ირაკლი კობახიძე

1753294772

დღეს, პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები - ირაკლი კობახიძე

დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა " ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე

1753293021

ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ - როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55%-იანი რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით.„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არც ერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55%-ს ვართ გადაცილებულები, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით“, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძე

1753292954

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება“ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას", - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძე

1753292169

2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში - ირაკლი კობახიძე

2019 წელს სალომე ზურაბიშვილს  ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, ოჯახის როგორც ერთი, ისე მეორე წევრის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი.„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით 2018 წელს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება. თავიდან დამოუკიდებლად მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. 2019 წელს მას ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, როგორც ერთი, ისე მეორე ოჯახის წევრის და ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი სალომე ზურაბიშვილმა. პროცესები დაიწყო 2019 წლიდან. 2020 წელს იყო კოვიდი,  ამიტომ მისი ჩართულობის ისეთი საჭიროება, როგორც ჩანს, არ იდგა, იქაც პასიურ რეჟიმში იყო სალომე ზურაბიშვილი და ინარჩუნებდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯს. თუმცა 2021 წლიდან, როცა დაიწყო ეს ცნობილი .ე.წ. მიშელის მოლაპარაკებები, შემდეგ შეთანხმება და ა.შ. ყველას ახსოვს ეს პროცესები, მაშინ უკვე შეცვალა თავიდან ბოლომდე საკუთარი დამოკიდებულება, პირდაპირ გაჰყვა დირექტივებს, რომლებიც მოდიოდა Deep State-ის, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან. ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა 2022 წელს, პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში სალომე ზურაბიშვილი. კულუარული შეხვედრები როცა იმართებოდა, ისიც მხარს უჭერდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ა.შ. ამ ყველაფრის ღია მხარდამჭერი იყო“, -  განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას არჩევნებზე.„რეალურად არჩევნებამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 1 თვე, როდესაც გამოიკვეთა, რომ მის იმიჯს ექმნებოდა სერიოზული პრობლემა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, მისი განცხადებების გამო. ამიტომ, იქ უკვე, რეალურად, ძალიან რთული იყო კანდიდატურის შეცვლა, ანუ მის მაგივრად სხვა კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. ბუნებრივია, ასე ვერ მოვიქცეოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი რომ გვეთქვა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე პირდაპირ, ვაშაძე გახდებოდა პრეზიდენტი, ამას ვერ დავუშვებდით. დაგვიანებული იყო, როდესაც მან დაიწყო ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე

1753291892

გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ - ირაკლი კობახიძე

გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა " ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ კონკრეტული ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და შემდეგ განსახორციელებლად და  ეს იყო ძირითადად USAID-ი და NED-ი.„გარდა ამისა, იყო სხვა წყაროები, მაგალითად, სხვა წყაროებით ფინანსდებოდა იგივე ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, ეს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მიზანი პირდაპირ რევოლუციურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა იყო. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. ეს ფაქტი იყო, რაც საზოგადოების თვალწინ მოხდა. ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მიმართულებით სხვაგვარად არის საქმე, აქ არ ყოფილა არავითარი აღიარება და პირიქით, გლობალურმა ომის პარტიამ, „დიფ სთეითმა“ სცადა, რომ ამერიკიდან აქცენტი გადმოეტანა სწორედ ევროპაზე და დღეს არის მაგალითად ევროპული ფონდი EED, არის კონკრეტული სახელმწიფოების ფონდები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში კვლავაც გრძელდება ამ პროცესების წახალისება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავდა საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას.„პირდაპირ რადიკალიზაციას ახალისებდა აბსოლუტურად ღიად ჩვენს ქვეყანაში. ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა ეს შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა. მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება. ეს კანონები მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი გრანტების კანონი“, - აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ზომა, რასაც ახალი კანონმდებლობა დარღვევისთვის ითვალისწინებს, ჯარიმებია.„ჩვენ დავაკოპირეთ ასევე ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, სადაც უამრავი ტყუილი ითქვა, თითქოს ეს არ არის ასე. დაადონ რომელიმე წინადადებას თითი, რომელიც არ არის დაკოპირებული ამერიკული კანონიდან. ვერ ამბობენ, იტყუებიან. ეუთო-შიც გამოდიოდა ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი და თქვა, რომ თქვენ აცხადებთო, რომ ამერიკულის ასლია, მაგრამ ასე არ არისო. დაადოს თითი რომელიმე წინადადებას, რომელიც არ არის პირდაპირ გადმოწერილი ამერიკულიდან, რაიმე ერთსიტყვიანი კორექტივა გვაჩვენოს. ვერ ამბობენ, მაგრამ იტყუებიან, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადრო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობა მოქმედებს, კიდევ უფრო მკაფიოდ ამოქმედდება და შედეგები უკვე ჩანს. მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ. დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე

1753291567

ობიექტურად, ევროკავშირს ვერავითარი ინტერესი ვერ ექნება, რომ ასეთი ურთიერთობის რეჟიმში იყოს საქართველოსთან, მაგრამ იმდენად დიდია გლობალური ომის პარტიის გავლენა, რომ ევროპული ბიუროკრატია იძულებულია, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით - ირაკლი კობახიძე

იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია იძულებულია, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით ევროპისთვის, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან.„ევროპას არავითარი ობიექტური ინტერესი არ აქვს, რომ იყოს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ასეთ რეჟიმში, თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააზიანოს ევროპის ინტერესები. განსაკუთრებით, რაც ხდება ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში, ვხედავთ, რომ საერთოდ ვერ იცავს ევროპული ბიუროკრატია ევროპის და ევროპის საზოგადოების ობიექტურ ინტერესებს. იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია არის იძულებული, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით. ევროპისთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი არხი, იგივე, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით და ასეთ დროს, შენ ცდილობ იზოლირებას საქართველოსგან, საქართველოსთან არ შედიხარ ჯანსაღ კომუნიკაციაში, პარტნიორობაში, თანამშრომლობაში. ჩვენს გარშემო რა ხდება - ჩაეკეტა ყველაფერი პრაქტიკულად ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით. ასეთ პირობებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით ევროპისთვის. ჩვენ ისედაც, ბუნებრივად ვაკავშირებდით ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ამ კუთხით ევროპისთვის საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების შესაბამისად, არამედ, გარე ინტერესების კარნახით“, - განაცხადა პრემიერმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ევროპაში არის სრული სტაგნაცია, არაერთ ქვეყანაში არის ეკონომიკის ვარდნა, მაგრამ ევროპა საერთოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს.„დღეს ევროპას ეკონომიკური კუთხით აქვს სერიოზული პრობლემები. ინერციით ჯერ კიდევ ინარჩუნებს კეთილდღეობის მაღალ დონეს, მაგრამ არის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, იგივე გერმანია, სადაც ზედიზედ ორი წელი ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, მინუს 0,3%, მინუს 0,2%. რომ გადავხედოთ მთლიანობაში ევროკავშირის ეკონომიკას, მშპ-ს, 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ბრიტანეთის ჩათვლით იყო დაახლოებით 19,3%, დღეს არის ბრიტანეთის გარეშე 19,4%. ზრდა, რომ გამოეყო ბრიტანეთი, იყო სამი ტრილიონი, რაც რეალურად ნიშნავს სტაგნაციას, როცა მხოლოდ სამი ტრილიონით იზრდება ეკონომიკა ამდენი წლის განმავლობაში, 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. მანამდე შეგახსენებთ, რომ 6 წელიწადში ორჯერ გაიზარდა ევროკავშირის ეკონომიკა. დღეს არის სრული სტაგნაცია, არაერთ ქვეყანაში არის ეკონომიკის ვარდნა, მაგრამ ევროპა საერთოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. ჩაიკეტა წვდომა იაფ რესურსებზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. აქაც ვერ დაიცვა თავი ევროპამ და დღეს ბევრად უფრო ძვირად უწევს შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ინდუსტრიას უამრავი მიმართულებით აქვს პრობლემები და ხშირ შემთხვევაში გადაქაჩვა ხდება სრულიად სხვა კონტინენტზე სა ა.შ. როგორც იქ ვერ იცავს ევროპული ბიუროკრატია ევროპის ინტერესებს, ზუსტად იგივე სურათი გვაქვს საქართველოსთან მიმართებაში. ობიექტურად, ევროკავშირს ვერავითარი ინტერესი ვერ ექნება, რომ ასეთი ურთიერთობის რეჟიმში იყოს ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების, არამედ, გარე ინტერესების კარნახით“, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძე

1753291029

ვიზალიბერალიზაცია არის ერთადერთი ხელშესახები სარგებელი ქართული საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის პროცესიდან და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან, სავაჭროც არაფერი დარჩებათ, თუ უნდათ, ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ექნება - ირაკლი კობახიძე

იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო - თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ  სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა " ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რას დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე

1753290933

ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში  ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე.„უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში  ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება. კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან“, - განაცხადა პრემიერმა. 

წყალდიდობა საფრანგეთში

1747811762

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

ზოოტოპია 2

1747808506

Disney-მ „ზოოტოპია 2“-ის თიზერ-თრეილერი წარადგინა

კომპანია Disney-მ მულტფილმ „ზოოტოპია 2“-ის პირველი თიზერ-თრეილერი გამოუშვა. რგოლში მაყურებლებმა ნაცნობი პერსონაჟები ნახეს - კურდღელი ჯუჯი ჰოპსი და მელა ნიკ უაილდი. ისინი კვლავ ერთად მუშაობენ და ამჯერად იდუმალი რეპტილიის საქმის გამოძიება უწევთ, რომელიც ზოოტოპიაში ჩნდება და ქალაქის წესებს ცვლის.მთავარ პერსონაჟებს კვლავ ჯინიფერ გუდვინი და ჯეისონ ბეიტმანი გაახმოვანებენ. ფილმის პრემიერა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.„ზოოტოპიას“ პირველი ნაწილი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. მან მსოფლიო გაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა. 

მარკო რუბიო

1747770437

მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს.კერძოდ, რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე პირი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა.აქტივისტებმა მარკო რუბიოს დარბაზში შესვლამდეც გამოხატეს პროტესტი.„შეწყვიტეთ გენოციდი“, „დაუწესეთ სანქციები ისრაელს“ და „დაიწყეთ ბავშვების კვება“ – სკანდირებდნენ აქტივისტები, როდესაც რუბიო სხდომაზე შედიოდა.

დათო და თათია კენჭიაშვილები

1745921155

VIDEO: „ორივე შეუდარებელი!“ - დათო და თათია კენჭიაშვილების შესრულება სოციალურ ქსელს იპყრობს

გადაცემა "გული მღერის • Guli Mgheris" დათო და თათია კენჭიაშვილებმა სიმღერა შეასრულეს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: