუ ვინმე სხვა, ამას ვერავინ ადასტურებდა. "From Hell" – ყველაზე შემზარავი წერილი, რომელსაც თირკმელიც ახლდაყველაზე მყარი და შოკისმომგვრელი მტკიცებულება „From Hell“ წერილს უკავშირდება. იგი მივიდა ადგილობრივი მეთვალყურის, ჯორჯ ლასკის სახელზე და თან ახლდა ნახევარი ადამიანის თირკმელი – სავარაუდოდ ერთ-ერთი მსხვერპლის ორგანო. წერილი უწესრიგოდ და კოშმარულ ენაზე იყო დაწერილი. მკვლელი წერდა, რომ თირკმელი თავად ამოაჭრა ქალს და ნახევარი თავად შეჭამა.წერილის ხელწერა, სტილი და მართლწერა სრულიად განსხვავდებოდა წინა ორისგან. ამიტომ ბევრი ექსპერტი სწორედ მას განიხილავს როგორც ნამდვილს და არა პრესის გამოგონილს. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი წერილთაგანი, რომელიც პირდაპირ რეალურ მტკიცებულებასთან იყო დაკავშირებული.მიუხედავად იმისა, რომ წერილებმა საზოგადოებაში შოკი და შიში გამოიწვია, მათი ავთენტურობა დღემდე სადავოა. ზოგიერთ ისტორიკოსს სჯერა, რომ „Dear Boss“ და „Saucy Jacky“ პრესის სენსაციური სვლაა, ხოლო „From Hell“ შესაძლოა ერთადერთი ნამდვილი წერილი იყოს.ჯეკ დერიპერის წერილები დღემდე წარმოადგენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შემზარავ ეპიზოდს. მათით დაინტერესებულნი არიან როგორც ისტორიკოსები, ისე კრიმინოლოგები. ისინი არა მხოლოდ მკვლელობის დეტალებს აღწერენ, არამედ იმ დროის მედიის, საზოგადოებისა და პოლიციის რეაქციებსაც აჩვენებენ.და მაინც, დარჩა მთავარი კითხვა – ვის ხელში შეიქმნა ეს წერილები? მკვლელის? ჟურნალისტის? თუ უბრალოდ მანიაკალური ხუმრობის ავტორის?

police

1753822184

პარკში წაიყვანეს და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურეს - რეზონანსული საქმე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნა, დაკავებული ოთხი ბიჭია(უცხოეთი)

