ავარია

1793825513

რუსთავში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ ხიდზე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი 50 წლამდე კაცს დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.მრავლობითი მოტეხილობებით დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

საბა მუნჯიშვილი

1793822928

„სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე... ნათელი მის პატარა სულს“ - გურჯაანში ავარიის შედეგად დაღუპულ პირველკლასელს ემშვიდობებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პირველკლასელი საბა მუნჯიშვილია.წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ავარიაში მისი მშობლები და 2 წლის და დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი მიმდებარე ხევში გადავარდა.ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება.2 წლის გოგონას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი აჭარიდან სოფელ კოლაგში ორი წლის წინ გადმოსახლდა.შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.ავარიის შედეგად დაღუპულ პირველკლასელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„პატარა საბა… რამდენი ოცნება და სიხარული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ წინ… სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე. ნათელი მის პატარა სულს“.„სკოლაში წასვლა, მეგობრებთან თამაში, ბავშვობის ბედნიერი დღეები… ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. ღმერთმა ძალა მისცეს ოჯახს ამ ენით აუწერელი ტკივილის გასაძლებად“.„ყველაზე მძიმე მაშინ არის ცხოვრება, როცა ბავშვი გვტოვებს… საბას ჯერ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. მშვიდად განისვენე, პატარა ანგელოზო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

1793797080

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე, მე-16 სართულზე გაჩნდა.ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა.  სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.

ბიზნესცენტრის შენობა

1793796915

ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს.არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე, მე-16 სართულზე გაჩნდა.ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა.შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.

სახანძრო

1793794793

რა ხდება ამ წუთებში ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში - მეხანძრეები „ფორმულას“ ნიუსრუმში მივიდნენ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.ძლიერი დაკვამლიანების გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. მეხანძრე-მაშველები „ფორმულას“ ნიუსრუმშიც მივიდნენ და იქ მყოფ ჟურნალისტებს მოუწოდეს ჯერჯერობით, ადგილზე დარჩნენ.„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე.რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.

ბიზნესცენტრის შენობა

1793794249

ბიზნესცენტრის შენობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.ძლიერი დაკვამლიანების გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები.არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე. რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.

ძლიერი დაკვამლიანება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტრის შენობაში

1793793792

ძლიერი დაკვამლიანება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტრის შენობაში - რა ვითარებაა ადგილზე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.აღნიშნულის გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები. არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე. რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.

ლენტა

1793786609

შემზარავი ავარიის დეტალები - „ერთი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, პატარა დას მოტეხილობა აქვს“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის წევრი, 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.ავარიის შედეგად დაშავდნენ დაღუპულის მშობლები და 2 წლის და. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.მანქანა მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 9 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები კი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამივეს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას კი მენჯის ძვალი აქვს გატეხილი.მამამ, რომელსაც ასევე მოტეხილობა ჰქონდა, ბავშვის დაღუპვის გამო, კლინიკა უკვე დატოვა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ლენტა

1793784425

ტრაგედია გურჯაანში - ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბერდია და მათე

1793737694

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდის ვინაობაც ცნობილია

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდა მათე ობოლაძეა.ის ბერდია ხაბულიანთან ერთად იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც მდინარე რიონში გადავარდა. ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. 

ბერდია ხაბულიანი

1793736352

„შვილებო, რა ტრაგედიაა თქვენი დაკარგვა...“ - ქუთაისში, ავარიის შედეგად დაღუპულ ბიჭებს ემშვიდობებიან

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს ემშვიდობებიან.ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარე რიონში გადავარდა. ART Georgia-ს ინფორმაციით, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერდია ხაბულიანია.ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:„რა ტრაგედიაა შვილებო, თქვენი დაკარგვა, რა სიმწარეა...“. „ბერდო, რა დღე გაუთენე შენს მშობლებს, შენ ოჯახს“.  „ვაიმე, ახალგაზრდებო... ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს თბილ სულს, ღმერთმადაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. ოჯახებს გამძლეობა“, - წერენ კომენტარებში. მეორე ახალგაზრდის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

კატასტროფა

1793727855

კერძო თვითმფრინავის კატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის ცოლ-ქმარი, ორი მცირეწლოვანი შვილით და ბავშვების ძიძა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის ოლქში, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებელი ადამ რობინსონი, მისი მეუღლე ჰელენ შარპი და მათი შვილები - ოთხი წლის ემა და ორი წლის ჩარლი.ტრაგედია 2026 წლის 1 ნოემბერს მოხდა. „ლირჯეტ 60“-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიფრინავდა, როდესაც ფლორიდაში, გრინაკრესის მახლობლად, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფამდე ეკიპაჟმა ყინვისა და ტურბულენტობის შესახებ განაცხადაწინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ფრენის დროს საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს აცნობა, რომ თვითმფრინავზე ყინული გროვდებოდა და ზომიერ ტურბულენტობას აწყდებოდნენ. ეკიპაჟმა უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლის ნებართვაც ითხოვა, თუმცა მალევე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.გამომძიებლების განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ თვითმფრინავმა მიწაზე დაცემამდე შესაძლოა დაშლა დაიწყო. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო კატასტროფის მიზეზებს იკვლევს. ამ ეტაპზე ამინდის პირობების შესაძლო გავლენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს. ვინ იყვნენ დაღუპულები?ადამ რობინსონი ტექნოლოგიური მეწარმე იყო. იგი კომპანიების Retention.com-ისა და RB2B-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლდათ. მისი საქმიანობა ბიზნესებისთვის ვებსაიტების ვიზიტორების იდენტიფიცირებისა და მათთან დაკავშირების ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა.მისი მეუღლე, ჰელენ შარპი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო Influential PR-ს ხელმძღვანელობდა და კერამიკულ ხელოვნებასაც მისდევდა.ოჯახის ახლობლებმა დაღუპულთა შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ადამი და ჰელენი ერთგული მშობლები იყვნენ და მათი შვილები მათი ცხოვრების მთავარი სიხარული გახლდნენ.თვითმფრინავში ოჯახის მეგობრები, რეიჩელ რიდი და ჩარმი ფერი, ასევე ბავშვების მომვლელი ანიტა მარია სეტინაც იმყოფებოდნენ. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრიც. კატასტროფის გამოძიება გრძელდება. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში დაკარგა თვითმფრინავმა მართვა და რა როლი ითამაშა ამინდის პირობებმა ტრაგედიაში.

✕