 ჯუნკო ფურუტა 1971 წელს, იაპონიაში დაიბადა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით ის ლამაზი, მხიარული და ბეჯითი გოგონა იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სკოლის მოსწავლეებში და ნათელი მომავალიც ელოდა. ყველაფერი 1988 წლის ნოემბერში შეიცვალა.ჰიროში მიანოს სკოლაში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ის ხშირად აბულინგებდა თანატოლებს და ტრაბახობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფება "იაკუძასთან" კავშირებით. თანაკლასელის თქმით, ჰიროშის ჯუნკოს მიმართ სიმპათია ჰქონდა, თუმცა გოგონასგან რომანტიკულ ურთიერთობაზე უარი მიიღო.უარის თქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიანო თავის მეგობართან ერთად ადგილობრივ პარკში წავიდა, სადაც ისინი უდანაშაულო ქალებზე ნადირობდნენ. სხვა გამოცდილი სექსუალური მოძალადეების მსგავსად, მიანო და მისი მეგობარი მინატო პოტენციური სამიზნეების დაფიქსირებაში ექსპერტები იყვნენ.ბიჭებმა დაახლოებით 20:30 საათზე ველოსიპედით სახლისკენ მიმავალი ჯუნკო ფურუტა შენიშნეს. მინატომ გოგონა ველოსიპედიდან გადააგდო, მიანომ კი ჯუნკოს დახმარება გაუწია და სახლში გაცილება შესთავაზა, რაზედაც თანხმობა მიიღო ამ დღის შემდეგ ჯუნკო ფურუტა აღარავის უნახავს.სინამდვილეში, მიანო და მინატო წინასწარ განსაზღვრული სცენარით მოქმედებდნენ. მიანომ გოგონა მოტყუებით წაიყვანა მიტოვებულ სახლში, სადაც მასზე სექსუალურად ძალადობდა და გამუდმებით ემუქრებოდა. ამავე დღეს, გოგონა პარკში წაიყვანა, სადაც მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა. საბოლოოდ კი ჯუნკომ ერთ-ერთი გამტაცებლის მშობლების სახლში ამოყო თავი.მიუხედავად იმისა, რომ ფურუტას მშობლებმა პოლიციას ქალიშვილის დაკარგვის შესახებ აცნობეს, ბიჭებმა გოგონას სახლში დარეკვა აიძულეს. ჯუნკომ ოჯახის წევრებს მოატყუა, რომ ის მეგობართან რჩებოდა.მინატო თავის მშობლებს ეუბნებოდა, რომ ჯუნკო მისი შეყვარებული იყო და გოგონასაც იმავეს აიძულებდა. საბოლოოდ, მინატოს მშობლები მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, თუმცა, ბიჭი საკუთარ მშობლებსაც დაემუქრა, რის გამოც მათ გაჩუმება მოუწიათ.გოგონა 44 დღის განმავლობაში მიანომ და მისმა მეგობრებმა მინიმუმ 400-ჯერ გააუპატიურეს. სექსუალური ძალადობის გარდა, ბიჭები ჯუნკოს სხვადასხვა ხერხებით აწამებდნენ. წამების დროს მას სასქესო ორგანოში მაკრატელს, შამფურებს, ფეიერვერკებსა და ანთებულ ნათურასაც კი უდებდნენ. საბოლოოდ კი მისი შინაგანი ანატომია იმდენად განადგურდა, რომ აღარ შეეძლო მოშარდვა და დეფეკაცია.გოგონას არაერთხელ აიძულეს ცოცხალი ხოჭოების ჭამა, დამნაშავეების თვალწინ მასტურბაცია და საკუთარი შარდის დალევა. გოგონა ჭერზე ჩამოკიდეს და რკინისა და ბამბუკის ჯოხებითაც სცემეს. სანთებელითა და ცვილით ამოუწვეს სასქესო ორგანო და ქუთუთოები.ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პოლიციას ორჯერ შეატყობინეს გოგონას მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მათი მხრიდან ჩარევა არც ერთხელ განხორციელდა.პოლიციამ წამების შესახებ პირველად მაშინ შეიტყო, როდესაც მინატოს სახლის ერთ-ერთმა სტუმარმა ოჯახს გოგონას მდგომარეობის შესახებ მოუყვა. პოლიცია დანაშაულის ადგილას მივიდა, თუმცა, ჰიროში მიანოს მშობლებმა სამართალდამცველები დაარწმუნეს, რომ გოგონა სახლში არ იმყოფებოდა. მეორედ კი პოლიციაში თავად ჯუნკო ფურუტამ დარეკა, თუმცა სანამ ხმას ამოიღებდა ბიჭებმა ყველაფერი დააფიქსირეს. პოლიციამ სიტუაციის გადასამოწმებლად გოგონას გადაურეკა, რომელმაც ისინი დაარწმუნა, რომ ზარი შემთხვევით განახორციელა.პოლიციაში დარეკვის გამო ბიჭებმა ფურუტა დასაჯეს, ფეხები მარტივად აალებადი სითხით დაუსველეს და ცეცხლი წაუკიდეს.1989 წლის 4 იანვარს გოგონა მოკლეს. დამნაშავეები, სავარაუდოდ იმის გამო გაბრაზდნენ, რომ ჯუნკომ მათ "მაჯონგის" თამაშში მოუგო, რის გამოც ის სასტიკად აწამეს. მისი ცხედარი 55 -ლიტრიან ბოცაში ჩადეს, ბეტონი დააყარეს და ცემენტის სატვირთო მანქანაში ჩადეს.ორი კვირის შემდეგ, პოლიციამ მიანო და მისი ერთი თანამზრახველი ოგურა ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. მიანომ შეცდომით ჩათვალა, რომ მისი დაკავება ფურუტას მკვლელობასთან იყო კავშირში და სამართალდამცველებს ყველაფერი თვითონ მოუყვა. რამდენიმე დღეში ოთხივე ბიჭი დააპატიმრეს.ჯუნკო ფურუტას სასტიკი წამებისა და ბიჭების წინააღმდეგ არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სასამართლომ მათ შოკის მომგვრელად მსუბუქი სასჯელები დაუწესა. ჰიროში მიანოს მიესაჯა პატიმრობა ოცი წლის ვადით, შინჯი მინატოს - ხუთიდან ცხრა წლამდე, ჯო ოგურად ხუთიდან ათ წლამდე, ხოლო იასუში ვატანაბეს ხუთიდან შვიდ წლამდე.მსუბუქი სასჯელის მიზეზად მათი ასაკი დასახელდა, თუმცა გავრცელებული მოსაზრებით, რეალური მიზეზი მათი "იაკუძასთან" კავშირი გახლდათ.განთავისუფლების შემდეგ, ვატანაბეს გარდა ყველა დამნაშავემ გააგრძელა კრიმინალური მოღვაწეობა. ყველა მათგანი ცოცხალი და თავისუფალია. არაოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი ჯუნკო ფურუტას წამებასა და მკვლელობაში ჩართულობით დღემდე ტრაბახობს.დღესდღეობით იაპონიაში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფურუტას საქმეზე სამართალი არ აღსრულდა. როგორც ჩანს, ეს არასდროს მოხდება. 

პოლიციის ლენტი

1753819837

ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - ამბავი, რომელიც წლების წინ საქართველოში მოხდა

 2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა - 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.

ალის კრიმინსის საქმე

1753789560

მკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი - ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ტრაგიკული დილა 1965 წლის 14 ივლისს, დილის 9 საათზე, 26 წლის ალისა კრიმინსმა აღმოაჩინა, რომ მისი ორი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის ედი ჯუნიორი და ოთხი წლის მისი საწოლში აღარ იწვა. პანიკაში ჩავარდნილმა დედამ მაშინვე დაურეკა ყოფილ ქმარს, ედმუნდ კრიმინსს, რომელთანაც განქორწინებული იყო. ყოფილ ქმარს ჯერ ეს შემაშფოტებელი ამბავი ქალის „თამაში“ ეგონა. ადგილზე მისულმა კი ალისი დაუდევრობაში დაადანაშაულა, პოლიციაში დარეკა და ბავშვების გაუჩინარების შესახებ განაცხადა.მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციამ მალევე აირჩია ეჭვმიტანილი - დედა, ალის კრიმინსი.გამომძიებელს ადგილზე არ გადაუღია ფოტოები, არ აუღია თითის ანაბეჭდები და არც ბავშვების საძინებელ ოთახში ახეული ფანჯრის ბადე შეუმჩნევია.ალისი დეტექტივს მოუყვა წინა ღამის შესახებ: ბავშვებმა საღამოს 7:30 საათზე ივახშმეს, შემდეგ დაიძინეს, ხოლო დილით აღარ დამხვდნენ საწოლში...სახლის დათვალიერებისას გამომძიებელმა ქალის საძინებელში აღმოაჩინა ცარიელი ალკოჰოლის ბოთლები, კონტრაცეპტივები და ბიუსტჰალტერები... ასე გადაწყდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი იყო ალის კრიმინსი.„შენ ქმარი დაკითხე, მე იმ ძუკნას მივხედავ“ — უთხრა მან თავის კოლეგას.მისი დაკითხვიდან რამდენიმე საათში, პატარა გოგონას ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ ნაკვეთში იპოვეს. დეტექტივმა, ალის კრიმინსი მანქანით წაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ალისიმ იქვე გონება დაკარგა. თუმცა მოგვიანებით პაიერინგი ამტკიცებდა, რომ ქალი „არაფერზე რეაგირებდა“.პროვოკაცია და პოლიციის შურისძიებასაგამოძიებო მოქმედებები და გარემოებები, აშკარად მიუთითებდა პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. თავის მხრივ, ალისიც ხშირად უარესი პროვოკაციით პასუხობდა სამართალდამცველებს. ერთ-ერთი ზარის დროს ტელეფონს ასეთი სიტყვებით უპასუხა:„ჰაი ბიჭებო, წაიღეთ ფეხი!“ალისი ღიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებას. 1971 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ბობ გროსთან თქვა:„მე ამას არ გავაკეთებდი. ისინი ჩემი შვილები იყვნენ. არავინ ცდილობდა ნამდვილი მკვლელის პოვნას. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი განადგურება იყო.“საეჭვო მოწმე და დაპატიმრებამიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მთელი ენერგია ალის კრიმინსზე კონცენტრირებით დახარჯა. გამოძიება მტკიცებულებების გარეშე წარიმართა, თუმცა ქალს წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უთვალთვალეს.ბოლოს, 1966 წლის ნოემბერში პროკურატურამ თითქოსდა "მტკიცებულება" იპოვა: მეზობელი ქალი, სოფი ეარომირსკი, რომელმაც ბავშვების გაუჩინარებიდან დიდი დროის შემდეგ თქვა, რომ ბავშვების ოთახიდან ვიღაც ქალი დაინახა.1967 წლის 11 სექტემბერს ალის კრიმინსი დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა იმ დროის ამერიკაში. პროკურატურა ეყრდნობოდა საეჭვო მოწმეებსა და მორალურ შეფასებებს, რამაც ჩაანაცვლა ფაქტობრივი არგუმენტები.საზოგადოება და ტაბლოიდები ალის წარმოსახავდნენ როგორც „გარყვნილ ქალს“, რომლის სექსუალური თავისუფლება თითქოს საკმარისი იყო დამნაშავედ ცნობისთვის.მამაკაცებით დაკომპლექტებულმა მსაჯულებმა საბოლოოდ დაადანაშაულა ალის კრიმინსი საკუთარი შვილების მკვლელობაში — მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდამ ამტკიცებდა: „ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.ვინ იყო ალის კრიმინსი სინამდვილეში?ალის კრიმინსი დაიბადა 1939 წლის 9 მარტს, ბრონქსში, ირლანდიელი კათოლიკე ოჯახში. ბავშვობა გაატარა წმინდა რეიმონდსის მონასტერში და მოზარდობიდანვე ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. 19 წლის ასაკში ის დაქორწინდა სკოლის მეგობარზე — ედმუნდ კრიმინსზე, იმ იმედით, რომ ქორწინება და დედობა მას თავისუფლებას მოუტანდა.1959 წელს შეეძინათ ვაჟი — ედი, ხოლო შემდეგ წელს გოგონა — ალის მარი. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ კიუ გარდენსის "რეგალ გარდენსის" კომპლექსში, ნიუ-იორკში. თუმცა ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.ალისი მალევე დარჩა მარტო სახლში — ქმარი ღამეებს სმასა და კოლეგებთან დროს ტარებაში ატარებდა. ალისის მონათხრობით, იგი მხოლოდ ერთ მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირში — თავის ქმართან, მაგრამ ქმრის უყურადღებობამ ის საკუთარი არჩევანისკენ უბიძგა.საზოგადოებრივი მორალის მსხვერპლიალისმა მუშაობა ბარში, მიმტანად დაიწყო. იმ დროის ამერიკაში, განსაკუთრებით ქალებისთვის, მიუღებლად მიიჩნეოდა კოქტეილის მიმტანის საქმე. მალე გავრცელდა ხმები, რომ ის კლიენტებსაც ხვდებოდა. ამან ედმუნდს ეჭვიანობა დააწყებინა.განქორწინების მიუხედავად, ედმუნდ კრიმინსი ხშირად ახერხებდა ყოფილი ცოლის პირად სივრცეში შეჭრას. უსმენდა ალისის საუბრებს, იჭრებოდა ბინაში და ადევნებდა თვალყურს მის ინტიმურ ცხოვრებას. მოგვიანებით აღიარა, რომ ხანდახან ალისის პირად ნივთებს ეხებოდა.ერთხელ მამას შვილმა უთხრა, რომ დედა სახლში ხშირად „ბიძაშვილებს“ იწვევს, რომლებიც მხოლოდ შარვლით დადიან. ედმუნდი გაშმაგდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ განრისხდა, როდესაც ალისი ერთ ღამეს შვილებთან არ1965 წლის 22 ივნისს, ედმუნდ კრიმინსმა სასამართლოს მიმართა ბავშვების სრული მეურვეობის მოსაპოვებლად. გასაკვირად, ალისის დედამ მხარი სიძეს დაუჭირა. იგი ედმუნდს „კარგ კაცად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის შვილებზე უკეთ იზრუნებდა.ამ ფონზე სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა, მედიაში აგორებული სკანდალები და ქალის პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულაცია — რაც საბოლოოდ იქცა სქესის, მორალისა და იდენტობის გარშემო აგებული განაჩენის მიზეზად და არა ფაქტობრივი მტკიცებულებების.გაუქმებული განაჩენი1973 წელს ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა კრიმინსის მკვლელობის განაჩენი.  არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ედი ჯუნიორის სიკვდილი კრიმინალური აქტის შედეგი იყო — ან რომ საერთოდ რაიმე კრიმინალი მოხდა.ამავე პერიოდში, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ეს საქმე აწარმოა, ჟურნალისტ ბობ გროსს უთხრა:„არ ვიცი, მართლა გააკეთა თუ არა. ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება. არც მაშინ მჯეროდა და არც დღეს მჯერა იმ ისტორიის, რაც მსაჯულებს მოვუყევი.“განაჩენის აღდგენა და საბოლოო გათავისუფლება1975 წელს, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ისევ აღადგინა — ამჯერად მხოლოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.სასამართლოს აზრით, მსაჯულები ორივე შემთხვევაში მიიჩნევდა ალის კრიმინსს შვილების სიკვდილში დამნაშავედ, ამიტომ ფორმალური შეცდომების მიუხედავად, განაჩენის გაუქმება უსაფუძვლო იყო.ალის კრიმინსმა საერთო ჯამში 30 თვე გაატარა ციხეში, ძირითადად ჰარლემში, Parkside-ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში — 1971 წლიდან 1977 წლამდე. მან ორჯერ სცადა პირობით გათავისუფლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო თანხმობა, რაც ციხის შიგნით მუშაობის პროგრამაში ჩაერთო და მდივნად დაიწყო მუშაობა.„New York Times“-ის 1977 წლის სტატიის მიხედვით, უცნობია, რა მიზეზით დარწმუნდა პირობით გათავისუფლების საბჭო საბოლოოდ.ციხეში ყოფნის პერიოდში ალის კრიმინსმა იქორწინა მის ძველ საყვარელზე — მილიონერ კონტრაქტორ ენტონი გრეისზე. წყვილი ერთად ცხოვრობდა გრეისის გარდაცვალებამდე, 1998 წლამდე.ქალის ისტორია, რომელიც სიმართლის მიღმა დარჩაალის კრიმინსის საქმე დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მძიმე სასამართლო ისტორიად, სადაც ქალი შესაძლოა სასჯელს საკუთარი ქცევისა და „მორალური გადახვევის“ გამო იხდიდა და არა დანაშაულის გამო.მის საქმეზე არაერთი წიგნი დაიწერა და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერი ჰიგინს კლარკის 1975 წლის ბესტსელერი „Where Are The Children?“, რომელიც სწორედ ამ ტრაგედიით იყო შთაგონებული.და მაინც, ფაქტია: ალის კრიმინსის დანაშაული არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით.დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მისი ორი ბავშვი სინამდვილეში.

ჯიმი ჰოფა

1753779712

„მდუმარე დონას“ შურისძიება თუ ყალბი დამნაშავეები - ამერიკელი პროფკავშირების ლიდერის გაუჩინარების საიდუმლო

ვინ იყო ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფა იყო ამერიკელი პროფკავშირების ლიდერი და 1957-დან 1971 წლამდე მართავდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პროფკავშირს — საერთაშორისო გუნების ძმობას (Teamsters Union).იგი დიდ გავლენას ახდენდა სატრანსპორტო, საწყობებისა და სხვა დარგის ფიზიკურ მუშაკებზე. ჰოფას იცნობდნენ, როგორც დაუღალავ მებრძოლს მუშათა უფლებებისთვის, თუმცა ამავე დროს ცნობილი იყო მისი კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის მაფიის გავლენიან ფიგურებთან — როგორიც იყო ტონი პროვენცანო.მისი კარიერა წინააღმდეგობრივი იყო: ერთი მხრივ, მან პროფკავშირი უპრეცედენტო სიმძლავრემდე მიიყვანა, მაგრამ მეორე მხრივ, მაფიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, კორუფციული გარიგებები და ძალაუფლებისკენ სწრაფვა მის რეპუტაციას საგრძნობლად აზიანებდა.1960-იან წლებში ის დამნაშავედ ცნეს ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში. ჰოფას 13-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1971 წელს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა — სავარაუდოდ Teamsters-ის მხრიდან ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიაში გადარიცხული მსხვილი შემოწირულობის ფონზე.გათავისუფლების შემდეგ ჰოფას კვლავ სურდა პროფკავშირის სათავეში დაბრუნება, თუმცა, ოფიციალური შეთანხმებით, 1980 წლამდე ნებისმიერი პროფკავშირული საქმიანობა აეკრძალა — შეზღუდვა, რომელიც მას აშკარად არ მოსწონდა.Teamsters Teamsters Union, ოფიციალურად — საერთაშორისო გუნების ძმობა, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირია, რომელიც სატვირთო მძღოლებს, საწყობების თანამშრომლებსა და სხვა ლურჯყელა მუშაკებს წარმოადგენს. ჰოფას პრეზიდენტობამდე ორგანიზაციას შედარებით მცირე გავლენა ჰქონდა. მისი მოსვლის შემდეგ, 1950-იან წლებში, Teamsters-მა ძალზე სწრაფად გაზარდა როგორც თავისი წევრების რაოდენობა, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება.ჰოფამ გააფორმა მომგებიანი კონტრაქტები წევრებისთვის, თუმცა თანდათანობით პროფკავშირის ფუნდამენტი გაიჟღინთა კორუფციით და მაფიასთან გარიგებებით. მან ცენტრალიზებულად აიღო ყველა გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე, გააფართოვა გავლენა ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორში და პრაქტიკულად წაშალა ზღვარი პროფკავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობას შორის. როგორ გაუჩინარდა ჯიმი ჰოფა?1975 წლის 30 ივლისს ჯიმი ჰოფა გაუჩინარდა. უკანასკნელად ის ბლუმფილდ თაუნშიპში (მიჩიგანი), რესტორან „მაკუს რედ ფოქსის“ სადგომზე შენიშნეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ჰქონდა დანიშნული მაფიის გავლენიან წევრებთან — ენტონი ჯიაკალონესა და ტონი პროვენცანოსთან.დაახლოებით 2:15 საათზე მან ცოლს სატელეფონო ჯიხურიდან დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის მონაწილეები არ გამოჩნდნენ. ამის შემდეგ ჰოფა უკვალოდ გაქრა. მისი მანქანა მოგვიანებით რესტორნის სადგომზე იპოვეს.FBI-მ საქმეში მასშტაბური გამოძიება დაიწყო, თუმცა ჰოფა აღარასოდეს გამოჩენილა. არც მისი ცხედარი, არც პირდაპირი მტკიცებულება მისი ბედის შესახებ — არაფერი აღმოჩენილა.  გამოცხადდა თუ არა იურიდიულად გარდაცვლილად?დიახ. გაუჩინარებიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, 1982 წლის 30 ივლისს, ოკლენდ ქაუნთის მოსამართლემ ჯიმი ჰოფა იურიდიულად გარდაცვლილად გამოაცხადა.ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ოჯახს სამართლებრივად შეეძლო მემკვიდრეობით საკითხების გადაწყვეტა.  ვინ მოკლა ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფას გაუჩინარება დღემდე ოფიციალურად ამოუხსნელია. თუმცა, არსებობს მრავალი თეორია და ვარაუდი.ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მის გაუჩინარებაში მაფია იყო ჩართული. ჰოფას და ტონი პროვენცანოს დაპირისპირება, ასევე მაფიის შიდა დაძაბულობა, მას ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა ასევე ფიგურირებენ სხვა გავლენიანი მაფიოზები — მათ შორის „მდუმარე დონად“ წოდებული რასელ ბუფალინო, რომელსაც ჰოფას გავლენა Teamsters-ზე აშკარად არ სიამოვნებდა.ცნობილი მაფიის მკვლელი სალვატორე „სელი ბაგს“ ბრიგულიომაც მოიპოვა ეჭვმიტანილის სტატუსი, ხოლო ფრენკ „ირლანდიელი“ შირანი თვითონაც აცხადებდა, რომ სწორედ მან მოკლა ჰოფა — თუმცა არცერთი ვერსია მტკიცებულებებით არ დასტურდება.კიდევ ერთი სკანდალური ფიგურა, რიჩარდ „აისმენი“ კუკლინსკი, ამტკიცებდა, რომ ჰოფა მას $40,000-ის სანაცვლოდ მოუკლავს, თუმცა სამართალდამცველები მის აღიარებებს არასანდოდ მიიჩნევენ, რადგან კუკლინსკი ცნობილია დანაშაულების გამოგონებით.არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ჰოფას სიკვდილის უკან ფედერალური აგენტები იდგნენ — მაფია კი მხოლოდ „ყალბი დამნაშავეა“ — თუმცა ამ ვერსიას მტკიცებულება საერთოდ არ ახლავს.

სახის გარეშე დარჩენილი ქალი

1753778909

„სახის გარეშე დარჩენილი ქალი“ - როგორ გადაურჩა ჩარლა ნეში შიმპანზეს თავდასხმას

2009 წლის 16 თებერვალს ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ცხოველის თავდასხმა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. 55 წლის ჩარლა ნეში მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გაზრილმა შიმპანზემ, სახელად ტრავისმა, სასტიკად დაასახიჩრა.ტრავისი - 14 წლის შიმპანზე,  სანდრა ჰეროლდმა ბავშვობიდან სახლში გაზარდა. ის ოჯახში ცხოვრობდა თითქმის ადამიანივით: ჭამდა მაგიდასთან, სვამდა ღვინოს, უყურებდა ტელევიზორს და იყენებდა ტუალეტს.იმ დღეს მოულოდნელად აგრესიული გახდა. როდესაც ნეში მეგობრის თხოვნით ეზოში შევიდა, ცხოველი თავს დაესხა.შიმპანზემ ქალს მთლიანად მოაჭრა ცხვირი, ტუჩები, ქუთუთოები და ორივე ხელი, სერიოზული დაზიანება მიაყენა სახის ძვლებსა და თვალებზე. მისი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ჩარლა ნეში სასწრაფოდ გადაიყვანეს სტამფორდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ის კომაში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.შემდგომში იგი გადაიყვანეს კლივლენდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა - სრული სახის ტრანსპლანტაცია.2011 წელს, ჩარლა ნეში გახდა ერთ-ერთი პირველი პაციენტი აშშ-ში, რომელმაც სრული სახის გადანერგვა ჩაიტარა - ოპერაცია გაგრძელდა 20 საათზე მეტი.ოპერაციის შემდეგ ნეშმა შეძლო მეტყველება, რბილი საკვების მიღება და ნაწილობრივი მოძრაობების შესრულება სახის ნაწილებში.თავდასხმის შედეგად ჩარლა ნეში სრულად დაბრმავდა. მიუხედავად ამისა, იგი მედიის წინაშე ხშირად გამოდის. საუბრობს გადატანილ ტკივილზე და თავისი ისტორიის გაზიარებით ცდილობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.„არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე, მაგრამ თუ ჩემი ისტორია დაეხმარება იმას, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს — მაშინ ღირდა მისი გაზიარება“, — აცხადებს ნეში ერთ-ერთ ინტერვიუში.მან მიმართა აშშ-ის კონგრესს და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს მაიმუნების და სხვა გარეული ცხოველების მოშინაურებას.სასამართლო დავა და კომპენსაციაჩარლა ნეშმა უჩივლა სანდრა ჰეროლდის  და მიიღო 4 მილიონიანი კომპენსაცია. მოგვიანებით შეეცადა დაეწესებინა პასუხისმგებლობა კონექტიკუტის შტატისთვისაც, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლა ნეშის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელია, მისი გამძლეობა და ძალა საზოგადოებისთვის შთაგონებად იქცა. ის ყოველდღე ახერხებს იმ ცხოვრებასთან შეგუებას, რომელიც თავდასხმის შემდეგ სრულიად შეიცვალა.

რიჩარდ რამირესი

1753727040

„13 მკვლელობა, 11 სექსუალური ძალადობა და 14 ქურდობა...“ - „ღამის მონადირის“ საქმე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

რიკარდო ლეივა მუნიოს რამირესი დაიბადა 1960 წლის 29 თებერვალს, ტეხასის შტატში, ელ-პასოში. მას პრობლემური ბავშვობა ჰქონდა, რომელიც ძალადობითა და ნარკოტიკებით იყო სავსე.მამის ძალადობისგან თავის დასაღწევად, რამირესი ბევრ დროს ატარებდა უფროს ბიძაშვილთან, მიგელთან, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო. სამწუხაროდ, მიგელის გავლენა არც მამის გავლენაზე იყო უკეთესი. მისი უფროსი ბიძაშვილი ომის დროს ჩადენილი სასტიკი ქმედებებით ტრაბახობდა – რამირესს ძალადობა და მკვლელობა აღაფრთოვანებდა.მალე რამირესს განუვითარდა აკვიატება იმავე სახის სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მიმართ, რასაც მიგელი ახორციელებდა თავის ფოტოებზე გამოსახულ ქალებზე.ვიეტნამში ყოფნისას მიგელმა გააუპატიურა, აწამა და მოკლა რამდენიმე ვიეტნამელი ქალი — და რაც ყველაზე შემზარავია, ამის ფოტოსურათებიც ჰქონდა. როდესაც რამირესი მხოლოდ 13 წლის იყო, მან საკუთარი თვალით იხილა, როგორ ესროლა მიგელმა ცოლს და ადგილზე მოკლა. ამ ამბის შემდეგ რამირესი ნელ-ნელა გარდაიქმნა — ჩაიკეტა საკუთარ თავში და გადაიქცა ცივ გრძნობებზე მყოფ მოზარდად.სატანიზმისადმი ინტერესის გაღვივებიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამდე რამირესის ცხოვრება ბნელი მიმართულებით წავიდა.მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული დანაშაულების უმეტესობა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ქურდობასა და ნარკოტიკების შენახვას უკავშირდებოდა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ ისინი ენით აუწერელ ძალადობაში გადაიზრდებოდა.ის ადამიანებს სახლებში უვარდებოდა, რა დროსაც საშინელი მკვლელობებს, სექსუალური ძალადობასა და ძარცვას ჩადიოდა. მისი მეთოდები სასტიკი და მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, სროლა, დანის დარტყმა,  მსხვერპლთა დახრჩობა და ა.შ. რამირესისთვის სულერთი იყო მსხვერპლის ასაკი, სქესი ან ეთნიკურობა. ის კლავდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა.რამირესი სახლებში ხშირად ჩაკეტილი ფანჯრებიდან ან კარებიდან შედიოდა და ძილში თავს ესხმოდა თავის მსხვერპლს. ზოგჯერ ის ტოვებდა სატანისტური სიმბოლოებს დანაშაულის ადგილზე და ეშმაკისადმი საკუთარ სიმპათიებსაც გამოხატავდა. ამიტომ შეარქვეს მას „ღამის სტალკერი“. მისი უნარი – ყოველ ჯერზე წარმატებით გადარჩენოდა დაჭერას – კალიფორნიაში განსაკუთრებულ შიშსა და პანიკას იწვევდა.რამირესი საბოლოოდ დააკავეს 1985 წლის 31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლების ჯგუფმა იგი ამოიცნო და პოლიციის მოსვლამდე შეიპყრო.მისმა დაპატიმრებამ შეშინებულ საზოგადოებას შვება მოუტანა და სასამართლო პროცესიც მედიის სენსაციად იქცა. 1989 წელს რამირესი გაასამართლეს მკვლელობის 13, მკვლელობის მცდელობის 5, სექსუალური ძალადობის 11 და ქურდობის 14 საქმეში. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და დარჩენილი სიცოცხლეც განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა.რიჩარდ რამირესი გარდაიცვალა ლიმფომასთან დაკავშირებული გართულებებით, 2013 წლის 7 ივნისს, სან კვენტინის შტატის ციხეში, სიკვდილით დასჯის მოლოდინში.